„ამ კანონის, მიღების შემთხვევაში, ძალიან ნეგატიური შედეგები იქნება ბევრ პროგრამაზე“- აშშ-ს სავაჭრო პალატა

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაციები და როგორც წესი, არ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს, მაგრამ იმის გამო, რაც ახლა ხდება, იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ამ კანონს, მიღების შემთხვევაში, ძალიან ნეგატიური შედეგები ექნება ბევრ პროგრამაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციები ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ბევრი პროგრამა ხორციელდება განათლების, კულტურის, ტურიზმის სფეროში და კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მათი გაგრძელება ძალიან რთული აღმოჩნდეს.

„ვფიქრობ, ამ კანონის შეთავაზება, რომ უცხოური ჩარევა დასავლელი მოკავშირეებისგან პოტენციურად ცუდია, აუცილებლად გადადებს ბევრ უცხოურ ინვესტიციას და ვფიქრობ, უცხოური ინვესტიციები და ექსპერტიზა არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა საბანკო სექტორში, ტურიზმში, ტრანსპორტში, ლოჯისტიკაში და ა.შ.“, – აღნიშნა მან.

მსგავსი თემები