,,აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება” – სააკაშვილი

,,აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ წაიკითხა. ,,კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის – “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეს. “ვარდების რევოლუციამ” მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ “ვარდების რევოლუციით” კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ს სივრცეში პირველად ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულა ამერიკის…

მეტი...

ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა

ისრაელსა და დაჯგუფება “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ საზავო შეთანხმება 24 ნოემბერს, 07:00 საათზე ამოქმედდება, მძევლების გათავისუფლება კი 16:00 საათზე დაიწყება. სამინისტროს სპიკერის ცნობით, პარასკევს 13 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება. ოფიციალური კატარი ირწმუნება, რომ გასათავისუფლებელი მძევლების სია “ჰამასმა” ისრაელის დაზვერვას უკვე გადასცა.  

მეტი...

რუსებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ,,რუსებმა ხერსონის რეგიონში ჩერნობაივკა დაბომბეს. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კასეტური ბომბებით განხორციელდა. ამ დროისთვის 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა”, – წერს ერმაკი.

მეტი...

,,ევროკავშირი ვეღარ დარჩება ორბანის შანტაჟის ქვეშ. საკმარისია” – კრამონი ორბანს

,,ევროკავშირი ვეღარ დარჩება ორბანის შანტაჟის ქვეშ. საკმარისია”. ამის შესახებ ევროკომისარი ვიოლა ვონ კრამონი Twitter-ზე წერს. ,,ორბანი ამტკიცებს, რომ “ევროკავშირი უნგრეთის კოლონიზაციას ახდენს” და საბჭოთა კავშირის რეპრესიებს ევროკავშირის მეთოდებს ადარებს. ახალი ამბავი ბატონო ორბან – შენ შეგიძლია დაგვტოვო. არავინ გაგაჩერებს. უკრაინა, მოლდოვა და მაკედონია სიამოვნებით დაიკავებენ უნგრეთის ადგილს. ევროკავშირი ვეღარ დარჩება ორბანის შანტაჟის ქვეშ. საკმარისია”, – წერს ევროკომისარი.

მეტი...

რუსეთში, 4 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმარი გაათავისუფლეს და ომში გაიწვიეს

რუსეთში, სახალინის რეგიონში, ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დენის გორინი გაათავისუფლეს და უკრაინის წინააღმდეგ ომში წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი Сахалин против войны ავრცელებს. გორინის მეზობლების ინფორმაციით, ის ახლა იუჟნა-სახალინის საავადმყოფოშია მოთავსებული და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა სად და რა ვითარებაში დაშავდა, უცნობია. ,,ჩათვალეთ, თავისუფალია, შეწყალებული. სასჯელის ნახევარი უმიზეზოდ შეუმცირეს”, – ამბობს მეზობელი. ცნობისთვის, გორინი თავდაპირველად 2003 წელს მკვლელობისთვის და გარდაცვლილის სხეულის შეურაცხყოფისთვის დააკავეს. მას მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 10 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა, 7 წელიწადში “კარგი ყოფაქცევისთვის” გაათავისუფლეს. 2012 წლის ზაფხულში, გამოძიებამ, გორინის მიერ ჩადენილი სულ მცირე 4 მკვლელობა გახსნა. ერთ-ერთი მათგანი…

მეტი...

,,2024 წლის არჩევნები საქართველოსა და ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება” – კუბილიუსი

,,2024 წლის არჩევნები საქართველოსა და ევროპისთვის გადამწყვეტი იქნება”. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვაში საუბრობს. ,,გამარჯობა საქართველო… ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში მსურს მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველო და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად…

მეტი...

თურქეთში, ჩაძირული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ცხედარი იპოვეს

თურქეთში, ჩაძირული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედარი, 23 ნოემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ზონგულდაკის მახლობლად იპოვეს. ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მასში ჩართულია 2 ვერტმფრენი, 40-ზე მეტი მყვინთავი, დრონები და 177 მაშველი. სპეციალისტები გემის ეკიპაჟის კიდევ 10 წევრს ეძებენ.

მეტი...

ჰამასმა მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე, დამატებით მოთხოვნები წამოაყენა

ჰამასმა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და 50 მძევლის გათავისუფლების შეთანხმებაზე, დამატებითი პირობები წამოაყენა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია, თუმცა რას ითხოვს ჰამასი, ჯერჯერობით უცნობია. შეთანხმება თავდაპირველად ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტასა და ჰამასის მიერ აყვანილი 50 მძევლის გაცვლას ითვალისწინებდა ისრაელის პატიმრობაში მყოფ 150 პალესტინელში. გუშინ მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეს უნდა შესულიყო, თუმცა ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედება პარასკევამდე გადაიდო.

მეტი...

რუსებმა ჩერნობაივკა დაბომბეს – დაიღუპა სამი ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ჩერნობაივკა კასეტური რაკეტებით დაბომბეს მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. ,,რუსებმა ხერსონის რეგიონში ჩერნობაივკა დაბომბეს. ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კასეტური ბომბებით განხორციელდა. ამ დროისთვის 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა”, – წერს ერმაკი.

მეტი...

ჰამასი დამატებით მოთხოვნებს აყენებს მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე – ”ბიბისი”

”ბიბისის” ინფორმაციით, ჰამასმა საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დამატებიტი პირობები წამოაყენა. რას ითხოვს ”ჰამასი” ამ ეტაპზე  უცნობია. ისრაელის მთავრობიდან წყაროზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დადებული შეთანხმება შეფერხებულია. შეთანხმება თავდაპირველად ოთხდღიან ცეცხლის შეწყვეტასა და  50 მძევლის ისრაელის პატიმრობაში მყოფ 150 პალესტინელში გაცვლას ითვალისწინებდა.  

მეტი...

ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა, ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს. ფინეთის პრემიერ-მინისტრის პიტერ ორლოს განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო პუნქტის გარდა, ყველა დაიხურება. „დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი სასაზღვრო პუნქტების დაკეტვის შესახებ. მხოლოდ რაია-იოზეპის საგუშაგო იფუნქციონირებს“, – განაცხადა ორპომ.  

მეტი...

,,ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი”- გიორგი გახარია

გიორგი გახარია ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი. ,,ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი. 8 ნოემბერს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა, ოკუპანტებმა ჩვენი თავისუფლების, ღირსების და ეკლესიის დაცვისთვის თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს. ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ასევე, სწორ მხარეს დგას ევროკავშირი. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა…

მეტი...

კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის (869 მილიონი ევროს) ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, უკრაინას დახმარება 2023 – 2026 წლის შუალედში გადაუნაწილდება. 2023 – 2024 წლის განმავლობაში უკრაინა 816 მილიონ კანადურ დოლარს მიიღებს, 2024 წლიდან 2025 წლამდე კი 318 მილიონ კანადურ დოლარს. 197 მილიონ დოლარს კი უკრაინა 2025 – 2026 წლის შუალედში მიიღებს.  

მეტი...

,,კიდევ ერთხელ, ევროპა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღებასეხმაურება: ,,კიდევ ერთხელ, ევროპა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს. მადლობა ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომელთა წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო”, – წერს ზურაბიშვილი. ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

მეტი...

„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“- იაგო ხვიჩია

„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურმა სპექტრმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა ისწავლონ. „იდეური ერთობა ერთ დღეში როგორ უნდა დაინახოთ? – წარმოუდგენელია, ვიღაცამ მესიჯი დაწეროს და მთელმა ქვეყანამ დავიჯეროთ, რომ იდეური ერთობა შემდგარია. პოლიტიკურმა სპექტრმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ. კარგია, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ვითანამშრომლოთ. ასეთია ეროვნული ბანკი და ამნისტია. ეს თუ გაგრძელდება და ინტენსიური ხასიათი ექნება, აჩვენებს ტენდენციებს, თორემ, ხომ გაგიგიათ, ერთი მერცხალი და ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ…

მეტი...

ვიქტორ ორბანი შარლ მიშელისადმი წერილში კიევის მხარდაჭერაზე სტრატეგიის გადახედვას ითხოვს – ”პოლიტიკო”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. წერილში, რომელიც მიმართულია ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ჩარლზ მიშელისადმი, უნგრეთის ლიდერი ამბობს, რომ  ამ საკითხზე სტრატეგიული დისკუსიის გამართვამდე, უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე, მასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე გადაწყვეტილება არ იქნება. „ევროპულმა საბჭომ უნდა შეაფასოს უკრაინის მიმართ ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკის, მათ შორის დახმარების სხვადასხვა პროგრამის განხორციელება და ეფექტიანობა“, – წერს ორბანი წერილში. ამასთან ორბანი წერს, რომ ევროპულმა საბჭომ…

მეტი...

