,,ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან” – ბაიდენი „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ღაზაში ,,ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა. ,,ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. შეგვიძლია ამ მძევლების ძალიან მალე სახლში დაბრუნება”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.

მეტი...

,,მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ ოლიგარქია” – კობახიძე

,,მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ ოლიგარქია”. ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „მთავარი არხის“ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას არ მოსწონს დეოლიგარქიზაციის გეგმა და ისინი კონკრეტულ კანონს ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება. „თუ ეს უნდა ოპოზიციას, დაელაპარაკოს ვენეციის კომისიას და ევროკომისიას. რაც შეეხება ოლიგარქებს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვიცით, კონკრეტული ოლიგარქები ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამას არც მალავენ, კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული. თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, ასეთი მდიდარი ადამიანი ბევრია ქვეყანაში, მაგრამ თუ საუბარია…

მეტი...

გურჯაანში კისტის თოფით დაშავებული 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში კისტის თოფით დაშავებული მოზარდი, გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მკურნალობის პროცესში სხვა ქვეყნიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მდგომარეობის განსაკუთრებული სიმძიმის გამო, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 9 ოქტომბერს მოხდა. მოზარდი მეზობელთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც თანატოლს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ბიჭს თვალის არეში მოხვდა. ბიჭი სამკურნალოდ ჯერ გურჯაანში, შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს.

მეტი...

,,ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს” – გალანტი

როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, ისრაელს ღაზის სექტორში ტერორისტული ჯგუფის, ,,ჰამასის” მძევლებთან დაკავშირებით ,,რთული გადაწყვეტილებების” მიღება მოუწევს. „ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჰამასის სრული დამარცხებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლში დაბრუნებას… ვფიქრობ, ჩვენ ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს დღეებში… ამ კამპანიის განმავლობაში – 45 დღე – არ არის მომენტი, რომ მძევლებზე არ ვიფიქრო”, – ამბობს გალანტი სამხრეთ ისრაელში ღაზას დივიზიის ბაზაზე სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეფასების შემდეგ.

მეტი...

უბედური შემთხვევა კალანდაძის ქუჩაზე, რომელსაც 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ორთჭალაში. კალანდაძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი მოზარდს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ 16 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, სატვირთოს კი, რომელსაც მშენებლობაზე მძიმე ტვირთი მიჰქონდა, სიმძლავრე არ ეყო და მუხრუჭმაც უმტყუნა. უკან დაგორებულმა რამდენიმეტონიანმა ავტომობილმა ათ მეტრზე მეტი უკონტროლოდ იმოძრავა, ჯერ ბავშვს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და გაჩერდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სატვირთოებს ციცაბო აღმართზე ასვლა ხშირად უჭირთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დატვირთულმა ავტომობილმა სახიფათო ვითარება შემქნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება კი 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

იტალიაში გემის ჩაძირვის შედეგად ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა

იტალიაში, ლამპედუზას სანაპიროსთან ჩაძირულ გემზე მყოფი 50 ადამიანიდან ერთი ორი წლის გოგო გარდაიცვალა, რვა ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ბავშვის ეროვნება არ სახელდება. ,,იტალიის სანაპირო დაცვამ, ადგილობრივი თევზსაჭერი გემის დახმარებით, ორშაბათს მოახერხა 42 ადამიანის გადარჩენა, მათ შორის 2 წლის გოგონასიც, რომელიც მოგვიანებით სამაშველო გემზე გარდაიცვალა”, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ. გადაჩენილთა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ რვა ადამიანი კვლავ უგზო-უკლოდ არის დაკარგული, ხელისუფლების თქმით დაკარგულთა შორის ორი ბავშვია.

მეტი...

