პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირსა და გაერო-ს, პარაშუტებით მიაწოდონ დახმარება ღაზის სექტორში მცხოვრებ ხალხს

პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შტაიე მოუწოდებს ევროკავშირსა და გაერო-ს, პარაშუტებით მიაწოდონ დახმარება ღაზის სექტორში მცხოვრებ ხალხს. „მოვუწოდებ გაერო-სა და ევროკავშირს, პარაშუტებით მიაწოდონ დახმარება ღაზის სექტორში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთში“, – განაცხადა პრემიერმა. ამასთან, როგორც TIMESOFISRAEL-ი წერს, ისრაელის თანხმობის გარეშე ორგანიზაციები ვერ შეძლებენ პარაშუტების საშუალებით დახმარების მიწოდებას ღაზაში.

მეტი...

საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საპენსიო სააგენტო თვის საინვესტიციო ანგარიშს და გასული თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. „აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება. 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებად რისკიან) პორტფელში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 708…

მეტი...

,,ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა” – ამილახვარი

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ,,რიგი საკითხებია მოსაგვარებელი”. ,,ჩვენ რომ ამ საკითხის განხორციელება დავიწყოთ, გვაქვს რიგი საკითხები მოსაგვარებელი: ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, ზოგადად, სკოლის შენობაში ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდგომ უკვე გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ თქვენ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ, ბუნებრივია, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და ამის განხორციელებაში ვართ… იცით რამხელა…

მეტი...

უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხეილ ფრიდმანთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუს ოლიგარქ მიხეილ ფრიდმანთან დაკავშირებული 9 კომპანია დასანქცირდა. სანქცირებულია ფრიდმანთან კავშირში მყოფი შემდეგი კომპანიები: ლიხტენშტეინში დაფუძნებული Sogeral Foundation და ლუქსემბურგში დაფუძნებული CTF Holdings S.A; ასევე, კვიპროსში დაფუძნებული Haberfield Limited, Alfa Finance Holdings Limited, Slavisilla Holdings Limited, Erasmony Limited, Rissa Investments Limited, International Distribution Systems Limited, და Dendar Investment Fund Limited.

მეტი...

,,მე და ჩვენი სტუმრები მოხარულნი ვართ, რომ პატივი დაგვდეთ და გვესტუმრეთ” – ბაზელის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ზურაბიშვილს

,,მე და ჩვენი სტუმრები მოხარულნი ვართ რომ პატივი დაგვდეთ და გვესტუმრეთ”. წერია ბაზელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უგზავნის. ,,დიდი პატივი და სიხარული იყო ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა ბაზელში, ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე. მე და ჩვენი სტუმრები მოხარულნი ვართ რომ პატივი დაგვდეთ და გვესტუმრეთ. შთამაგონებელია იმის ხილვა, თუ რამდენად თავდადებული და ერთგული ხართ ხელოვნების პოპულარიზაციის პროცესის მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, გაუმართლა, რომ თქვენ მისი პრეზიდენტი და ლიდერი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანი მის სიცოცხლეში ყოველთვის ისე არ იყო აღიარებული, როგორც მას…

მეტი...

გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე ტრაილერი გზიდან გადავიდა – მოძრაობა შეფერხებულია

კახეთში, გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ გზაზე ტრაილერი გზიდან გადავიდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, შედეგად კი მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ბათუმი-თბილისის რეისი გაჩერებულია – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა. მიზეზი, მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემაა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. ,,ძვირფასო მგზავრებო! მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ვალთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

ევროკავშირი ღაზის სექტორში ბრძოლებში “მნიშვნელოვანი პაუზების” მოწოდებით გამოდის

ევროკავშირი მოწოდებით  გამოდის, ღაზის სექტორში ბრძოლაში “მნიშვნელოვანი” პაუზების შესახებ, რომ საწვავის მიწოდების საშუალება არსებობდეს საავადმყოფოების მუშაობისთვის. ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა, განაცხადა, რომ “ღაზას სექტორში საავადმყოფოების ნახევარზე მეტმა შეწყვიტა მუშაობა,  პირველ რიგში საწვავის ნაკლებობის გამო”. ,,ეს პაუზები უნდა იყოს მნიშვნელოვანი.  უპირველეს ყოვლისა, ისინი უნდა გამოცხადდეს განხორციელებამდე დიდი ხნით ადრე, რათა ორგანიზაციებს შეეძლოთ მოამზადონ მათ გამოსაყენებლად. მეორე, ისინი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული დროში”, – განაცხადა ლენარჩიჩმა.

მეტი...

პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენს

მიმდინარე სასესიო კვირას, პარასკევს, 17 ნოემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს. ასევე  დაჩქარებული წესით განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას. ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ“  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა განსახილველად. ბიურომ საორგანიზაციო…

მეტი...

რუსეთში ორმა პოლიციელმა მოქალაქეს სცემა, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ცემისთვის უჩიოდა

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში უბნის ინსპექტორებმა (40 წლის ლუდმილა პახნევამ და 37 წლის მაქსიმ მოხნატკინიმ) სცემეს მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ცემის გამო უჩიოდა. გამომძიებლების განცხადებით, 2023 წლის თებერვალში პოლიციელი მაქსიმ მოხნატკინი მოქალაქე სერგეი უსოვთან სახლში მივიდა და პირადი მოტივების გამო სცემა. ამის შემდგომ, აპრილში, უსოვმა პოლიციას  აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა. რამდენიმე დღეში კი მასთან სახლში მოხნატკინი პოლიციელ ლუდმილა პახნევასთან ერთად მივიდა და უსოვა სცემეს. პოლიციელებმა უსოვს საკუთარი ტელეფონის კბილებით დაღრღნაც კი აიძულეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაზარალებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 დღე გაატარა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ…

მეტი...

ირანს არ სურს რეგიონში ომის გაფართოება – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის განცხადებით, ირანს არ სურს რეგიონში ომის გაფართოება. „ჩვენ არ ვცდილობთ ომის გაფართოებას რეგიონში, ომის გაფართოებას ცდილობენ ისინი, რომლებიც ომის დანაშაულის ჩამდენი ისრაელის რეჟიმზე ზეწოლის ნაცვლად, ოფიციალურად და ღიად აცხადებენ, რომ ჯერ არ არის ცეცხლის შეწყვეტის დრო და საჯაროდ უგზავნიან სიონისტურ რეჟიმს აკრძალულ სამხედრო, იარაღსა და აღჭურვილობასაც კი“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მან უღალატა ამომრჩევლებს – პაპუაშვილი

ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, მან გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რამდენად დამაზიანებელია სალომე ზურაბიშვილის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან, თუ სხვა შეხვედრების დროს. „გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იყო მოწოდება, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი, რაც გამოიტანა ინტერვიუთი, შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებაზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება. მისი თქმით, საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს დაადგენს საქართველოს მთავრობა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფლებამოსილება,…

მეტი...

„პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით არის მიუღებელი”- გიორგი ამილახვარი

„პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით არის კატეგორიულად მიუღებელი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა – საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში, არსებული კანონის საფუძველზე და ხალხის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და მას გავლენა არ აქვს,“ – ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მოსახელობის უმრავლესობა უკვეთავს საქართველოს მთავრობას. „სამწუხაროდ…

მეტი...

ანალენა ბერბოკი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ჰუმანიტარულ პაუზებს მოითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი  ჰუმანიტარულ პაუზებს ითხოვს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. მისი თქმით,  ესმის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაგრამ „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ როგორ შეუძლიათ მათ, ვინც ამას ითხოვს, უზრუნველყონ ისრაელის უსაფრთხოება ამ საშინელ ვითარებაში და აინტერესებს იმ ხალხის ბედი, ვინც „ჰამასს“ მძევლად ყავს აყვანილი“. „სიტუაცია რეგიონში რღვევის ზღვარზეა. როგორც ჩანს, განხეთქილება უფრო ღრმავდება. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიგრძნოთ, რამდენად დიდია სასოწარკვეთა ახლო აღმოსავლეთში, როგორ იტანჯება ხალხი ღაზაში, როგორ იტანჯება ხალხი დასავლეთ სანაპიროზე, რადგან ისინი გლოვობენ საყვარელ ადამიანებს. როგორ იტანჯება ხალხი ისრაელში, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, სად…

მეტი...

ვითხოვთ დაუყოვნებლივ პაუზებს ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად – ბორელი

 ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად პაუზებს ითხოვს. ,,ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კონცენტრირებული იქნება კრიზისებზე, ვითარებაზე ღაზაში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გუშინ, ჩვენ ერთობლივი განცხადებით გავაერთიანეთ 27 ქვეყანა. იცით, რომ მას შემდეგ, რაც გაეროს რეზოლუციის მიღებისას ქვეყნებმა ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აჩვენეს, მარტივი არაა ერთიანი პოზიციის ჩვენება. ამ განცხადებაში ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ პაუზებს ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად. ჩვენ ვთხოვთ ისრაელს, რომ მაქსიმალურად შეიკავოს თავი, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს. ვგმობთ ჰამასს, სამოქალაქო პირების და საავადმყოფოების ცოცხალ ფარად გამოყენების გამო”, – განაცხადა ბორელმა.

მეტი...

პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება უფრო გაამწვავებს დაძაბულობას – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება უფრო გაამწვავებს დაძაბულობას, მაგრამ მოსკოვის მოკავშირეები მინსკში ყველაფერს გააკეთებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „უდავოდ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაძაბულობის გაზრდისკენ, სხვა არაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენმა ბელარუსმა მეგობრებმა იციან, რა უნდა გააკეთონ. ზოგადად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა ამ სიტუაციაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

ამერიკამ და სამხრეთ კორეამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება განაახლეს

ამერიკამ და სამხრეთ კორეამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება განაახლეს, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის შეკავებას. საუბარია ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეზე. არსებული ინფორმაციით, განახლებულ დოკუმენტს ამერიკისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა ხელი სეულში მოაწერეს. მინისტრებმა, ერთობლივი სამხედრო წვრთნის გაძლიერებაც დააანონსეს.

მეტი...

ღაზის სექტორის უმსხვილესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა

ღაზის სექტორის უმსხვილესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ალ შიფას ჰოსპიტალში მოქმედი ბოლო გენერატორი 11 ნოემბერს გაითიშა და შენობას სასმელი წყალიც მესამე დღეა აღარ მიეწოდება. მათივე ინფორმაციით, მწვავე ჰუმანიტარული პირობების გამო სამედიცინო დაწესებულებაში 36 ახალშობილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებას 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, თუმცა „ჰამასმა“ საავადმყოფოს მის მიღებაში ხელი შეუშალა.

მეტი...

,,კონტრიერიშის ჩავარდნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან კონფლიქტი აქვს” – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინული ჯარის კონტრიერიშის ჩავარდნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან კონფლიქტი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, არესტოვიჩმა ესპანურ El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც არესტოვიჩი აცხადებს, უკრაინელი სამხედროები უკმაყოფილოები არიან ხელისუფლების არაკომპეტენტურობით და იმით, თუ როგორ გამოიყენება დასავლეთის დახმარება. „პრეზიდენტის განცხადებები სულ უფრო ემოციური ხდება, რაც გამოწვეულია იმ კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით ისმის. ზელენსკიმ თავისი კომპეტენციის ზღვარს მიაღწია, ამიტომ ცვლილებებია საჭირო, პრეზიდენტი ვერ შეიცვლება, ამიტომ აუცილებელი იქნება არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

მეტი...

დევიდ კამერონი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. რიში სუნაკმა კაბინეტის წევრების შცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ,,მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წინა ხაზზე ვიყავი, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება – როგორც კონსერვატიული ლიდერი თერთმეტი წლის განმავლობაში და პრემიერ მინისტრი ექვსი წლის განმავლობაში – დამეხმარება პრემიემინისტრის დახმარებაში”, – დაწერა კამერონმა სოციალურ ქსელში. ის დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა “არ ეთანხმებოდა ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას”, რომელიც მიღებულ იქნა სუნაკის მიერ, პრემიერი “ძლიერი და უნარიანი” ლიდერია.

მეტი...

ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე ღარიბაშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან. სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე პრემიერმა პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა და თქვა რომ მისი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია. საქმე ეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ზურაბიშვილმა ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა. ,,პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და…

მეტი...

„ჰამასის“ წარმომადგენელი მძევლების „ნაწილობრივ გაცვლას“ გამორიცხავს

„ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირი ოსამა ჰამდანი მძევლების „ნაწილობრივ გაცვლას“ გამორიცხავს. ამის შესახებ Times of Israel იტყობინება. ჰამდანის თქმით, „ჰამასის“ მიზანს ისრაელის ციხეებში მყოფი „ჰამასის“ წევრებისა და მძევლების „სრული გაცვლა“ წარმოადგენს. მან ასევე განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მძევლების გათავისუფლების საკითხზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ, ჰამდანის თქმით, ისრაელი ამ პროესს ობსტრუქციას უწყობს.

მეტი...

,,გადადგომას არ ვაპირებ, ყველამ მინდა კარგად გაიგოს” – ბერაია

პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოითხოვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს. ,,სირცხვილია, გადადექი, ვის რა ჯანდაბად სჭირდება შენი თანამდებობა, სირცხვილია რასაც აკეთებ, თავლაფდასხმული კაცი ხარ. სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს!” – თქვა ელისაშვილმა. ბერაიამ კომიტეტზე საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადადგომას არ აპირებს: ,,ყველას ვეტყვი, ყველას გასაგონად, რომ გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ”.

მეტი...

ოპერის გაფიცული თანამშრომლები ხვალ აქციას გამართავენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები ხვალ, 14 ნოემბერს, გაფიცვის მე-12 დღეს, 17:30 საათზე, თეატრის ეზოში აქციას გამართავენ. აქციას უერთდებიან და ორგანიზებას უწევენ პროფკავშირებიც. ,,თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. დასაქმებულთა ანაზღაურება დღემდე დაახლ. 500 ლარს შეადგენს. დასაქმებულები ითხოვენ: ხელფასების 100 %-ით მატებას და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 13-15 ნოემბერს საქართველოში – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 13-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 13 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება, ქარიც გაძლიერდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი,…

მეტი...

მზად ვართ, შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ – კახა კალაძე

საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ევროპასთან დაახლოებისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია იმ შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია. „დიდი იმედი მაქვს, რომ დეკემბერში დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს იმ ბრძოლისა და შრომის შედეგია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები არ იღებდნენ მონაწილეობას პროცესში, რათა 12-პუნქტიანი გეგმა შესრულებულიყო და დეპოლარიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულიყო. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის,…

მეტი...

ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი მართლა თუ სურს, მაშინ საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიოს – ხატია დეკანოიძე

ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი მართლა თუ სურს, მაშინ საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ბარიერის დაწევაზე. ახლა რა პოზიცია გაქვთ?“. „თანამშრომლობა ეფემერულ ერთობას არ ნიშნავს. აკრძალულია ბლოკები და არსებობს ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი მართლა თუ სურს, მაშინ ბარიერი უნდა დაწიოს. ბარიერის დაწევა იქნება მრავალფეროვანი პარლამენტის და სხვადასხვა ძალების წახალისება, შემდეგ უკვე ზუსტად კოალიციური ხელისუფლების შეკვრა პროდასავლური ძალების მიერ. ბარიერი თუ არ დაიწევა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ასეთი განზრახვა…

მეტი...

„ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანას შესაძლოა კოალიციური მთავრობა მართავდეს. მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რეალობას მოწყვეტილები არიან. „გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი არ გააკეთებს – კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. მისივე თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს სალომე ზურაბიშვილის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადებები ქმნის. „მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის. მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და…

მეტი...

მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია – კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე

საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია, რისთვისაც ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მისივე შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დამაზიანებელი ქვეყნის შიგნით არსებული მტრობაა. „ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება. ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია და ამ რთულ გზაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ყველაზე დამაზიანებელი და მძიმე მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მტრობა მგონია. რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ – ალუდა ღუდუშაური

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ, რადგან არ აქვს კონსტიტუციური ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუსას გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადების ქვეტექსტებს თუ წავიკითხავთ, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა და მის წისქვილზე წყლის დასხმაა. „სალომე ზურაბიშვილი ახალ მწვერვალებს იპყრობს. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალურად, დადასტურებულად ამხილა კონსტიტუციის დარღვევაში, ნულის ტოლფასი გახდა მოლოდინი, რომ ლოგიკურ, სწორ, კონსტიტუციურ გზას დაადგებოდა, მაგრამ ყოველდღე გაოცებას იწვევს…

მეტი...

პუტინი ვარდების რევოლუციას რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებად აღიქვამდა – სააკაშვილი

რადიო თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციასთან რუსეთის დამოკიდებულებებზეც საუბრობს. კითხვაზე, “შესაძლოა თუ არა, რომ 2008 წლის ომის ჩაითვალოს ვარდების რევოლუციის მიმართ რუსეთის ხელმძღვანელობის ნეგატიური დამოკიდებულების კულმინაციად?”, სააკაშვილი აცხადებს: “მას შემდეგ, რაც 2008 წელს მთავარ პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწია, კერძოდ, ჩემი მთავრობის ჩამოგდებას და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, პუტინმა მაინც შეძლო მიზნის მიღწევა 2012 წელს ჰიბრიდული მეთოდებით, როცა საპარლამენტო არჩევნების გზით, ხელისუფლებაში რუს-ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი მოიყვანა. მას მისცეს 2 მილიარდი დოლარი საარჩევნო კამპანიისთვის. მას შემდეგ, საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა და ქვეყნის…

მეტი...

13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა. „13 ნოემბერი თითოეული ქართველისათვის რწმენის, ერთიანობის, სამშობლოსათვის თავდადების დღეა – თითქმის 800 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც 100 ათასმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო სარწმუნოების დასაცავად. ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება შინაგანი სიმტკიცისა და რწმენაში ერთიანობის ასეთი საოცარი მოვლენა.  სწორედ ჩვენი დიდი ისტორიის ამგვარი მაგალითები აყალიბებს ქართველთა იდენტობას, სულიერ ფასეულობებს, აძლიერებს ჩვენს რწმენასა  და სამშობლოს სიყვარულს. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, 100 ათასი ქართველი მოწამის დღეს. სამარადისო დიდება ჩვენს გმირებს!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს.ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ  ტრამპთან საუბარი სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგება. წყაროს თქმით, კიევში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი ფაქტობრივად აკონტროლებს რესპუბლიკელების უმრავლესობას კონგრესში, სადაც უკრაინის დაფინანსების გაზრდის საკითხი დაბლოკილია. „უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამას აცნობიერებენ, ამიტომ ცდილობენ ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების ორგანიზებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.

მეტი...