ისლანდიაში, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია

ისლანდიაში, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ქალაქ გრინდავიკმდე მიაღწია. ქალაქიდან 4 000 ადამაინის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლავამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია, რის გამოც სახლის ნახევარი დაიწვა. ლავა სახლებიდან სულ რაღაც 50 მეტრშია.

სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა ვიადირ რეინისონმა თქვა, რომ ლავა ქალაქის წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიაში მიედინება. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი თემები