პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება უფრო გაამწვავებს დაძაბულობას – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან ტანკების განლაგება უფრო გაამწვავებს დაძაბულობას, მაგრამ მოსკოვის მოკავშირეები მინსკში ყველაფერს გააკეთებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„უდავოდ, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაძაბულობის გაზრდისკენ, სხვა არაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენმა ბელარუსმა მეგობრებმა იციან, რა უნდა გააკეთონ. ზოგადად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა ამ სიტუაციაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები