პუტინი ვარდების რევოლუციას რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებად აღიქვამდა – სააკაშვილი

რადიო თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციასთან რუსეთის დამოკიდებულებებზეც საუბრობს. კითხვაზე, “შესაძლოა თუ არა, რომ 2008 წლის ომის ჩაითვალოს ვარდების რევოლუციის მიმართ რუსეთის ხელმძღვანელობის ნეგატიური დამოკიდებულების კულმინაციად?”, სააკაშვილი აცხადებს:

“მას შემდეგ, რაც 2008 წელს მთავარ პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწია, კერძოდ, ჩემი მთავრობის ჩამოგდებას და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, პუტინმა მაინც შეძლო მიზნის მიღწევა 2012 წელს ჰიბრიდული მეთოდებით, როცა საპარლამენტო არჩევნების გზით, ხელისუფლებაში რუს-ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი მოიყვანა. მას მისცეს 2 მილიარდი დოლარი საარჩევნო კამპანიისთვის. მას შემდეგ, საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა და ქვეყნის გადასვლა პრორუსულ ვექტორზე. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა უკრაინის დახმარებისთვის უარში, ასევე ჩემი დაკავებისას აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით”, – აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, თავდაპირველად პუტინი ვარდების რევოლუციას თავისთვის დიდ საფრთხედ არ მიიჩნევდა.

“თავდაპირველად პუტინი ვარდების რევოლუციას თავისთვის დიდ საფრთხედ არ მიიჩნევდა. მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, რომლის ლიდერებიც არ მალავდნენ, რომ ისინი ვარდების რევოლუციამ შთააგონა. კიევში განვითარებული მოვლენების შემდეგ პუტინი ფიქრობდა, რომ საქმე ჰქონდადასავლურ დიდ შეთქმულებასთან რუსეთის წინააღმდეგ”, – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი თემები