ესტონეთი, საზღვრის შესაძლო დახურვის გამო, მოქალაქეებს ურჩევს რუსეთში არ გაემგზავრონ

ესტონეთი, საზღვრის შესაძლო დახურვის გამო, მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ გაემგზავრონ. ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, მიგრანტების ნაკადის პოტენციური ზრდა, შესაძლოა, რუსეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის მიზეზი გახდეს. „ესტონეთი დროებით თუ ჩაკეტავს საკუთარ საზღვარს, მაშინ ისინი, ვინც ამ დროს რუსეთში იქნებიან, ვერ შეძლებენ დაბრუნებას“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ასობით თავშესაფრის მაძიებელი მოხვდა, რაც კრემლის მხარდაჭერით ხდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტი არის მტკიცებულება, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძვის და ის საფრთხეს წარმოადგენს სხვა ქვეყნებისთვისაც. ცნობისთვის, მანამდე რუსეთთან საზღვრის სრულად…

მეტი...

„ჰამასმა“ ორი ისრაელელი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა

„ჰამასმა“ ორი ისრაელელი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა. ისინი ახლა ისრაელისკენ მიემართებიან. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. როგორც არმიაში აღნიშნავენ, უახლოეს საათებში ელოდებიან მეტი მძევლის გათავისუფლებას. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დღეს ზავის მეშვიდე დღეა. მხარეები შუამავლების დახმარებით ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მეტი...

,,გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან საბოლოოდ გაიმარჯვოს” – ჯეიმს ჰიპი

,,გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან საბოლოოდ გაიმარჯვოს”. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. ,,ეუთოს პრინციპები, რომლებიც დაფუძნებულია დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ძალის არგამოყენებაზე, უნდა იყოს მშვიდობის საძირკველი ევროპის კონტინენტზე. რუსეთმა ფეხქვეშ გათელა ეს პრინციპები, რასაც გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა. უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. უკრაინის წარმატებისთვის ჩვენი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ამიტომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინისთვის ეკონომიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას, რათა ამ ქვეყანამ საბოლოოდ გაიმარჯვოს”, – ამბობს ჯეიმს ჰიპი.

მეტი...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთ-ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა. ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post ავრცელებს და წერს, რომ მატარებელი მიზანში მაშინ ამოიღეს, როდესაც ის გვირაბში გადიოდა. „ამჟამად რუსები იყენებენ ამ მარშრუტს, მათ შორის სამხედრო მარაგისთვის. აფეთქების შემდეგ ის პარალიზებულია“, – წერს გამოცემა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების სამსახურები, შემთხვევის ადგილას გამოძიებას აწარმოებენ, მუშები კი გვირაბის აღდგენას ცდილობდნენ.

მეტი...

,,თამაზ გინტურის მკვლელობა ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი ძალადობრივი აქტია” – დარჩიაშვილი

,,თამაზ გინტურის მკვლელობა ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი ძალადობრივი აქტია”. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. „რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომის შემდეგ, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებით შეცვლის პირველი ღია მცდელობა იყო. უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც…

მეტი...

ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ

ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ,,2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით მხარი დაუჭირა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი…

მეტი...

,,რუსეთი ეუთოს მუშაობას ბოლო წლინახევრის განმავლობაში უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნიდა” – ბერბოკი

,,რუსეთი ეუთოს მუშაობას ბოლო წლინახევრის განმავლობაში უზარმაზარ დაბრკოლებებს უქმნიდა”. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. ,,რუსეთის მთავრობის მზაკვრული თამაში, არის და იყო ორგანიზაციების განადგურება, რომლებიც ეყრდნობიან მშვიდობიან თანაარსებობას და თანამშრომლობას უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომთან. მოხარული ვარ, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენს სამშვიდობო წესრიგში და ეს მშვიდობის წესრიგი უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა მან.

მეტი...

ლავროვის გამოსვლისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალი დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალი დატოვა. ამის შესახებ იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ,,მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა”, – დაწერა მან X-ზე.

მეტი...

