იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მანქანა მოიპარა და ავარიაში მოყვა

იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის ქართველმა მანქანა ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი მოპარულ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და პოლიციამ სწორედ ასე აღმოაჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპარული იყო. მანქანა მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. საქმის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები