ხერსონში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

13 იანვარს ხერსონის ოლქში რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 103 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან.

რუსი ოკუპანტების სამიზნეს რეგიონის დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები და პორტის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

მსგავსი თემები