ისრაელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები სამ კვირას გასტანს.

„სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ; დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები; ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება; გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს; შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.

საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ; შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება, თუმცა სრულად არ შეჩერდება“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები