ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევა მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო.

ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უძღოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, გრინდავიკის მახლობლად, სულ მცირე 200 მიწისძვრა მოხდა.

ცნობისთვის, ისლანდიაში ვულკანი დეკემბერშიც ამოიფრქვა. ეს კი უკვე მეხუთე ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, 2021 წლის შემდეგ.

მსგავსი თემები