„დაშინება, მუქარები, ძალადობა არ არის დემოკრატიის ნაწილი“ – ევროკავშირის ელჩი

„სამწუხაროდ, საქართველოში უკიდურესად ღრმა პოლარიზაციაა, ამას ყოველ საღამოს ტელეეკრანებზე ვხედავთ. მივიღეთ ცნობები დაშინების შესახებ, სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა ხალხთან განხორციელდა მუქარისშემცველი სატელეფონო ზარები. ვხედავთ ძალადობას, ცემას, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მოვლენების ადგილი არ არის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს“ – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა მედიასთან გააკეთა.

როგორც პაველ ჰერჩ ინსკი აღიშნავს,  დაშინება, ძალადობა უნდა შეწყდეს.

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მკაფიო – დაშინების, მუქარის, ძალადობის ნებისმიერი ფორმა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერ გარემოებაში აბსოლუტურად მიუღებელია. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო ის, რაც გენერალურმა დირექტორმა ხერტ იან კოოპმანმა თქვა ვიზიტის დასრულების დროს, ტემპერატურამ უნდა დაიწიოს, სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს. საქართველოს ინტერესებშია ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა. დაშინება, მუქარები, ძალადობა არ არის დემოკრატიის ნაწილი.  საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ასე რომ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები