ფუნჯიანის პროვინცია – ამქვეყნიური სამოთხე (ფოტორეპორტაჟი)

ფუჯიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინციაა, რომელიც ცნობილია მთებითა და სანაპირო ქალაქებით. მისი დედაქალაქია ფუჟოუ და ასევე, მის შემადგენლობაშია საპორტო ქალაქი სიემენი.   ფუჯიანი ქვეყნის ერთ-ერთი პატარა პროვინციაა, თუმცა, იკავებს სტრატეგიულ საზღვაო პოზიციას ჩინეთის ზღვის ორ მონაკვეთს შორის.

ფუჯიანი ცნობილია ჩაით. მას ტაივანის სრუტე ესაზღვრება. ის, როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურულად ყველაზე ახლოსაა ტაივანთან. სანაპიროდან კი საკმაოდ ახლო მანძილზე მოჩანს ტაივანი. როცა სანაპირო ზოლზე სეირნობ ხედავ და გრძობ, როგორ ახლოს ხარ ტაივანთან. ასევე, ადგილობრივები გაფრთხილებენ კიდეც, რომ ტაივანის მხრიდან საფრთხელ ყოველ წუთს ელიან.

ფუნჯიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა  მსუბუქი მრეწველობა. აქ ძირითადად აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ჩაის.  ტოპ ასი ჩინური კლასტერიდან ექვსი ფუჯიანში მდებარეობს და პროვინცია მეოთხე ადგილზეა. ფუჯიანის პროვინციის ფართობი 120 000 კვ.კმ-ზე მეტია, სადაც ორმოც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ფუნჯიანის პროვინცია არის ამქვეყნიური სამოთხე. ცალკე სანახაობაა ქალაქი სიემენი, სადაც ღამე სეირნობა არაჩვეულებრივი სანახაობა და თავგადასავალია. ასევე, ამქვეყნიურ სამოთხეში იმოგზაურებთ თუ კუნძულ გულანგიუზე მოხვდებით, სადაც ისტორიულ და კულტურულ სანახაობებთან ერთად, საცალფეხო ქუჩებსა და მე-19 საუკუნის კოლონიურ ვილებშიც იმოგზაურებთ. კუნძულზე მანქანით გადაადგილება აკრძალულია, აქ მხოლოდ ველოსიპედითა და სამთავრობო მომსახურების ელექტრო მანქანებით შეიძლება გადაადგილება. კუნძულზე 100-ზე მეტი შენობა მდებარეობს და ის გამორჩეულია მუზეუმებით.

ეკა გულუა ჩინეთიდან  

კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

 

 

მსგავსი თემები