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ,,ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ზელენსკი მაია სანდუსა და შარლ მიშელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ,,ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მაია სანდუ და შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში იმყოფება გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია. უწყების ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება მონაცვლეობით, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, დაგროვილი ავტომობილების ნაკადის შესაბამისად. „ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში თუკი ვინმეა, ესენი არიან „ლელოს“ ლიდერები – შალვა პაპუაშვილი

თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა. „ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე ვაშინგტონში და თავს იწონებდა, აბეზღებდა ქართველებს, რომ მათთვის სანქციები დაეწესებინათ. მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება…

მეტი...

უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უწყების ხელმძღვანელობა 62 მილიონი გრივნის (დაახლოებით, 1, 72 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო სახსრების დაუფლებაში დაადანაშაულა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020-2022 წლებში კომპანიების ჯგუფის მფლობელმა სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შეიმუშავა ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრების ჩამორთმევის სქემა. ეს თანხები ირიცხებოდა საზღვარგარეთ კონტროლირებადი კომპანიების ანგარიშებზე ლეგალიზაციისა და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის განაწილების მიზნით.

მეტი...

ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას – რომან გოცირიძე

ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას, ამის პროგნოზირება არის ძალიან მარტივი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ  განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმშია. „არ ვიცი, რა მანიფესტი იქნება, ვინ მოაწერს ხელს, ვინ – არა, ვის გარიცხავენ პარტიიდან ან ვის – არა. ერთი რამ არის ფაქტი – ის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის თვითდაზიანების რეჟიმში. რაც მოხდა, ეს არის ძალიან ცუდი. ის, რომ ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას, ამის პროგნოზირება არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა…

მეტი...

,,ვიპოვეთ”- სალომე ზურაბიშვილის ძაღლი იპოვეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძაღლი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ვიპოვეთ! მადლობა ყველას!”- წერს პრეზიდენტი. „დაგვეკარგა გომბორა”- პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

მეტი...

ბრაზილიაში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა, 44.8C გრადუსი დაფიქსირდა. ექსპერტები მაღალ ტემპერატურას ბუნებრივ მოვლენა ელ-ნინიოს უკავშირებენ. მედიის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა ქალაქ არასუაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაფიქსირდა. ექსპერტების პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ტემპერატურა კვირის ბოლომდე დაიწევს.

მეტი...

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გაშუქებისას სულ მცირე 50 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გაშუქებისას სულ მცირე 50 ჟურნალისტი დაიღუპა. მსხვერპლს შორის 45 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 18 კი დაკავებულია.

მეტი...

საფრანგეთი აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ახალი ომებისთვის – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით,  საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. მისი თქმით, „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები“ დღესაც გრძელდება. „საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებს და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის“, – განაცხადა ალიევმა.

მეტი...

უკრაინამ ნოემბრის დასაწყისიდან 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ ნოემბრის დასაწყისიდან 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ,,მთლიანობაში, თვის დასაწყისიდან მოწინააღმდეგემ 13 700-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, 1800 ერთეული სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა. რუსული არმია აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალის შემცირებას ყველა მიმართულებით. უკრაინელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი, რომლებიც ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობის უშედეგობას აცნობიერებენ, დანებდნენ”, – განაცხადა შოიგუმ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება – ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობდა ორი წელი. „სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ასეთ დროს მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

15 წლის ბავშვი, რომელსაც სატვირთო დაეჯახა დაიღუპა

თბილისში, ორთაჭალაში, სატვირთო ავტომობილი 15 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს სატვირთო ავტომობილი დაუგორდა. ადგილზე მობილიზებულია არიან სამართალდამცველები.   ორთაჭალაში ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში – გარდაიცვალა ქვეითი

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე ტრაილერი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

10 წლის წინ მაიდანზე უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი  ევრომაიდნის 10 წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს. ,,10 წლის წინ ამ დღეს, მაიდანზე თქვენ გაიგებდით, თუ როგორ ხმამაღლა სცემდა უკრაინის გული ევროპისთვის, სიმამაცითა და თავისუფლების იმედით სავსე. მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ,”- წერს ბერბოკი.

მეტი...

ჩეხეთი ევროკავშირს სთავაზობს შეზღუდოს რუსი დიპლომატების თავისუფლად გადაადგილება შენგენის ზონაში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, შეზღუდონ თუ არა რუსი დიპლომატების მოგზაურობა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ პოტენციური ჯაშუშები თავს არიდებდნენ მონიტორინგს შენგენის ზონაში, სადაც არ არის სასაზღვრო შემოწმება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის მთავრობებმა ასობით რუსი დიპლომატები გააძევეს, იმის მტკიცებით, რომ ისინი სინამდვილეში დაზვერვის აგენტები იყვნენ. ქვეყნები გასცემენ ვიზებს რუს დიპლომატებზე, რაც მათ აძლევს შენგენის ზონაზე წვდომას და შეუფერხებლად მოგზაურობის უფლებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 24-ში, ასევე შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში. გასულ კვირას პრაღამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც გამოთქმული იყო იდეები აღნიშნულის თავიდან…

მეტი...

ორთაჭალაში ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო  შემთხვევა ორთაჭალაში – სატვირთო მანქანა სავარაუდოდ ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა გორგასლის 41 ნომერში, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს მანქანა დაუგორდა. ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ვეღარ იქნება დაკავებული ომით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის განცადებას ეხმიანება. მისი თქმით,  სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, არ უნდა იყვნენ დაკავებული ომით. „სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ის ვეღარ იქნება დაკავებული ომით. თუ თქვენ ომს მართავთ იმის გათვალისიწნებით, რომ ხვალ თქვენ პოლიტიკით ან არჩევნებით დაკავდებით, მაშინ სიტყვებით და წინა ხაზზე თქვენ მოქმედებთ, როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც სამხედრო. მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომაა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და  არცერთ მხარეს არ შეუძლია…

მეტი...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. ,,შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის…

მეტი...

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ევრომაიდნის  10 წლისთავზე ჩავიდა. მას კიევის რკინიგზის სადგურის ბაქანზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენ პერებიინისი და ევროკავშირის ელჩი უკრაინაში კატარინა მატერნოვა დახვდნენ. ”სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა – მეგობრებთან ერთად,” -წერს მიშელი. 

მეტი...

,,ევროპა უკრაინის გვერდით დგას, უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის”- ჯოზეფ ბორელი

,,ევროპა უკრაინის გვერდით დგას. მაშინ, ახლა და მომავალში – უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის,”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით წერს. ,,მაიდანის აჯანყებამ ჩვენი საერთო ისტორია მონიშნა. უკრაინელები მაშინაც ისე იცავდნენ თავიანთ ევროპულ არჩევანს, როგორც ახლა. თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის. ევროპა უკრაინის გვერდით დგას. მაშინ, ახლა და მომავალში – უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის,”- წერს ბორელი.

მეტი...

არჩევნების შემდეგ პუტინი რუსეთში ტოტალურ მობილიზაციას დაიწყებს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, არჩევნების შემდეგ პუტინი რუსეთში ტოტალურ მობილიზაციას დაიწყებს. ,,მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთში ავტორიტარული რეჟიმი საბოლოოდ “დაცემენტდება” და კრემლი თავის სამხედრო პოტენციალს გამოიყენებს, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე. უკრაინას და მსოფლიოს ამისთვის მოსამზადებლად ოთხი თვე აქვს. რუსეთის სტრატეგიული მიზნები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება უკრაინულს. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ნგრევა და უკრაინული ეთნიკური ჯგუფის შთანთქმა “რუსული სამყაროს” ფარგლებში. კრემლი ამ მიზნის დათმობას არ აპირებს და ხანგრძლივი ომისთვის ემზადება”, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ავსტრიის და სერბეთის კონკურენციის უწყებებთან მემორანდუმები გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით,  ავსტრიისა და სერბეთის კოლეგა უწყებებთან  მემორანდუმები გააფორმა.  მემორანდუმებს ხელი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა, ნატალი ჰარსდორფ-ბორჩიმ და სერბეთის კონკურენციის დაცვის კომისიის საბჭოს წევრმა, ჩედომირ რადოიჩიჩიმ მოაწერეს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მემორანდუმები  ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო აძლიერებს ევროპასთან ურთიერთობებს, ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო-ავსტრიასა და საქართველო- სერბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ თბილისში მიმდინარე II საერთაშორისო კონფერენციის…

მეტი...

,,მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. ,,ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. მთელი ერი გამოვიდა ქუჩაში და ლაპარაკობდა ერთი ხმით. თქვენ თქვით: უკრაინა ეკუთვნის ევროპას და ჩვენი მომავალი გვეკუთვნის ჩვენ. უკრაინელი ხალხი ევროკავშირის დროშაში გახვეული შეეწინააღმდეგა სნაიპერებსა და სპეცრაზმს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით საკუთარი მომავლის მმართველები. დღეს ეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც…

მეტი...

„დაგვეკარგა გომბორა”- პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ძაღლი ”გომბორა” დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. „დაგვეკარგა გომბორა, მზიური/ჭავჭავაძის მიდამოებში. ნაცრისფერი ყელსაბამი უკეთია. შეგვეხმიანეთ თუ ნახავთ ტელ: 599046707,“ – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

„უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“ – ზელენსკი

„უკრაინას აქვს უფლება მოკლას პუტინი“, – ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტის კითხვას,  გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. „ეს ომია და უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და საკუთარი მიწა“, – განაცხადა ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთთან სრულფასოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული არმიის გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ახლა, რუსეთის ფედერაციასთან ერთ მაგიდასთან დასხდომა, შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის მიმართვას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის მიმართვას ავრცელებს: ,, გავაერთიანოთ ძალები ქუჩის ბინადარი ცხოველების დასახმარებლად. მივმართავთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, თქვენს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას საუკეთესოდ წარმოაჩენს ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე ზრუნვა! გაუზიარეთ თქვენი სივრცე ქუჩის ბინადარ ცხოველებს. ️ მიიკედლე, დაუდგი სახლი, დაუთბუნე ადგილი”,- ნათქვამია მიმართვაში.

მეტი...

მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. მაია სანდუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა,  რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერაა იმ რეფორმებში, რომლებსაც ორი ქვეყანა ატარებს.

მეტი...

,,სადისტურად გვიკლავდნენ თვალწინ ჩემს შვილს კოსტას”- კოსტა სანიკიძის დედა მიმართვას ავრცელებს

საკუთარ სახლში დაჭრილი მომღერლის, კოსტა სანიკიძის დედა მიმართვას ავრცელებს. დაჭრილი მომღერლის დედა შვილის სიცოცხლის დაცვასა და ჭეშმარიტების დადგენაში დახმარებას ითხოვს. „მეგობრებო, გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, ჯერ არ ვიცი, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მე და ჩემი ოჯახი, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ჩემთან ერთად, ჩვენივე სახლის ეზოში შეესწრო ენით აღუწერელ უბედურებას, თუ როგორ სადისტურად გვიკლავდნენ თვალწინ ჩემს შვილს კოსტას. იმ ჯოჯოხეთურ ღამეს, როდესაც ჩემი შვილი ჩემ თვალწინ იცლებოდა სისხლისგან და იწვა თავისივე სისხლის გუბეში, მე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი უსუსურები ვედექით თავზე და ვერაფრით ვეხმარებოდით. მადლობა უფალს და „ჰელსიკორის“ საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებმაც…

მეტი...

კახეთში, კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა

კახეთში,  კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მოხდა. კაცი ტყეში იმყოფებოდა, მოჭრილი ხე წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა.   წყარო: პრაიმტაიმი  

მეტი...