„ხალხის ძალა“ შესაძლოა პარტიად ჩამოყალიბდეს – დიმიტრი ხუნდაძე

„რა თქმა უნდა, სასიხარულოდ და საზეიმოდ გვაქვს საქმე, როცა ბევრ სირთულეს თავი ისე გავართვით, რომ ამ ქაოსსა და აურზაურში არ შევედით და ბევრ ქვეყანასთან შედარებით, უფრო გონივრული პოლიტიკა ვაწარმოვეთ”. ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ შესაძლოა პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ახალი განცხადებებიც გააკეთოს და პარტიის ჩამოყალიბების თემაც მომწიფდეს. „რა თქმა უნდა, სასიხარულოდ და საზეიმოდ გვაქვს საქმე, როცა ბევრ სირთულეს თავი ისე გავართვით, რომ ამ ქაოსსა და აურზაურში არ შევედით და ბევრ ქვეყანასთან შედარებით, უფრო გონივრული პოლიტიკა ვაწარმოვეთ. შედეგად, მივიღეთ ის, რაც საზოგადოების…

მეტი...

პოლიციამ ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა კაცს, რომელიც ნინოწმინდაში ახალგაზრდა გოგოს მოტაცებით დაემუქრა

უფლებადამცველი ბაია პატარაია, ნინოწმინდაში გოგოს მოტაცების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გუშინ რომ პოსტი გავაზიარე: ჩვენ ოქრო გოგოს ნინოწმინდაში ვიღაც ძონძი კაცი ჰყავდა გადაკიდებული, მოტაცებითაც ემუქრებოდა. ხოდა დღეს ელექტრონული სამაჯური შეაბეს. იაროს ახლა ძროხასავით ეჟვანით.გამოძიებაც დაწყებულია, ცხადია.გოგოებო, ნუ შეშინდებით და ნუ მოითმენთ ნურც ადევნებას და ნურც მოტაცების მუქარას. აუცილებლად მიმართეთ პოლიციას და აუცილებლად მოგვმართეთ ჩვენ. მაგ მხარეში საერთოდ პირველად გამოიყენეს ელექტრონული სამაჯური, იმიტომ რომ პირველად მოითხოვა გოგომ. ხოდა, მოითხოვეთ თქვენც – ძალიან ეფექტურია. თუ ხედავთ, რომ მოტაცების რისკი არსებობს – იმოქმედეთ, გაგვაგებინეთ და დანარჩენი უკვე ჩვენზეა და პოლიციაზე“,…

მეტი...

,,52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევის მიმართულებით ,,ისკანდერის” ტიპის რაკეტა გაუშვა” – პოპკო

,,52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევის მიმართულებით ,,ისკანდერის” ტიპის რაკეტა გაუშვა”. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა. ,,52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევები! რაკეტამ არ მიაღწია კიევს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს იგი დედაქალაქთან მიახლოებისას”, – განაცხადა პოპკომ. კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი რაკეტა ჩავარდა მოედანზე.

მეტი...

,,მთავარია, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს აღარ განმეორდეს” – ლევან იოსელიანი

,,მთავარია, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს აღარ განმეორდეს”. ამის შესახებ ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე ჩასულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. ,,მთავარი რაც არის, არის ის, რომ დღეს ქართულმა სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მეტი...

,,თუ რუსეთი ომს მოიგებს, ის შესაძლოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს დაემუქროს” – მაკრონი

თუ რუსეთს მიეცემა ომის მოგების უფლება უკრაინაში, ის შესაძლოა დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და ყაზახეთი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში გვექნება ,,ახალი იმპერიული ძალა” ევროპაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის და ყველა ქვეყნის “ვალია” მხარი დაუჭირონ უკრაინას. მაკრონის აზრითვე, შემდეგი თვე იქნება კრიტიკული, რადგან უკრაინა ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული მიწები კონტრშეტევითი ოპერაციებით.

მეტი...

,,უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, რადგან აშშ-ს მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება” – ბორელი

,,უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, რადგან აშშ-ს მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება”. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ,,ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელიც გამოსცდის ევროკავშირს. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, სადაც რუსეთზე გამარჯვების პერსპექტივა არ არის მყისიერი. ჩვენ, ევროპელები, რომლებსაც ამის საშუალება გვაქვს, უნდა ვიყოთ მზად, პოლიტიკურად რომ ვთქვათ, გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება”, – თქვა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოსაყოფ მილიარდობით დოლარის შესახებ. დაფინანსების შეფერხებამ აიძულა შეერთებული შტატები დაეწყო კიევისთვის სამხედრო დახმარების ნაკადის შეზღუდვა, რადგან პენტაგონს მხოლოდ $1 მილიარდი…

მეტი...

რუსებმა ტორეცკი დაბომბეს – არიან დაღუპულები

რუსებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ავიეიერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ,,მტრის ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ორი ადამიანი მოწინააღმდეგის ცეცხლსასროლი იარაღის ქვეშ მოექცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა”, – წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, აფეთქებების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული შენობები.

მეტი...

რუსეთი ქართული კონიაკის ნედლეულის იმპორტისთვის პირობების გამარტივებას გეგმავს

,,რუსეთი ქართული კონიაკის ნედლეულის იმპორტისთვის პირობების გამარტივებას გეგმავს”. ამის შესახებ გამოცემა “იზვესტია” წერს. გამოცემა ამბობს, რომ ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ალკოლოჰლისა და თამბქაოს ბაზრების კონტროლის სამსახურმა (Росалкогольтабакконтроль) ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილ წერილში. მანამდე “სოიუზკონიაკი” ითხოვდა საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივებას ნედლეულის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად. ამჟამად რუსეთში იმპორტირებული ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის. რუსეთში ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ, ფედერალური საბაჟო კონიაკის დისტილატის თითოეულ პარტიას ცალ-ცალკე აფორმებს. გარდა ამისა, პროდუქციის შეტანა რუსეთში მხოლოდ იმ მწარმოებლებს შეუძლიათ, რომლებმაც გაიარეს ინსპექტირება როსპოტრებნადზორის მიერ. ,,კონიაკის დისტილატის მიწოდება,…

მეტი...

,,ჩემი ძმის მიერ ეკლესიის გაღებულ კარს აღარ ავაჭედინებ” – თამაზ გინტურის ძმა

,,ჩემი ძმის მიერ ეკლესიის გაღებულ კარს აღარ ავაჭედინებ”. ამის შესახებ ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ განაცხადა. ,,პირობას ვდებ, ჩემი ძმის ეკლესიის გაღებულ კარებს აღარ ავაჭედინებ. ეს ეკლესია გაიღება სოფლის მოთხოვნით, ჩემი თანდახლებით და სოფლის ეკლესია დარჩება სოფელს”, – აღნიშნა ნიკოლოზ გინდურმა.

მეტი...

აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„სტუდია-99“ საქართველოში სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს. ქართულ-უცხოური პროექტი პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს, ბულგარეთის, გერმანიის კინოცეტრებისა და საფრანგეთის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. დაგეგმილი გადაღებების გამო, 12, 19 და 26 ნოემბერს დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 12 ნოემბერს, 07:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მიხეილ წინამძღვრიშვილის, გიორგი ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. 19 ნოემბერს, 07:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ტოვსტონოგოვის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. აღნიშნულ პერიოდში…

მეტი...

ლიკვიდირებულია ,,ჰამასის” მეთაური, რომელსაც საავადმყოფოში 1000-მდე მძევალი ჰყავდა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზაში მოკლეს ,,ჰამასის” მეთაური, აჰმედ სიამი. მას ღაზაში, რანთისის საავადმყოფოში, დაახლოებით 1 000 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. მათივე ცნობით, სიამი, სხვა ტერორისტებთან ერთად, ღაზის ქალაქ ალ-ბურაქის სკოლაში იმალებოდა.​ ,,აჰმედ სიამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჰამასი” ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის ადამიანურ ფარად იყენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.​ შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ აჰმედ სიამს 1 000-მდე სამოქალაქო პირი რანთისის საავადმყოფოში მძევლად ჰყავდა აყვანილი და მათ სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა.

მეტი...

აქტივისტებმა კირბალში სასაფლაოს ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს

თამაზ გინტურის დაკრძალვის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა კირბალში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ძველი ეკლესიის თავზე საქართველოს დროშა აღმართეს. რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გააცილეს. სავარაუდოდ, ამ ყველაფერს თვალს ადევნებდნენ რუსი ოკუპანტებიც, რომელთა გადაადგილების შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ განაცხადა. ქაცარავას თქმით, ოკუპანტების მობილიზება შეინიშნებოდა და გინტურის დაკრძალვის პროცესს თვალს ადევნებდნენ. ,,ყველა ჩვენგანს ახსენდება ეხლა თამაზ გინტურის სიტყვები – “ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შევე*ი.” ოკუპანტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არასოდეს უკან არ დავიხევთ და არასოდეს უარს არ ვიტყვით ჩვენი…

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს გორის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, კირბალის სასაფლაოს ტერიტორიას, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, სპეცდანიშნულების რაზმი იცავს. სოფელში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

მეტი...

ბათუმში ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

წალენჯიხაში მანქანა ეზოში შევარდა და სახლის კიბეს შეეჯახა

წალენჯიხაში, ჭანტურიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ეზოში შევარდა და საცხოვრებელი სახლის კიბეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანას არასრულწლოვანი მართავდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა. მომხდარის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ბავშვმა განაცხადა ბავშვებთან სკოლაში, მეგობრებთან, სახლში არ თქვა” – ლანჩხუთში მომხდარის ახალი დეტალები

არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში გურიის ერთ-ერთი სკოლის სპორტის მასწავლებელია ბრალდებული. პოლიციამ 57 წლის კაცი უკვე დააკავა. არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ ოჯახს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც მოსწავლემ თანაკლასელებს მოუყვა. შემდეგ კი სკოლის დირექტორმა შესაბამის უწყებას მიმართა. არსებული ინფორმაციით, პედაგოგმა ჯერ სექსუალურად შეავიწროვა გოგონა, შემდეგ კი ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა. ,,მე არც ვიცოდი, ბავშვმა განაცხადა ბავშვებთან სკოლაში, მეგობრებთან, სახლში არ თქვა. დაემუქრა და შეშინებული იყო. ბავშვებთან თქვა და სკოლის დირექტორს უთხრა. სკოლის დირექტორმა დამირეკა და მივედი, დაიჭირეს იმ დღესვე”, – ამბობს არასრულწლოვანის დედა.…

მეტი...

ხობში მეორე დღეა 40 წლამადე კაცს ეძებენ

ხობში, მეორე დღეა, 40 წლამადე კაცს ეძებენ. დაკარგული დავით ტყებუჩავა ბოლოს გუშინ, ე.წ კოლხეთის დასახლების მიმდებარედ, დილის საათებში ნახეს. ოჯახის თქმით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მეტი...

ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. კომპანია Bolt-ის 200-მდე მძღოლი მე-6 დღეა მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებს. აქციის მონაწილეები მგზავრობის ტარიფის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, მოქმედი ტარიფით მათ მუშაობა განაახლონ. Bolt-ის გაფიცულ თანამშრომლებს სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ.

მეტი...

,,მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი” – ზურაბიშვილი

,,მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი”. ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცადა. ,,ძალიან მარტივია, სანამ რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში. ეს მოხდება რუსეთის ნორმალიზაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს საზღვრები, მე მათ პატივს ვცემ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეზობლური ურთიერთობები, პატივისცემა და თანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნორმალური მეზობლური ურთიერთობებისთვის. მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი”, –…

მეტი...

,,ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ” – სალომე ზურაბიშვილი

,,ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ”. ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომსა ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: ,,დიახ, უკვე წელიწადნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ (რუსეთს). თავიდან ბევრი ფიქრობდა რომ ეს (ომი) გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად  გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას (ზელენსკის) გასვლის საშუალება… ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, (რომელიც სხვა სფეროდან იყო) სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა…

მეტი...

