“თითქოს სათამაშო იარაღზე იყო საუბარი, მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისკენ“ – პაპუაშვილი ბლოგერის დაკავებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  შალვა პაპუაშვილმა სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. პაპუაშვილის განცხადებით, ფაქტის შესახებ ოპოზიცია და ენჯეოები მოტივირებული არიან სიყალბე გაავრცელონ.

„ნახეთ, რომ გუშინ დაკავება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რის საფუძველზე მოხდა – იარაღის, თუ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის საკითხი, თუმცა ვიცით სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. არ ვიცი, რა დავარქვა, მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. ასეთი პროპაგანდის დონე, რომელიც გუშინ ვიხილეთ „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, რომ ასე არასერიოზულად აქციონ საკითხი, მგონი, აჩვენებს, რამდენად მოტივირებულები არიან სიყალბის გავრცელებისკენ, მათ შორის, ზოგიერთმა არ მიიღოს რეალობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები