იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

მსგავსი თემები