იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიაში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე, ვულკანი ამოიფრქვა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა. სააგენტომ ვულკანის გამო, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა. მან მთამსვლელებსა და სხვა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

დაშავებულების ანდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები