,,მე და ჩვენი სტუმრები მოხარულნი ვართ, რომ პატივი დაგვდეთ და გვესტუმრეთ” – ბაზელის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ზურაბიშვილს

,,მე და ჩვენი სტუმრები მოხარულნი ვართ რომ პატივი დაგვდეთ და გვესტუმრეთ”. წერია ბაზელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უგზავნის.

,,დიდი პატივი და სიხარული იყო ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა ბაზელში, ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე. მე და ჩვენი სტუმრები მოხარულნი ვართ რომ პატივი დაგვდეთ და გვესტუმრეთ.

შთამაგონებელია იმის ხილვა, თუ რამდენად თავდადებული და ერთგული ხართ ხელოვნების პოპულარიზაციის პროცესის მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, გაუმართლა, რომ თქვენ მისი პრეზიდენტი და ლიდერი ხართ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანი მის სიცოცხლეში ყოველთვის ისე არ იყო აღიარებული, როგორც მას ეკუთვნოდა, თუმცა ბევრი ხელოვანი მის შემოქმედებას ყოველთვის პატივს სცემდა; ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წავიკითხე თქვენი კომენტარები ფიროსმანის, პიკასოსა და რუსოს კავშირზე და თანამედროვე მხატვრებთან: თეა ჯორჯაძესთან და ანდრო ვეკუასთან თანამშრომლობის შესახებ.

ჩვენ მადლიერებითა და სიხარულით ვუთმობთ ფიროსმანს იმ პლატფორმას, რომელსაც ის იმსახურებს და ბოლოს და ბოლოს, წარმოვადგენთ მის ნამუშევრებს Fondation Beyeler-ში. იმედია, შევძლებთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ შვეიცარიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს მომაჯადოებელი კულტურის შემეცნების საქმეში.

ჩვენ განსაკუთრებით მადლიერნი ვართ თქვენი პატრონაჟისა და მხარდაჭერისათვის. თქვენმა ინიციატივამ და მოწვევამ დიდი მოტივაცია მოგვცა მოგვეწყო ფიროსმანის გამოფენა. მოხარული ვიყავი ისევ მემასპინძლა თქვენთვის ბაზელში და ვიმედოვნებ, რომ თბილისს მომავალი წლის გაზაფხულზე ვეწვევი”, – წერია წერილში.

მსგავსი თემები