რუსთავში 14 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, 14 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. ბიჭი ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროოს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს” – ილია დარჩიაშვილი

,,ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ბერლინში. ჩემი მონაწილეობა ამ კონფერენციაში და ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის ფორმატში მთავარ მომხსენებლად ყოფნაც ადასტურებს იმას, რომ გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, ეს კიდევ უფრო მეტად გვავსებს ოპტიმიზმით, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ მომავალს“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ძალიან აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ მომავალსა და პერსპექტივაზე.…

მეტი...

ლატვია ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების გადაადგილებას კრძალავს

ლატვია ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების გადაადგილებას კრძალავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ლატვიის სეიმმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესწორებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელებს ავტომობილის დარეგისტრირების ან ქვეყნიდან გაყვანისთვის ვადა 2024 წლის 14 თებერვლამდე ეძლევათ. ცნობილია, რომ თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ რუსულ სატრანსპორტო საშუალებას მაინც გამოიყენებენ, მფლობელებს ამ მანქანებს ჩამოართმევენ და მათ უკრაინას გადასცემენ. გამონაკლისი მხოლოდ ტრანზიტულად მიმავალ ავტომობილებზე გავრცელდება – თუმცა ტრანზიტი ერთჯერადად იქნება დაშვებული და ის 24 საათის ვადაში უნდა განხორციელდეს. განახლებული კანონი ძალაში 15 ნოემბრიდან შევა.

მეტი...

,,თბილისი არის საცობების ქალაქი, საქართველო საცობების ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე

„23 პროექტიდან სრულფასოვნად შესრულდა მხოლოდ ორი. პროექტების უმრავლესობა კვლავ შეუსრულებელია. ნებისმიერ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა სჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა განავითაროს. მეტი ინვესტიცია გზებში, რკინიგზაში, აეროპორტში ქმნის მეტ დოვლათს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკას. ჩვენთან სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. არის ან სისტემური გულგრილობა, ან სისტემური კორუფცია, რადგან ფაქტობრივად, არც ერთი პროექტი ბოლომდე არ არის მიყვანილი“, – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს. მისი თქმით, სავალუტო ფონდს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს ინდექსი, რომლის…

მეტი...

,,ვერ დაგვარწმუნეთ, რომ 23 მილიარდი რომელიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან იყო გამოყენებული ეფექტიანად” – რომან გოცირიძე

„ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს ვხვდებით, საბოლოო ჯამში ფული არ იხარჯება ეფექტიანად“,- განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი ოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს. „ვერ დაგვარწმუნეთ, რომ 23 მილიარდი რომელიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან იყო გამოყენებული ეფექტიანად და ის შედეგი მივიღეთ, რაც შესაძლებელია ყოფილიყო მიღებული ამ უზარმაზარი და სესხით აღებული ფულის გამოყენებისას. ყველა პროექტი გვაქვს დამუშავებული ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, და საეჭვოდ გამოიყურება ზოგიერთი რამ, მაგალითად ერთ-ერთი ტენდერში 2021 წელს გაიმარჯვა „არალმა“ რომელიც ერთ-ერთ მონაკვეთს აშენებს და ამ კომპანიის დირექტორმა და 25%-იანი წილის მმართველმა აგვისტოში…

მეტი...

,,ჩემი განცხადების შემდეგ, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა” – სააკაშვილი

,,ჩემი განცხადების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს: ,,ჩემს ბოლო “სასამართლო სხდომაზე” გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით. დღევანდელი ოლიგარქის უშიშროების სისტემას, 11 წლის განმავლობაში, არ დაუკავებია არც ერთი რუსი აგენტი, სამაგიეროდ, რუსეთის მიერ გადმოცემული სიებით მთელი ეს დრო დევნის საქართველოს პატრიოტებს, რომლებიც რუსეთისგან იცავდნენ საქართველოსა და უკრაინას. ნოდარ…

მეტი...

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. ახალ სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და 200-მდე იურიდიული პირია. სანქციები დაუწესდა AFK Sistema-ს და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ კომპანიებს – Post Bank, Russian Standard და Home Credit ბანკებს, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების პროექტს – Arctic LNG 2-ს საექსპორტო შეზღუდვებს დაექვემდებარა უპილოტო თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში ჩართული 12 და ერთი უბეკური კომპანია. სანქციები ასევე დაწესდა რუს დიზაინერ ალექსანდრე ზახაროვს, რომელიც მონაწილეობდა თვითმფრინავების Lancet-ის შემუშავებაში. ასევე მისი ოჯახის წევრებს.

მეტი...

,,ღაზას ალყაში ვაქცევთ” – ისრაელის გენშტაბის უფროსი

,,ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ”. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჰერზი ჰალევი აცხადებს. „ჩვენ წინ წავედით, ომის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე. ძალები იმყოფებიან ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში, მოქმედებენ ღაზას ქალაქში, ალყაში აქცევენ მას და აღრმავებენ სახმელეთო შეტევას. სახმელეთო ძალებს თან ახლავს ზუსტი დაზვერვა, ცეცხლი ჰაერიდან და ზღვიდან. ეს თანამშრომლობა ბევრად უფრო ეფექტურს ხდის ბრძოლას“, – ამბობს ჰალევი. ჰალევის თქმით, სახმელეთო ოპერაციაში ამ დროისთვის 18 ჯარისკაცი დაიღუპა. ის ამბობს, რომ IDF ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, რომლებიც ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ჰყავთ ღაზას სექტორში.

მეტი...

გვსურს, უკრაინა ევროკავშირის წევრად ვიხილოთ – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრად იხილოს.  მისი თქმით, ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება. ,,დარწმუნებული ვარ, დეკემბერში ევროპის საბჭო აპირებს ამ სიგნალის გაგზავნას. თუმცა გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლიერდება, თუ გავაკეთებთ იმას, რაზეც ამდენი ხანია ვყოყმანობთ – გადავხედავთ და გადავაფასებთ, როგორ მუშაობს ჩვენი ბლოკი”, – განაცხადა ბერბოკმა.  

მეტი...

წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, თინათინის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით,  დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 3 ნოემბრიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება. სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ერედვის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.  სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და ხატაეთის ქუჩების გამოყენებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ხატაეთის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას…

მეტი...

,,შესაძლოა, სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს”- რატი ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. მისი თქმით,  თუ დადგინდება, რომ გაქცეულ პატიმრებს ხელი სხვა ადამიანებმაც შეუწყვეს, მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ,,მესმის თქვენი ინტერესი, თუმცა ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში. რადგან, შესაძლოა, მათ შორის სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. თუ გამოვლინდება, ხელშემწყობი იქნება ეს, თუ სხვა პირი, რა თქმა უნდა  მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

,,თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ”- რატი ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის ინფორმაციით,  კლინიკიდან გაქცეული პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს. მისივე თქმით, სამივე პატიმარს დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. ,,არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი გათავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით. ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი,…

მეტი...

კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ – ბერბოკი

კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა გააკეთებენ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ბედავენ. ,,ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, – განაცხადა ბერბოკმა.  

მეტი...

სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა მისი სისტემის ყველა მსხვერპლის დაცინვა – შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა მისი სისტემის ყველა მსხვერპლის დაცინვა– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი. „სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის წინაშე არათუ პირობები დაარღვია, არამედ კონსტიტუცია. ამიტომ, რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის, მართლმსაჯულების ინტერესს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა დაცინვა არა მხოლოდ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლებისა, რასთან დაკავშირებულ დანაშაულებზეც უკვე მსჯავრდებულია, არამედ მისი სისტემის ყველა მსხვერპლის. სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, ქართველი ხალხის წინაშე კონსტიტუციის დარღვევას დაუმატოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვა,…

მეტი...

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს მხრიდან მიიღეს ინფორმაცია კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები. „მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ისე როგორც სავაჭრო სექტორის ჩართულობა და მზაობა იმისა, რომ არსებული ხარვეზები, რაც ფიქსირდება კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება გაძლიერებულია. სააგენტომ  საწვავის ბაზრის მოკვლევის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. უახლოეს მომავალში გავასაჯაროებთ  საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც, ვფიქრობთ,…

მეტი...

31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ,,ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ…

მეტი...

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. მედიასთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, ასევე , იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. ,,მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლო ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.  

მეტი...

უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თუ დავეხმარებით, გახდნენ ეკონომიკურად მდგრადი, მივიღებთ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს – ბერბოკი

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკაშირს სურს, რომ უკრაინა მისი წევრი გახდეს. „ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გააჟღერებს და ჩვენ ვიცით, რამდენად მომთხოვნი იქნება ეს პროცესი გაწევრიანების მსურველი კანდიდატებისთვის. რეფორმების ჩატარება და პარალელურად ომში ჩართულობა, მკაცრი ტესტია ნებისმიერი ქვყენისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის, რომ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ვისაუბროთ.…

მეტი...

„საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“ – ილია დარჩიაშვილი

საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია,  ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროკავშირს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველო ამ გზაზე წარმატებას მიაღწევს“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც გერმანელი კოლეგის ანალენა ბერბოკის მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობს. მისი თქმით, საქართველო უკვე წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ახორციელებს  ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ევროკომისიის  12 პუნქტის შესრულების მიმართულებით.    დღეს  არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ევროკავშირთან, ორმხრივ ფორმატში,…

მეტი...

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს

რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, 2023 – 2025 წლებში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსების ლიმიტი 3,6 მილიარდი რუბლი იქნება. ე.წ კომისიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ “გადაწყვეტილება ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემოწმების შედეგების საფუძველზე იქნა მიღებული”.

მეტი...

,,დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი”- რატი ბრეგაძე კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. ,,მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების  უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,”- წერს მინისტრი.

მეტი...

“ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

“ავერსის” კლინიკიდან გაქცეული ყველა პატიმარი დაკავებულია. ამის შესახებინფორმაციას იუსტიციის მინისტრი, რატო ბრეგაძე ავრცელებს. ,,სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.  მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების  უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,”- წერს…

მეტი...

რუსეთი მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე – დანილოვი

რუსეთის ფედერაცია უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე –  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი აგროვებს იარაღს, რათა ცივი ამინდის დადგომასთან ერთად დაარტყას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ,,მაგრამ სიტუაცია არ არის კრიტიკული. ობიექტების უმრავლესობა კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვიღებთ დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას ჩვენი პარტნიორებისგან”, – განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, ზამთარში პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების დაქირავების შესაძლებლობაც განიხილება. ,,აქ არაფერია უცნაური. ​​არ არის საჭირო გასაიდუმლოება. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ცა, მოქალაქეები, ქალაქები და სოფლები,”- განაცხადა დანილოვმა.  

მეტი...

,,გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნაკლებ აგრესიას ნიშნავდა, თუმცა პირიქით ხდება”- ირაკლი კობახიძე

გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნაკლებ აგრესიას ნიშნავდა, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა აბსოლუტურად არასერიოზულია. „ახლა ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერია. მათ უმრავლესობის წევრებისთვის ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ღირსება არ ეყოფათ. ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა იუზრდელოს? ან პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ. ეს ყველაფერი უზრდელობაა…

მეტი...

რასაც ვუყურებ, სალომე ზურაბიშვილს არავითარი მორალური ზღვარი აღარ აქვს – კობახიძე

რასაც ვუყურებ, სალომე ზურაბიშვილს არავითარი მორალური ზღვარი აღარ აქვს. შეიძლება გარკვეული სხვა ფაქტორები იყოს, რის გამოც ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისგან თავს იკავებს, თუმცა, სამწუხაროდ, სინამდვილეში, მას უკვე ყველა მორალური ზღვარი აქვს წაშლილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მორალზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იქნებოდა, თუმცა გარკვეული გარემოებია, რის გამოც სავარაუდოდ უწევს, თავი შეიკავოს შეწყალებისგან. შეიძლება, ეს იყოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები. არ ვიცი, შეიძლება გარკვეული გარემოებები იყოს, თავს იკავებდეს შეწყალებისგან და არა მორალის გამო“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს

ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს. „ავერსის“ კლინიკიდან გუშინ სამი პატიმარი გაიქცა. გაქცეულებიდან ერთ-ერთი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და სამართალდამცავებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.  

მეტი...

მელიას მოწოდებას მივესალმები, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს თუ დატოვებს, უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის – კობახიძე

ნიკა მელიას მოწოდებას მივესალმები, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში არშემოსვლას ყველანაირად წაახალისებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში არშემოსვლას ყველანაირად წავახალისებთ. ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული, დემოკრატიული სისტემა. ნიკა მელიას მოწოდება მივესალმები. შეგვიძლია, მათი არშემოსვლა ყველანაირად წავახალისოთ. 2017 წელს სლოგანი გვქონდა – რაც უფრო ნაკლები „ნაცი“ იქნება, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს, შიდა კინკლაობაზე, რაც „ნაცმოძრაობაშია“. ბუნებრივია, პრივილეგიებს იყენებენ. უფრო მეტიც, მათ…

მეტი...

კანდიდატის სტატუსზე ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რიტორიკის შეცვლაც ამის მანიშნებელია. „რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში იქნება უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, აშკარად მწიფდება ეს გადაწყვეტილება. თავისთავად, ის, რომ ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ შეცვალეს საკუთარი რიტორიკა, ასევე იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ, ეს პარტიები, „ენჯეოები“ როგორ ცდილობდნენ, აკეთებდნენ…

მეტი...

ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა – ვალერი ზალუჟნი

ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, ჩიხიდან გასასვლელად მძლავრი ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო. „ღრმა და ლამაზი გარღვევა დიდი ალბათობით არ იქნება. რუსეთმა სულ მცირე 150 000 ადამიანი დაკარგა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი დანაკარგები შეაჩერებდა ომს. მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რასაც მტერი აკეთებს და ის ხედავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, როგორიცაა დენთი, რომელიც ჩინელებმა გამოიგონეს და რომელსაც დღესაც ვიყენებთ ერთმანეთის მოსაკლავად“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

მეტი...

საბერძნეთში ბინის გაძარცვის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს

საბერძნეთში ბინის გაძარცვის ფაქტზე ორი ქართველი კაცი დააკავეს. ბერძნული   მედიის ინფორმაციით,  მძარცველები ბინაში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც მეპატრონეებს ეძინათ. მძარცველებმა საცხოვრებელში შესვლა აივნიდან შეძლეს. ქართველებმა ბინიდან ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა დამნაშავეები კორპუსის დატოვებისას შენიშნეს და ადგილზევე დააკავეს.

მეტი...

,,ავერსის“ კლინიკიდან  გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, „ავერსის“ კლინიკიდან გუშინ გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ამ ეტაპზე უცნობია, თუ  სად და რა ვითარებაში მოხდა პატიმრის დაკავება. ცნობისთვის, სამი პატიმარი „ავერსის“ კლინიკიდან გუშინ გაიქცა.  

მეტი...

,,დაიოკეთ ნერვები”- დაპირისპირება პარლამენტში

დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილს საუბარი ირაკლი ბერაიას მიერ თეონა აქუბარდიაზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბარი სურდა. ,,ფაქტი არის ერთი, რომ აქ, ამ დარბაზში ბატონი ბერაიას საქციელის და სიტყვის” – განაცხადა ელისაშვილმა მიკროფონის გათიშვამდე. პარლამენტი თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა ის დარბაზიდან გაეყვანათ. ,,ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები, არ არის საჭირო, გუშინ იქნა ეს საკითხი აქ ნათქვამი, პასუხი ყველამ მიიღო, არ არის საჭირო ზედმეტი ემოციები”, – განაცხადა პაპუაშვილმა.  

მეტი...

ღაზას სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა. 120 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი მესამედ დაიბომბა.  UNICEF-მა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმები შეაფასა, როგორც „საშინელი და შემზარავი“.

მეტი...

მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ჰასკის ლეკვები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ჰასკის ლეკვები , რომლებიც რამოდენიმე დღის წინ თავშესაფრის კართან დატოვეს. ,,მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ჰასკის ლეკვები , რომლებიც რამოდენიმე დღის წინ თავშესაფრის კართან დაგვიტოვეს. არიან ჭიაზე დამუშავებულები და გაჩუქდებიან სტერილიზაციის გარანტიით. გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი და დაგვეხმარეთ მათთვის მზრუნველი პატრონის მოძიებაში. ჯიში: ჰასკი ასაკი: 5 თვემდე სქესი: ძუ ფერი: ნაცრისფერი თეთრში დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე – (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე) მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა”,- ნათვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მოხუცი იაგდტერიერი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მოხუცი იაგდტერიერი გადაარჩინეს. როგორც ჩანს, მტკვარში ჩავარდნის შემდეგ, ძაღლი დინებამ წაიღო და შედარებით წყალმარჩხ ნაპირზე გამორიყა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები მდინარეზე თოკებით დაეშვნენ, დასუსტებული და შეციებული ცუგა უსაფრთხოდ ამოიყვანეს და დახმარებისთვის თავშესაფარში გადაიყვანეს. ,,ძაღლს, მისი ვიზუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჰყავდეს პატრონი, ამიტომ მას თავშესაფარში სავარაუდოდ დაკარგულის სტატუსი მიენიჭა. მოხუცი იაგდტერიერი პატრონის გამოჩენას თავშესაფარში 10 დღის განმავლობაში დაელოდება, ხოლო, ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ პატრონი არ გამოჩნდა, მისთვის ახალი ოჯახის ძებნას შევუდგებით,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძეგლი დაუდგეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ წორბისში ძეგლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ინიციატორია რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი. ტელეგრამ-არხ  Baeston-ის ინფორმაცით,  თედეევმა წორბისში, ძეგლთან შეკრებილ „ახალგაზრდებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან უამბო ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ”.    

მეტი...