გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გორში, ვერხვების დასახლებაში, გზაზე გადასვლისას ქვეითს მანქანა დაეჯახა. 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ,,TV მონიტორინგი” ავრცელებს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები