კობა კობალაძემ საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსული საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. 58 წლის თამაზ გინტური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი გახლდათ. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე იყო. თამაზ გინტურს, 11 ნოემბერს, მშობლიურ სოფელში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ☑ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის…

მეტი...

პატრიარქი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადსა და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. ,,შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ქ-ნმა ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა,…

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ  გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ის რამდენიმე წუთის წინ გადმოიყვანეს. ,,უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ…

მეტი...

,,ეს მთლიანად საზოგადოების გამარჯვებაა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია” – კალიურანდი

,,ეს მთლიანად საზოგადოების გამარჯვებაა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია”. ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. ,,მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან მე მოვისმინე დამოკიდებულება, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რასაც ევროკავშირი მოითხოვდა და რომ ახლა ბურთი ბრიუსელის მოედანზეა. ამ რეკომენდაციაში კი მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ დიახ, გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით კიდევ არის ბევრი გასაკეთებელი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეს საკითხი შედარებით ახალი შემოტანილია, იმიტომ რომ მართლაც შემაშფოთებელია, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 30%-ზე ნაკლებია. თუ თქვენ გინდათ, რომ ევროპული ოჯახის წევრი…

მეტი...

ქუთაისში მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, ცოტა ხნის წინ, გუგუნავას ქუჩაზე არსებული მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია.

მეტი...

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილოებს

გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, მათი სახელით საგადასახადო დავალიანების თაობაზე ყალბი შეტყობინებები ვრცელდება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღნიშნული შეტყობინებები მოქალაქეებს, ძირითადად, მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება. ,,შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299. აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ “საქართველოს ფოსტის” მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

სეპარატისტები გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

სეპარატისტები, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს ხუთშაბათს, საღამოს საათებში გადასცემენ. დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოთიაშვილმა და ,,მისმა თანამებრძოლმა” ,,სახელმწიფო საზღვარი განზრახ დაარღვიეს”. ასევე, წერენ რომ საქართველოს მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რაც ,,საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”. მათივე თქმით, ,,სწორედ გინტური მოითხოვდა ლომისის ტაძრის მონახულებას”. ,,მან აღიარა, რომ ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულების შედეგი იყო, რომელიც არ აწარმოებს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლისა და მისი დარღვევის დაუშვებლობის შესახებ“, – ნათქვამია მათ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლევან დოთიაშვილი სოფელ…

მეტი...

,,საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა” – გოჩა ჯავახიშვილი

ძალიან გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი კიდევ მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს. „უშუალო, გულწრფელი შეხვედრა გაიმართა, ფორმატი იყო პირისპირ შეხვედრა სახელმწიფო ლიდერებისა. რასაკვირველია, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა გუშინდელი დღის შედეგი – რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ასევე ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი…

მეტი...

სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო – ბექა დავითულიანი

სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. „სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ მისი ქმედება არაკონსტიტუციური იყო. მეტი რა შეგიფასოთ? ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პროცედურას ვერ დავიწყებთ. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური პოზიცია ერთხელ უკვე გამოხატა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  ავრცელებს. ,,მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერები ვართ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირის გზაზე!  გვჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, დაგვეხმარება წარმატებულ წინსვლასა და გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.  

მეტი...

,,ჰეზბოლას“ რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები აქვს, რომლებითაც შესაძლებელია, დარტყმები მიიტანოს ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებულ ამერიკულ გემებზე – ”როიტერი”

„როიტერის” ინფორმაციით, „ჰეზბოლას“  რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები აქვს, რომლებითაც შესაძლებელია, დარტყმები მიიტანოს ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებულ ამერიკულ გემებზე. კრემლში აცხადებენ, რომ არ გააჩნიათ ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლას“ რუსეთში წარმოებული რაკეტები გააჩნია. ცნობისთვის, გასულ კვირას „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ  მათ გააჩნიათ მარაგში შეიარაღება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამერიკული გემების წინააღმდეგ გამოიყენებენ.    

მეტი...

რუსეთის  მოქალაქის შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. ,,შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა. გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ…

მეტი...

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე საახალწლო განათებები რობაქიძის გამზირზე მოეწყო, სადაც სამონტაჟო სამუშაოები კომპანიის 160-მდე თანამშრომელმა სპეცტექნიკის საშუალებით შეასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. ,,გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. მიმდინარე წელს იგეგმება ახალი ილუმინაციებისა და აქსესუარების მოწყობაც. სამუშაო პროცესის დროს განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს”- ზახაროვა თამაზ გინტურის მკვლელობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ოკუპანტების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს,რომ ევროკავშირი ცდილობს ეს რუსეთს გადააბრალოს. ,,ჩვენ გაკვირვებულები ვართ ევროკავშირის პოზიციით; მათ იგნორირება გაუკეთეს ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებს და დეტალურ განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები,” – განაცხადა ზახაროვამ.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა

რუსეთმა ხერსონის ოლქში მდებარე კორაბელნის რაიონი დაბომბა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 72 წლის კაცი დაბომბვის დროს აივანზე იმყოფებოდა. დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ავტოფარეხები.

მეტი...

რუსეთის მოქალაქის მტკიცებით, ბათუმში მისი გაუპატიურება სცადეს

რუსეთის მოქალაქის მტკიცებით, ბათუმში, სანაპიროზე მისი გაუპატიურება სცადე. ქალი სოციალურ ქსელში წერს, რომ სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტი, საღამოს, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქალის თქმით,  სავარაუდო მოძალადის ამოცნობა შეუძლია. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი ადგილობრივს არ ჰგავდა და ის სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. წყარო: ტვ პირველი

მეტი...

ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს – გაერო-ს წარმომადგენელი

ღაზაში კონფლიქტი არის ტყის ხანძარი, რომელიც შესაძლოა, მთელ რეგიონში გავრცელდეს, – ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ბევრი მსჯელობა იყო ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე და ის არ უარყოფს პაუზის მნიშვნელობას. მისივე თქმით, ეს არ არის იგივე, რაც ცეცხლის შეწყვეტა. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ცალმხრივი წინადადების ნაწილი, რათა ღაზაში ასობით ათასი სასოწარკვეთილი მშვიდობიანი მოქალაქე ე.წ. უსაფრთხო ზონებში გადაიყვანოს“, – განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.  

მეტი...

 ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 34 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია. ამასთან, დაშავდა 8 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 13 ჟურნალისტი. კომიტეტი მედიის წარმომადგენელთა მოკვლის, დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც ეძიებს.

მეტი...

გვჭირდება ჰუმანიტარული პაუზა რაც შეიძლება მალე – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა.  პარიზში მიმიდინარე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციაზე, მაკრონმა შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა. „დღეს ვითარება რთულია და ყოველდღე უარესდება. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო მოსახლოების დაცვაზე და ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული პაუზა რაც შეიძლება მალე და ასევე უნდა მივისწრაფოდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ – ეს უნდა გახდეს შესაძლებელი. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს და გვაქვს საერთო ვალდებულბები, რომლებმაც დღეს აქ შეგვკრიბა. როგორც ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებებს, ჩვენც გვაღელვებს ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში. მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები, ეს აუცილებლობას წარმოადგენს და განხილვას არ ექვემდებარება. ეს წარმოადგენს…

მეტი...

,,თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ”- გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლე

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლე, სოფიო ანდრიაძე ითხოვს მისი ქმარი სახლში დააბრუნონ. მისი თქმით, მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი იცის. ,,არაფერი არ ვიცი, ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს. მეც ყველაფერს ველოდები, რა იქნება…ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული,საშინაო ფორმით არის წასული. ვაშლი უნდა დაედო და ბაღში უნდა წავსულიყავით, არავის გამოუვლია”, – აცხადებს სოფიო ანდრიაძე.

მეტი...

უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს. მისი თქმით, უკრაინამ  კონტრშეტევის კონკრეტული მიზნები შეიმუშავა 2024 წლისთვის, თუმცა ეცდება, 2023 წელს მიაღწიოს ფრონტზე წარმატებას. „გვაქვს მიზანი, სად წავალთ და რომელი მიმართულებით გავაგრძელებთ კონტრშეტევას, მაგრამ ჩვენ ვკარგავთ ხალხს ყოველდღე. ეს შოუ და ფილმი არ არის. ჩვენ ყველას გაოცება არ გვსურს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, ვცადოთ, რომ არცერთი დღე არ დავკარგოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ სამხრეთსა და აღმოსავლეთში წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა წარმატებაში დარწმუნებულია. „ჩვენი სამხედროები მივიდნენ სამხრეთში და დაინახეს დანაღმული ველები, რადგანაც ჩვენ საბრძოლო მასალას შვიდი თვე…

მეტი...

ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში “სამუშაო ვიზიტით” გაემგზავრა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბჟანია მოსკოვში 7 ნოემბერს გაემგზავრა. მათივე ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

მეტი...

“გლობალური კორუფციის ინდექსში” საქართველომ “კორუფციის დაბალი დონის” სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია – საქართველოს მთავრობა

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ – Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო – სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“. საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს. კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს. GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია…

მეტი...

ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ გუშინ რუსეთს მოუგეს – თინა ბოკუჩავა

ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ გუშინ რუსეთს მოუგეს, სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ”ერთადერთი სუბიექტი, ვინც ამას ხაზს არ უსვამს, „რუსული ოცნებაა“. „ევროკომისიის პირობების შემსრულებელი „რუსული ოცნება“ არ არის. ცხრა პირობა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინაშე დგას, უპირველეს ყოვლისა რუსულ დეზინფორმაციას ეხება, რომლის მთავარი პროპაგანდისტი თავად „რუსული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით. რეკომენდაციაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება, რასაც რუსეთთან ფრენების აღმდგენი, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამტარებელი „რუსული ოცნება“ არ გააკეთებს. რეკომენდაცია ეხება დეპოლარიზაციას, როდესაც რეჟიმი…

მეტი...

მკვლელობა “ლილო მოლის“ ტერიტორიაზე – ორ პირს ბრალდება წარედგინა, მესამე ბრალდებულს – შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ “ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წაუყენა, მათ შორის ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორეს მკვლელობაში დახმარებისთვის. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, ბრალი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა. 2023 წლის 3 აგვისტოს თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელმა…

მეტი...

2023-ის ოქტომბერი ისტორიაში ყველაზე თბილი იყო – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერი აღნიშნული სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე თბილი იყო. მათივე ცნობით, საშუალო გლობალური ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 0,85 გრადუსით მეტი იყო და 0,40°C-ით მეტი წინა, ყველაზე თბილ ოქტომბერზე. ,,ოქტომბერი ზედიზედ მეხუთე თვე იყო რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურით. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის ყველაზე თბილი იქნება ისტორიაში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.  

მეტი...

ვინ არის ცხრა პირობის შემსრულებელი? ხომ იცით, რომ ჩვენ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა – გიორგი ვაშაძე

ვინ არის ცხრა პირობის შემსრულებელი? ხომ იცით, რომ ჩვენ გამკეთებლები ვართ, მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე უმოკლეს ვადაში შესრულდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”„ქართული ოცნება“ კვლავ დაიწყებს ჭიდაობას, რომ ცხრა პირობა არ უნდა შეასრულოს”. ,,რაც შეეხება მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის ჩვენი გასაკეთებელი და მთავარია, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო – ამ ცხრა რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას, თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას,…

მეტი...

,,თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს – მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება”- ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს. ,,6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება”, – განაცხადა ფოტიგამ.  

მეტი...

ღაზაში სახმელეთო ოპერაციას ვაღრმავებთ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრადმირალის, დანიელ ხაგარის განცხადებით, ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას აღრმავებს. მისი თქმით,  8 ნოემბერს, 50 000 ადამიანი ღაზის სამხრეთ ნაწილში, ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით გადაიყვანეს. “ჩვენ სახმელეთო ოპერაციას ვაღრმავებთ და იმ შახტებს ვბლოკავთ, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებს უკავშირდება. ჰამასის საზღვაო და საჰაერო დანაყოფებს სერიოზული დარტყმა მივაყენეთ – ეს დანაყოფები სტრატეგიულ თავდასხმებს გეგმავდნენ. ჰამასის ლიდერები რეალობას არიან მოწყვეტილი. ჩვენ ვიხილეთ, როგორ მიდის 50 000 ადამიანი, ღაზას მცხოვრებლები, სამხრეთის მიმართულებით – ისინი მიხვდნენ, რომ ჰამასმა კონტროლი დაკარგა”, – განაცხადა ხაგარმა.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. წყარო: პირველი არხი

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა სოფელ ნაღვარევში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

9 თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 920 ადამიანი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში და ქალზე ძალადობის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკა 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდს მოიცავს. უწყების ცნობით, საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 9 თვეში 5 920 ადამიანი გახდა- მათგან 4 977  ქალია, ხოლო 943 კაცი. რაც შეეხება გამოვლენილ მოძალადეებს, 4 785 გამოვლენილი მოძალადე მამრობითი სქესისაა, ხოლო 867 მდედრობითი სქესის. სტატისტიკის თანახმად, საკვლევ პერიოდში, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1 764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის 6 059, ეკონომიკური ძალადობის 76 შემთხვევა, სექსუალური ძალადობის 26, იძულების – 64, ხოლო უგულებელყოფის 44 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ქალზე ძალადობას, როგორც შსს-ს სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის 9…

მეტი...

,,ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსასურებაა”- არახამია რეკომენდაციაზე

უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას ულოცავს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ,,ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსასურებაა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად”, – წერს არახამია.

მეტი...

,,სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელ პროვოკატორებს ხელში ჩაუვარდათ”- კოკოითი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელი “პროვოკატორებს” ხელშია და საიდუმლო ინფორმაციის გამცემების დასჯა უნდა მოხდეს. ,,სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელ პროვოკატორებს ხელში ჩაუვარდათ. დაე იყოს მათ სინდისზე, ვინც დღეს თანამშრომლობს მტრული სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან და ღალატობს თავის ხალხს. სამწუხაროდ, მსგავსი სიგნალები გახშირდა, რაც მიუთითებს ზოგიერთი მოქალაქის ადგილზე თანამშრომლობაზე ჩვენი სამხრეთელი მეზობლის სადაზვერვო სამსახურებთან. ჩვენთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ვაიდენტიფიციროთ ის თანამშრომლები და ნაძირლები, რომლებმაც ჩაიდინეს ტერორისტული თავდასხმები და თანამშრომლობდნენ ქართულ სპეცსამსახურებთან”, – წერს კოკოითი.

მეტი...

ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს “დემეს”  წარმომადგენელს,  მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს “დემეს”  წარმომადგენელს,  მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგენილია, რომ  კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში,  ავეჯის დამზადების  მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. ამ გზით,  ბრალდებულმა ჯამში  მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. კომპანია “დემეს”  წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის  მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა”და “ბ” ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების…

მეტი...