„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის  ბლოკირება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე“- გომელური მომიტინგეებს აფრთხილებს

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო,პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ“- განაცხადა ბრიფინგე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განცხადებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ძალადობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

„დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება“- განაცხადა გომელურმა.

ვახტან გომელაური მომიტინგეებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება ისჯება კანონით.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე“- აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები