„ჩვენს თეთრ ხალათებს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას“- სტუდენტები პარლამენტისკენ მიდიან

საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით მიემართებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი. მათ რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცახდება, რომ სასწავლო პროცესებს ბოიკოტს უცხადებენ და საპროტესტო აქციებს უერთდებიან. აგრეთვე ფიცი დადეს, რომ არასოდეს დაირქმევენ რუსეთის ექიმებს.

„ვალდებული ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ნათელი მომავლისთვის. მომავალი ექმიები აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ თქვენს შორის და ვთვლი, რომ ვალდებულნი ვართ ხელი გვეჭიროს საქართველოს ევროპული მომავლის პულსზე. უარს ვამბობთ ლექციებზე დასწრებაზე, ხვალიდან ვაცხადებთ გაფიცვას. ფიცს ვდებთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათებს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას, არასოდრეს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს“- აცხადებენ სტუდენტები.

7-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი უცხადებს ბოიკოტს სასწავლო პროცესს, მათ მხარს ლექტორებიც უჭერენ.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათევენ. შეკრება 21:00 საათიდან დაანონსეს.

მსგავსი თემები