ასობით მილიონი პეპელა მაანდის ხეობაში – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ქალაქი მაანდი, სადაც პეპლების 320 სახეობაა გამოვლენილი, არის ერთ-ერთი რეგიონი მსოფლიოში, სადაც ყველაზე მდიდარი პეპლების რესურსები და ყველაზე მეტი პეპლების პოპულაციაა. ქალაქი კი ჩინეთის სამხეთით, იუნანის პროვინციაში მდებარეობს. ვიდეორეპორტაჟი იუნანის პროვინციიდან „პეპლების აფეთქება“ პეპლების სამშობლოში

მეტი...

ეუთო, არსებითად, ნატო-სა და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება, ორგანიზაცია უფსკრულის პირას დგას – ლავროვი

ეუთო, არსებითად, ნატო-ს და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება. ორგანიზაცია, მოდით, ღიად ვთქვათ, უფსკრულის პირას დგას, ჩნდება მარტივი კითხვა, აქვს თუ არა აზრი ენერგიის ჩადებას მის აღორძინებაში? – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა. მისივე თქმით, ეუთო სავალალო მდგომარეობაშია და მისი პერსპექტივები გაურკვეველია. „სულ რაღაც ერთ წელიწადში იქნება ჰელსინკის საბოლოო აქტის 50 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით, იძულებული ვარ, სინანულით აღვნიშნო, რომ ეუთო ამ წლისთავს სავალალო მდგომარეობაში უახლოვდება და მისი პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ეუთო, არსებითად, ნატო-სა და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება. მოდით, ღიად ვთქვათ, ორგანიზაცია  უფსკრულის პირას დგას. ჩნდება…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მეიჰიუ საქართველოსთან ერთად, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მენეჯმენტის კოლაბორაციული საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მეიჰიუ საქართველოსთან ერთად, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მენეჯმენტის კოლაბორაციული საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გუნდი კონკრეტული ტერიტორიიდან მიუსაფარ ძაღლებს მეიჰიუ საქართველოს საქველმოქმედო კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციის მიზნით გადაიყვანს, სადაც მათ ასევე შეუმოწმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩაუტარებენ ვაქცინაციას, დაამუშავებენ პარაზიტებზე და თავის საცხოვრებელ არეალში დაბრუნებამდე, ყურზე საჭდის დამაგრებით მოახდენენ მათ იდენტიფიკაციას. ამჟამად მიუსაფარი ცხოველები კლინიკაში გადაყვანილი იქნებიან მეიჰიუ საქართველოს მიმდებარე ცხელი წერტილებიდან, რომლებიც დადგინდა ამავე ორგანიზაციის გუნდის მიერ, ბოლო ხანებში ჩატარებული პოპულაციის დათვლის პროექტის შედეგად.

მეტი...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “ლგბტ მოძრაობა” აკრძალა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს სარჩელის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის აკრძალვისა და ექსტრემისტულად აღიარების შესახებ. მედიაზონას ინფორმაციით, სარჩელი მოპასუხის გარეშე განიხილებოდა, შეხვედრაში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა. სხდომა 4 საათს გაგრძელდა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც დარბაზში ჟურნალისტები გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეუშვეს. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. სარჩელის შეტანის მომენტში არავითარი “საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა” არ არსებობდა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ “ლგბტ მოძრაობის” აკრძალვა სამომავლო რეპრესიებს ჩაუყრის საფუძვლებს. 29 ნოემბერს ლგბტ-აქტივისტების ჯგუფმა “საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობის” დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, რათა უზენაეს სასამართლოში ინტერესების დაცვის საშუალება ჰქონოდათ. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ…

მეტი...

იერუსალიმში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ჰამასმა” აიღო

იერუსალიმში სამოქალაქო პირებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰამასმა” აიღო. “ჰამასი” მიესალმება ტერორისტული აქტის მომწყობი ძმების, მურად და იბრაჰიმ ნიმერების მიერ განხორციელებულ თავდასხმას. “ჰამასის” განცხადებას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. ,,ერთი ხელით “ჰამასი” ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტას, მეორე ხელით კი ტერორისტებს აგზავნის, რათა იერუსალიმში ებრაელები დახოცოს. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამედ ეს არის გაგრძელება (ტერორისტული თავდასხმების) შეკავებისა და დათმობის კონცეფციისა, რომელმაც ადამიანების ხოცვა მოგვიტანა. ეს კი ეს სინვარს (ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი) იმედს აძლევს, რომ ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვა. …

მეტი...

ზელენსკი კუპიანსკში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ფრონტის ხაზზე ზელენსკი ჯარისკაცებს შეხვდა და მედლებით დააჯილდოვა. ,,კუპიანსკის მცველების ფრონტის ხაზის სამეთაურო პუნქტი. დიდი პატივია ჯარისკაცების მონახულება და მათთვის ჯილდოების გადაცემა. კუპიანსკის ფრონტზე მებრძოლები უკრაინელების, ხარკოვის ოლქში მცხოვრებლების მშვიდობიან ცხოვრებას იცავენ. მადლობას ვუხდი ჯარისკაცებს ამ სამსახურისთვის და ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის! გისურვებთ გამარჯვებასა და ძალას”, – მიმართა ზელენსკიმ ჯარისკაცებს.

მეტი...

„გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით დარჩით”- კაბუ

საპატიმროს დატოვების შემდეგ მსახიობი და რეპერი კაბუ სოციალურ ქსელში პირველ მიმართავს ავრცელებს და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის. „გმადლობთ ყველას, ვინც არ აჰყევით ამ პროვოკაციას და ჩემს გვერდით დარჩით. მიყვარხართ და გმადლობთ კიდევ ერთხელ,“ – წერს კაბუ. შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა. ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო…

მეტი...

გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება ბერიაშვილის ქუჩაზე, კერძოდ, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და ბერიაშვილის ქუჩის კვეთიდან ბერიაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, გიორგი ბერიაშვილის N4- მდე. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი აბაშვილის, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების გამოყენებით.

მეტი...

საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს – ო’ბრაიენი

მსურს, შევუერთდე კოლეგებს და ვთქვა, რაოდენ რთული წელი გვქონდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა სრულად ეწინააღმდგება ცივილიზებულ სტანდარტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე იმ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო ეფუძნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს. „კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, რომ ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან – იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო თანამეგობრობის ნაწილი, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

მეტი...

ესტონეთი მზადაა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის – მედია

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების რაოდენობის დრამატული ზრდა მოსკოვის მიერ ორკესტრირებული “უხეში ჰიბრიდული თავდასხმის” ნაწილია – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცადა. მისი თქმით, შესაძლოა ქვეყანამ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტოს. მაგნუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ერი “მზად არის რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის”, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება. მზარდი კრიზისი, დასძინა მან, “კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაში არ იბრძვის; არამედ საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებს”. ამავდროულად, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მთავრობა გეგმავს გაუმკლავდეს საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის პოტენციურ ზრდას მას შემდეგ, რაც ფინეთმა სამშაბათს დახურა რუსეთთან ყველა…

მეტი...

რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი ბოდრუმთან მოკლული და ზეწრებში გახვეული იპოვეს

რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი პოპულარულ თურქულ კურორტ ბოდრუმთან მოკლული და ზეწრებში გახვეული იპოვეს. მათი ცხედრების თოკებით იყო შეკრული და ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის  დაშორებით გადაყრილი. ეჭვმიტანილზე, 45 წლის ანდრეი კუსლევიჩზე საერთაშორისო დევნა გამოცხადდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავს პოლიციას 42 წლის ირინა დვიზოვასა და მისი 15 წლის ქალიშვილის დაიანას ცხედრები. ახლობლების განცხადებით, მათ დედა-შვილთან კონტაქტი არ ჰქონიათ და პოლიციამ მათი ბოდრუმის ვილის დივანზე სისხლი და მამაკაცის ნაკვალევი აღმოაჩინა. ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს, მანქანა მივიდა გორაზე, საიდნააც გადააგდეს მათი ცხედრები. ორივეს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობებით. დაიწყეს ირინას ყოფილი ქმრის ძებნა, რომელიც…

მეტი...

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხორებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით…

მეტი...

კობა კობალაძე აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმზე იმყოფება

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში_ აბუ-დაბიში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრო; აღნიშნული საერთაშორისო დონის ღონისძიებაში, რომელიც 4 დეკემბრამდე გასტანს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამხედრო სამსახურის დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე მზრუნველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას; კობა კობალაძე, ფორუმზე, ,,TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბონი ქეროლის ოფიციალური მიწვევით იმყოფება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ქალბატონ ბონი ქეროლსა და ფორუმის ორგანიზატორებს, მიწვევისთვის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“, ნუ ჩაერთვება ხოლმე მათ სპეკულაციურ კამპანიებში – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება ხოლმე „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალურად უნდა მიიღონ მონაწილეობა ემიგრანტებმა. „აქაც რეალურად, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიაში. რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს ექნებათ სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის საშუალება, ეს იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშიფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“…

მეტი...

ყირიმის დაბრუნება შეიძლება, უფრო იოლი იყოს, ვიდრე ოკუპირებული დონბასის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება შეიძლება, უფრო იოლი იყოს, ვიდრე ოკუპირებული დონბასის. მისი თქმით, ყირიმში საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა, ამიტომ ნახევარკუნძულის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება შესაძლოა, უფრო იოლი იყოს, ვიდრე დონბასის, რომელსაც 10 წელია, რუსეთის მართავს. „შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ჩვენ ტერიტორიები უფრო ადრე დავუბრუნოთ, ვიდრე იქ მცხოვრები ხალხი. ასე შეიძლება მოხდეს. მაგალითად, დონბასი, ხალხი იქ 10 წელია, ცხოვრობს, ცხოვრობს სხვა სივრცეში და ეს გრძელი პროცესია. შეიძლება, სხვადასხვანაირად მოხდეს. მე ვფიქრობ, უფრო რთული იქნება დონბასის საკითხი. მე პარტნიორები ოდესღაც მეუბნებოდნენ, რომ თითქმის შეუძლებელია, უკრაინამ დაუბრუნოს ყირიმი…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დღიდან არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი – მამუკა მდინარაძე

მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დღიდან არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი. აქვს ბევრი ფული, გავლენები პოლიტიკაზე და თავისივე პირით აღიარა, რომ გავლენები აქვს ტელევიზიებზე, ფლობს ტელევიზიებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ასეთი წამოცდენები ძალიან კარგია, რადგან ბუნებაში რაღაც სიმართლე რომ არსებობს, ის არ იმალება”. „მგონი, „არტარეა“ ისედაც ვიცოდით და „ტვ პირველზე“ ასეთი აღიარება ჯერ მოსმენილი არ გვქონდა. ხაზარაძემ თქვა, რომ მასზე იყო დამოკიდებული სარედაქციო პოლიტიკა და არ შეუცვლია, პრინციპულად დადგა, ეს ნიშნავს აღიარებას ერთი მხრივ. პრინციპებზე იყო გონებით გადართული, რომ მე პრინციპული კაცი ვარო, ამის თქმა უნდოდა,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება. პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას პოლიციის ავტომანქანა შეეჯახა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას პოლიციის ავტომანქანა შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს  Facebook-ზე გიორგი მუმლაძე ავრცელებს. გავრცელებული  ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმი და მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ. ,,საგიჟეთში ვცხოვრობთ, ილიაუნის წინ, ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას შეეჯახა პოლიციის შკოდა, რომელიც მარჯვენა მხრიდან, მარცხენას მიმართულებით ოთხ საგზაო ზოლს კვეთდა დარღვევით! პოლიციელი გადმოვიყვანეთ გამვლელებმა, რაიმე მძიმე დაზიანება არ აქვს, გონება ჰქონდა დაკარგული, ეხლა კონტაქტურია სასწრაფოს ექიმს და მძღოლსაც მცირე დაზიანებები აქვთ. საბედნიეროდ არც ერთ მათგანს რამე სერიოზული არ სჭირს  კანონზე “მაღლა დგომის განცდას” მოაქვს უბედურებები!” – წერს მუმლაძე.

მეტი...

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრება სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რომ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალს არ დაესწრება შეხვედრაში სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო. შიმონ შინკოვსკის თქმით,  ლავროვის მონაწილეობის გამო შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს. მისი განმარტებით, რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე და მისთვის მიუღებელია, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს შეხვედრაში, რომლის მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება. ორდღიანი მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში დღეს იწყება.

მეტი...

2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 026 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 146 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 7.2 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 273, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში შვიდი შემთხვევა. 2023 წლის ოქტომბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 323 შემთხვევა; მუქარა – 234 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა; ძალადობა – 180 შემთხვევა; გაუპატიურება – 20 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 8…

მეტი...

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.

მეტი...

რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა, დაგვეხმაროს და გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები – სალომე ზურაბიშვილი

რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, დაგვეხმაროს და გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება, მხოლოდ ერთი ცენტრი იყოს საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს დიდ ქვეყნებში. ,,დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა. სულ მაწუხებდა ეს, რადგან იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს, რამდენად არასერიოზული ასახვა არის შედეგებზე იმისა, თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც. მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში, ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრებს გარეთ, მათ…

მეტი...

,,კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა საუბარი”- სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“ და  “აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“. „მე არაერთხელ მილაპარაკია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებიც ერთმანეთს არ შეებრძოლებიან. ამის მაგალითია მთელი ევროპა“, – განაცხადა შამბამ. მისი თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან” ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულადაა განწყობილი. „ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა,…

მეტი...

ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, ერთ-ერთ ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ათი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწმალა. მედიის ცნობით,  ჰოსტელი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იყო მოწყობილი. პოლიციის ცნობით, შენობაში სამოცზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 59-მა ადამიანმა ჰოსტელის დატოვება დროულად მოასწრო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში –  ავტომობილი მოტოციკლის მძღოლს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში –  ავტომობილი მოტოციკლის მძღოლს დაეჯახა. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.   წყარო: პრაიმტაიმი

მეტი...

ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა – მედია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს. ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, ქვეყნის დატოვებამდე იგი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა. ,,პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად რუსეთის ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოსა, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი”, – წერს ბლინკენი.

მეტი...

დონეცკის რაიონში დაბომბვისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ექვსი თვის ბავშვი დაშავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ექვსი S-300 რაკეტით შეუტიეს. მისი თქმით, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, კიდევ 5 ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ. მისივე ცნობით, დაშავებულია 4 ბავშვი. დაშავებულებს შორის არის ოჯახი ორი შვილით – 16 წლის მოზარდი და ექვსი თვის ბავშვი. ,,ერთ-ერთი ჭურვი იმ სახლის ეზოში აფეთქდა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა ორი შვილით. დაბომბვის შედეგად დაინგრა სახლის სახურავი და კედლები, ოჯახი კი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. კაცს, რომელსაც ხელში სისხლიანი ბავშვი ეჭირა, ნანგრევებიდან თავის დაღწევაში პოლიციის ექთანი დაეხმარა. ექვსი თვის ელის სიცოცხლეს საფრთხე არ…

მეტი...

ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა – რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე არა ბულგარეთის, არამედ საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. ბულგარეთმა რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეშვებაზე უარი უთხრა, რადგან ბორტზე  მარია ზახაროვა იმყოფებოდა. ბულგარეთის მთავრობის განცხადებით,  რუსული დელეგაციის ფრენაზე ნებართვა, არ ვრცელდება მარია ზახაროვაზე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციებია დაწესებული და არც დელეგაციის სხვა წევრებზე, რომლებიც ბრიუსელს „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი. ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები სკოპიეში თურქეთისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ.

მეტი...