,,თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ” – ბაიდენი

,,თუ ჩემი რესპუბლიკელი კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ,”- განაცხადა ბაიდენმა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან.

,,ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები