ბათუმი-თბილისის რეისი გაჩერებულია – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ბათუმი-თბილისის რეისი შეფერხდა. მიზეზი, მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემაა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

,,ძვირფასო მგზავრებო! მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები