,,ვთხოვოთ უფალს, რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ” – მეუფე შიო

რელიგიური სიწმინდეების მიმართ, რომ ვანდალიზმი დაუშვებელია და კანონის გამკაცრებაა საჭირო, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფის ფაქტი აღარ განმეორდება.

„დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში.

ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება“, – განაცხადა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას მეუფემ.

მსგავსი თემები