ჩიკაგოში ფრენები გადაიდო, მიჩიგანში კი ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა – უამინდობა აშშ-ში

აშშ-ის ცენტრალურ რაიონებში უხვთოვლობას თან ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და ძლიერი ქარი დაერთო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ჩიკაგოში უამინდობის გამო ფრენები გადაიდო, მიჩიგანში კი ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც 150 ათასამდე სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

არსებული ინფორმაციით, ამინდი მკვეთრად გაუარესდა აიოვაში, აიდაჰოსა და იუტაშიც.

მსგავსი თემები