სენაკში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ კოტიანეთში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად 2 პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.

მსგავსი თემები