ვითხოვთ დაუყოვნებლივ პაუზებს ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად – ბორელი

 ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად პაუზებს ითხოვს.

,,ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კონცენტრირებული იქნება კრიზისებზე, ვითარებაზე ღაზაში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გუშინ, ჩვენ ერთობლივი განცხადებით გავაერთიანეთ 27 ქვეყანა. იცით, რომ მას შემდეგ, რაც გაეროს რეზოლუციის მიღებისას ქვეყნებმა ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აჩვენეს, მარტივი არაა ერთიანი პოზიციის ჩვენება. ამ განცხადებაში ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ პაუზებს ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად. ჩვენ ვთხოვთ ისრაელს, რომ მაქსიმალურად შეიკავოს თავი, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს. ვგმობთ ჰამასს, სამოქალაქო პირების და საავადმყოფოების ცოცხალ ფარად გამოყენების გამო”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები