საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ სახლები და საწყობები 35-ჯერ გაძარცვა, მათ შორისაა პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 000 ევროზე მეტი.

ბერძნული მედიის ცნობით, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდი იყო, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინტერპოლი ეძებდა. მათივე ცნობით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

,,კრიმინალური დაჯგუფების წევრების სახლებიდან ამოღებულია: 2 451 ევრო, 4 მანქანა, ცეცხლსასროლი იარეღები, ნარკოტიკული ნივთიერება, ვაზნები, ალკოჰოლური სასმელები, კამერები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ლეპტოპები, ჭურჭლის ნაკრებები და ა.შ”, – წერს მედია.

 

მსგავსი თემები