რუსების მიერ გაშვებული 31 “შაჰიდიდან” 19 გავანადგურეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინას “შაჰიდებითა” და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ოკუპანტების მიერ გაშვებული 31 დრონიდან გაანადგურეს 19. თავდასხმის მოგერიების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ როგორც უკრაინის საჰაერო, ასევე თავდაცვის ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები. საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, ხარკოვში, პოლტავაში, სუმში, კიროვოგრადსა და კიევში.

მეტი...

,,მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას” – თამაზ გინტურის ძმა

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ძმა, ნიკოლოზ გინტური, დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ,,მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას. თუ ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას და დამნაშავეებს გადმოსცემენ საქართველოს, დიდი მადლობელი ვიქნები”, – ამბობს ნიკოლოზ გინტური. თამაზ გინტურს დღეს, 11 ნოემბერს, კირბალის იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომლის ნაწილიც ახლა საოკუპაციო ხაზს მიღმაა. გინტური დღეს დილით კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. იქ მისი ოჯახის წევრები, თანასოფლელები, მოქალაქეები და ახლობლები იმყოფებიან.

მეტი...

არასრულწლოვანი გოგოს მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი 20 წლის ბიჭმა გაიტაცა

ბოლნისის პოლიციის სამმართველოსთან, არასრულწლოვანი გოგონას მშობლები შვილის გატაცებას აპროტესტებენ. მშობლების მტკიცებით, მათი 16 წლის შვილი 20 წლის ბიჭმა, ქორწინების მიზნით, სოფლიდან გაიტაცა. ოჯახი გოგონას დაბრუნებას ითხოვს. 16 წლის გოგონას ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი გოგონა გატაცებული იყო. შეტყობინების საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ არასრულწლოვანი გოგონა საკუთარი ნებით გაჰყვა 20 წლის ბიჭს და მისი ოჯახიდან წამოსვლა არ ისურვა. პოლიციელებმა ის ადგილზე დატოვეს.

მეტი...

11-13 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

11-13 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 12-13 ნოემბერს ტემპერატურა  +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 14 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +13,…

მეტი...

ჩოხატაურში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო მასწავლებელი დააკავეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს, სოფლის სასაფლაოზე, დაკრძალავენ. გინტური დღეს დილით კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს. იქ მისი ოჯახის წევრები, თანასოფლელები და ახლობლები იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

მეტი...

სუს-მა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. როგორც სუს-ი ამბობს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკით. ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით აწარმოებს. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების…

მეტი...

კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი დარღვევისთვის, კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციისა და ომის პროპაგანდისთვის, კანადამ ახალი სანქციები დაუწესა 9 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქცირებულები პირდაპირ უწყობენ ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. „ჩვენ მოვუწოდებთ პუტინს და მის თანამშრომლებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ ეს გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელ რეგიონში და უამრავ სიცოცხლეს”, – აცხადებს კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მელანი ჯოლი.

მეტი...

ფინეთში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

ფინეთში, ტურკუს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კვების განყოფილებაში მოხდა. 46 წლის ქართველ კაცს დანით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა დააზუსტა

ისრაელის მთავრობამ 7 ოქტომბერს ჰამასის დარბევისას დაღუპული ადამიანების რაოდენობა დააზუსტა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაღუპულია დაახლოებით 1200 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა 5 ჯარისკაცის დაჭრის საპასუხოდ. დარტყმის სამიზნე იყო “ჰეზბოლას” შენობა და საბრძოლო პოზიციები, იარაღის საცავი და დაზვერვის ინფრასტრუქტურა. ისრაელის არმიის 5 ჯარისკაცი ლიბანის საზღვარზე 10 ნოემბერს დაიჭრა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ბოლნისის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

ბოლნისის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. წუხელ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა 16 წლის გოგონაც. როგორც გოგონას ოჯახი ამტკიცებდა, ის ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს და მის სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. ბოლნისის პოლიციასთან მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო.

მეტი...

რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

გასულ დღეს რუსი ოკუპანტები ოდესის ოლქს დაესხნენ თავს. დაშავდა 3 ადამიანი. 96 წლის ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა პირმა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.

მეტი...