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა. აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით იყო წარდგენილი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა. პუტინი მინსკში  ОДКБ-ის  სამიტს დაესწრება. რუსეთის პრეზიდენტის გარდა სამიტს ОДКБ-ის წევრი ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ОДКБ-ის ქვეყნების ლიდერები კოლექტიური უსაფრთხოების პრობლემებს განიხილავენ. სამიტზე ასევე განხილული იქნება რეგიონული და საერთაშორისო პრობლემები. შეხვედრაზე სომხეთი წარმოდგენილი არ იქნება.  

მეტი...

აშშ-სა და კანადის საზღვარზე აფეთქება მოხდა – დაიღუპა ორი ადამიანი

აშშ-სა და კანადის საზღვარზე აფეთქება მოხდა. დამაკავშირებელ ხიდზე მანქანა აფეთქდა, რის შედეგად, ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი  დაიღუპა. მედიის ცნობით,  მანქანა იმ დროს აფეთქდა, როდესაც აშშ-შო შესვლას ცდილობდა. ნიუ-იორკის გუბერნატორმა გამორიცხა, რომ ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება. მომხდარის დეტალებს სპეციალური კომისია დაადგენს.

მეტი...

ბუდაპეშტი ყველაზე ხმამაღლა ყვირის უკრაინაში უნგრული უმცირესობის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინაში უნგრულ უმცირესობას განსაკუთრებული პრობლემატიკა აქვს – სტეფანიშინა

უკრაინა აწარმოებს ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ქვეყნებთან, რომელთა უმცირესობები ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე, რათა დააკმაყოფილოს ევროკომისიის კრიტერიუმი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ არ დაუშვებს “განსაკუთრებულ გამონაკლისს” არცერთი უმცირესობისთვის – – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. სტეფანიშინას თქმით, ის ფაქტი, რომ ბუდაპეშტი „ყველაზე ხმამაღლა ყვირის“ უკრაინაში უნგრეთის ეროვნულ უმცირესობაზე „სულაც არ ნიშნავს, რომ უკრაინაში უნგრულ უმცირესობას რაიმე განსაკუთრებული პრობლემა აქვს“. „ჩვენ ერთ დიალოგში ვართ, მაგალითად, რუმინულ მხარესთან. რუმინული უმცირესობა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უმცირესობაა. მოლდოვამ ასევე აღიარა რუმინული ეროვნულ ენად, ახლა უკრაინაში რუმინულენოვანი მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზრდება.…

მეტი...

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა. სარაკეტო შეტევის სამიზნე ისრაელის ზემო გალილეის რეგიონი გახდა. როგორც ისრაელი მედია იტყობინება, ლიბანიდან 50-მდე რაკეტა ისროლეს. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, „რკინის გუმბათმა“ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი დააკავა – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა ღაზის უმსხვილესი საავადმყოფოს, ალ-შიფას დირექტორი, მუჰამედ აბუ სალმია დააკავა. სამინისტროს სპიკერის თქმით, დაკავებულები არიან სხვა ექიმებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ აბუ სალმია დააკავეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლონასთან ერთად ევაკუაციისას.

მეტი...

დევიდ ქემერონი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ისრაელში ჩავიდა. დევიდ ქემერონი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ლიდერებს შეხვდება, რათა  მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისა და ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხები განიხილონ. ამასთან, დევიდ ქემერონი ეწვია ადგილსაც, რომელიც ღაზის სექტორიდან სამი მილის დაშორებით მდებარეობს.

მეტი...

სტომატოლოგთან, კბილის დამუშავების დროს ბავშვი გარდაიცვალა

უკრაინაში, ტერნოპოლში სტომატოლოგიურ საავადმყოფოში 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი გარდაიცვალა, ტრაგედიის წინასწარი მიზეზი გულის მწვავე ფილტვის უკმარისობა იყო. გამოძიება ბავშვის მკურნალობისას ექიმების მიერ პროფესიული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზეა დაწყებული. სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ტერნოპოლში, მუნიციპალურ სამედიცინო დაწესებულებაში 13 ნოემბერს, პატარა ბიჭს კბილები დაუმუშავეს, ბავშვი კი ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა. „მკურნალობის დროს არტერიული წნევის დაქვეითების გამო, ბიჭი გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც გარდაიცვალა… სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის წინასწარი მიზეზი ფილტვისმიერი გულის მწვავე უკმარისობაა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

აშშ-ში, ქართველი ემიგრანტი სატვირთოს მართვის დროს გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსთაველი გიორგი გაგიევი გარდაიცვალა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 45 წლის კაცი ტრაილერს მართავდა, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გიორგი გაგიევი ამერიკაში 20 წლის წინ წავიდა და სამშობლოში ბოლოს ერთი წლის წინ იმყოფებოდა.

მეტი...

გერმანიაში, პოლიციამ „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩაატარა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩაატარა. ჩხრეკა ოთხ ფედერალურ შტატში, მათ შორის ბერლინშიც ჩატარდა. „ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულ მოქმედებას რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ. გერმანიაში „ჰამასისა“ და საერთაშორისო პროპალესტინის ქსელის აკრძალვით, ჩვენ გავგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ არ მოვითმენთ „ჰამასის“ ბარბაროსული ტერორის არანაირ მხარდაჭერას ისრაელის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.  

მეტი...

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი – ისრაელის არმიის სპიკერი

ისრაელის არმიის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტის პროცესი. „ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. ამ მომენტში ფოკუსირებული ვართ ომზე. დღეს აღმოვაჩინეთ „ჰამასის“ გვირაბები და გავანადგურეთ ისინი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაპირებთ უახლოეს საათებში“, – განაცხადა დანიელ ჰაგარმა. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების თანახმად, ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმდნენ ოთხდღიან პაუზაზე, რათა  ღაზაში მყოფი 50 მძევალი ისრაელში დაპატიმრებული 150 პალესტინელის სანაცვლოდ, გაათავისუფლონ.  

მეტი...

ვიდრე ვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე – სვენ მიქსერი

მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადოს იმ ადამიანების სია, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დააწესოს მათ წინააღმდეგ სანქციები, – ამის შესახებ  სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.   „კანდიდატის სტატუსის მიღების წინ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოკლეს. მკვლელობა ოკუპანტების მიერ ჩადენილი განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი დანაშაულია, მაგრამ ეს არ არის განცალკევებული შემთხვევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ…

მეტი...

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარულ მუშაკებს მიეცემათ უფლება, მოინახულონ მძევლები ღაზაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარულ მუშაკებს მიეცემათ უფლება, მოინახულონ მძევლები ღაზაში. „მე ველოდები, რომ წითელი ჯვარი შეასრულებს თავის საქმეს, მოინახულებს და მიუტანს მათ საჭირო მედიკამენტებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი – 23 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ჩვენი მიზანია, შეიქმნას სანქციების სია, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც საქართველოს პატრიოტების წინააღმდეგ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი – ფოტიგა

ჩვენი მიზანია, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც საქართველოს პატრიოტების წინააღმდეგ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი, –ამის შესახებ, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. „დიდი მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს ამ რეზოლუციაზე შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და ღირებული კონტრიბუციისთვის ფინალური ტექსტის მომზადებაში, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ კენჭს დადებითად უყრიან. თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის ომის ვეტერანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, როდესაც მეგობართან ეკლესიაში მიდიოდა. გინტური მოკლეს და საქართველოს მეორე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ჩვენ რეზოლუციაში დავასახელეთ სხვა მსხვერპლის სახელებიც. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის…

მეტი...

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დიდი რაოდენობით კბილის პასტების ქურდობისთვის დააკავეს

პოლონეთში, შვიეტოჩლოვიცეს ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქე დიდი რაოდენობით კბილის პასტების ქურდობისთვის დააკავეს. მაღაზიის დაცვამ საქართველოს 30 წლის მოქალაქე კბილის პასტებით სავსე ზურგჩანთით შეამჩნია. პოლონური მედიის ინფორმაციით, მაღაზიაში შემთხვევით აღმოჩნდა პოლიციელი, რომელიც  ქურდს გაეკიდა და რამდენიმე ათეული მეტრის დევნის შემდეგ დაიჭირა.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძესამშობლოშო ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ. ირაკლი ქურციკიძე უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა. მებრძოლი  შეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა.

მეტი...

მძევლების გათავისუფლება პარასკევამდე არ მოხდება – ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, ისრაელელ მძევლებს “ჰამასი” პარასკევამდე არ გაათავისუფლებს. ,,ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მიიწევს წინ და მუდმივად გრძელდება”, – განაცხადა ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა.

მეტი...