მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი იპოვეს

მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ცნობით, მარიუპოლში, ყოფილი “ოქტომბრის” ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევებში მოყვნენ.

პეტრო ანდრიუშენკოს განმარტებით, გარდაცვლილები დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოზე გადაასვენეს.

,,კუინჯიში, ყოფილი “ოქტომბრის” ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი იგივეა – ხალხი დაბომბვის შედეგად, შენობის ნანგრევებში მოყვა”, – აცხადებს ანდრიუშენკო.

მსგავსი თემები