,,ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაზე 600-ზე მეტი ქიმიური თავდასხმა განახორციელა” – უკრაინის გენშტაბი

რუსმა ოკუპანტებმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, რუსების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები ყოველდღიურად 10-მდე ასეთ შემთხვევას აფიქსირებენ.

,,ყველაზე ხშირად, მტერი იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR. მათ ყრიან უპილოტო საფრენი აპარატებიდან. თუმცა, გამოიყენება გამაღიზიანებელი ნივთიერების შემცველი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ასევე, საარტილერიო შეტევები ხორციელდება ქიმიურად საშიში ნივთიერებების შემცველი ჭურვებით. 2023 წლის 14 დეკემბერს აღმოაჩინეს ახალი ტიპის სპეციალური გაზის ყუმბარა РГ-ВО, რომელიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას CS-ს,” – ამბობს გენშტაბი.

მათივე თქმით, სახიფათო ქიმიკატების გამოყენების 36 შემთხვევა საგამოძიებო მოქმედებებზე გაიგზავნა (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაზვერვის ჯგუფების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში).

მსგავსი თემები