იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ განაწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, სამი წლის ვადით დანიშნული 26 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ განაწესა. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით თანამდებობაზე უვადოდ განწესდნენ მოსამართლეები: ბარამიძე ია – ოზურგეთის რაიონული სასამართლო ბერეკაშვილი ქეთევან – გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გოგალაძე ირმა – ხაშურის რაიონული სასამართლო გოგატიშვილი ნინო – გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გოგოლაძე ირინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ეპიტაშვილი თეონა – თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია ვარდანიძე გვანცა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვატიტაძე გრიგოლ – თელავის რაიონული სასამართლო ზათიაშვილი ვერიკო – თელავის…

მეტი...

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძებნილი პირი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ექსტრადიციის მიზნით, 2023 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალი აშშ-ში ტეხასის შტატში 2017-2021 წლებში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და სხვა დანაშაულების ჩადენაში ედება. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ძებნილ პირს 2023 წლის 1…

მეტი...

წმინდა სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება: ა.წ. 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).  სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. შემდეგ მისმა…

მეტი...

ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა. ბერბოკი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება. ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან სომეხი ლტოლვილების მიღების ცენტრს.

მეტი...

,,მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები” – სააკაშვილი

,,მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები”. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. ,,მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ღაზის თავზე მძევლებს ეძებენ

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები ღაზის თავზე მძევლებს ეძებენ. ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურად, განაცხადეს, რომ ფრენები ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თვითმფრინავები – უიარაღო MQ-9 Predators – ძირითადად მოქმედებდნენ სამხრეთ ღაზაში. ფრენების ნაწილი მაინც დაფიქსირდა Flightradar24-ზე. ცნობისთვის, MQ-9 Predator თვითმფრინავები გამოიყენებოდა აშშ-ს სამხედროების მიერ ერაყში, ავღანეთსა და სირიაში და ასევე გამოიყენება სამეფო საჰაერო ძალების და იტალიის სამხედროების მიერ.

მეტი...

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს მიიღო. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კანონი “მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას”. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.

მეტი...

სამგორში, დროებით მოწყობილ საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა

სამგორში, სერგო ჯიქიას ქუჩაზე მდებარე შენობაში დღეს ხანძარი გაჩნდა. როგორც ირკვევა, შენობაში დროებითი საბავშვო ბაღია მოწყობილი. შემთხვევის დროს, მცირეწლოვნებიც შენობაში იმყოფებოდნენ. დაშავებული არავინაა, რადგან ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა. ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ უკვე 9 თვეა ავარიულობის გამო დახურულია 37-ე საბავშვო ბაღი, რომელსაც 600-მდე აღსაზრდელი ჰყავდა. ბავშვები კი სწორედ იმ სივრცეში  გადაიყვანეს, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა.  

მეტი...

ლაზერშოუ ჰუანგოშუს ჩანჩქერზე – რეპორტაჟი ჩინეთიდან

პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერი ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

მეტი...

პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ბრალდება კიდევ ხუთ პირს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ბრალდება კიდევ  ხუთ პირს წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023  წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში,  ბრალდებულები –  – ბ.ჩ., თ.ქ., ა.ჩ., თ.ე., დ.ფ., ბ.რ. და ე.ნ. ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას  – 810 300 ამერიკული დოლარის, 110 ევროს და 6500 ლარის ოდენობით. ვინაიდან, ბრალდებულები თავს არიდებენ საგამოძიებო…

მეტი...

ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის პარტიაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მელიას გასვლა – მიხეილ სარჯველაძე

როგორც ჩანს, გადაწყვეტილია პარტიიდან ნიკა მელიას გასვლა და შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა, – ასე ეხმაურება  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, სააკაშვილს რომ პრინციპი ამოძრავებდეს, ამ განცხადებას ადრე გააკეთებდა. „მგონი, ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის პარტიაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული. ხვდება, რომ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია, პარტიიდან მელიას გასვლა და შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა. დიდი ხანია, მათ პარტიაში ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დასუსტება მიმდინარეობს და მას რომ პრინციპი ამოძრავებდეს, ამ განცხადებას ადრე გააკეთებდა და არა ახლა, როცა პრაქტიკულად გამავალ დერეფანშია მელია. როგორც…

მეტი...

ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა – არესტოვიჩი

ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხელს არ შეუიშლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში. „პარტნიორების მიწვევით საზღვარგარეთ ვიმყოფები, სადაც ბევრ შეხვედრაზე მთავარი სპიკერი ვარ. რისკები საკმარისად ბევრია. რა არ მიწოდეს, გამცემიდან დაწყებული, სისხლის სამართლის დამნაშავით დამთავრებული. არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ აღძრულია უმაღლესი რადას დეპუტატების მიერ და ეს აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა. ყველაფერი ამის ცვლილებაა საჭირო. რისკებს ვაფასებ ფხიზლად, სრულიად არ მეშინია. აღძრული სისხლის სამართლის საქმეები…

მეტი...

,,ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით”- ლაშა ხუციშვილი

ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებები. „თანხები, რომელიც მობილიზებულ იქნა საქართველოს ბიუჯეტში, იმის შედეგია, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ თუ ბოლო 3-4 წლების შედეგებს შევაფასებთ, საგადასახადო შემოსავლები საქართველოში ფაქტობრივად გაორმაგებულია. დაახლოებით 11,5 მლრდ ლარიდან, 22 მლრდ ლარზეა ასული. გადასახადების წყარო არის ის ეკონომოკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში…

მეტი...

შოტლანდიის პირველი მინისტრის ოჯახის წევრებმა ღაზის სექტორი დატოვეს

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ჰამზა იუსაფის ოჯახის წევრებმა ღაზის სექტორი დატოვეს. როგორც იუსაფისა და მისი ცოლის, ნადია ელ-ნაკლას ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, მათ ღაზა რაფაჰის გამშვები პუნქტიდან დატოვეს. “ბოლო ოთხი კვირა იყო ნამდვილი კოშმარი ჩვენი ოჯახისთვის, მადლიერები ვართ ყველა ნუგეშისთვისა და ლოცვისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოდან მივიღეთ, ასევე შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

საგიჟეთი აქვს ოპოზიციას, რა ქნან, როგორ „გაიპრავონ“ თავი არ იციან, ახლა რომ წერილს აგზავნიან ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სად იყვნენ – ირაკლი ზარქუა

საგიჟეთი აქვს ოპოზიციას, რა ქნან, როგორ „გაიპრავონ“ თავი არ იციან, ახლა რომ წერილს აგზავნიან ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სად იყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ”მაშინაც მავნებლობდნენ, ახლაც.” „ქალ ოპოზიციონერთა პოზიცია საერთოდ სიახლეა. მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ ან ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის და იღწვის კანდიდატის სტატუსისთვის. ერთი სიტყვით, საგიჟეთი აქვს ოპოზიციას. რა ქნან, როგორ „გაიპრავონ“ თავი არ იციან. ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სად იყვნენ. სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ, მაშინ სად იყვნენ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება თუ რა ჩამოყალიბდა ახლა.…

მეტი...

ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას – 2012 წლამდე ამ ადამიანებს არავითარი ყურადღება არ ექცეოდა – ღარიბაშვილი

მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ამ ადამიანებს არავითარი ყურადღება არ ექცეოდა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის, არის ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და ეს პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე. ასევე, საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. ეს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია,…

მეტი...

,,დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში, მაგრამ ევროპა ძალით წაგვათრევს მაინც ევროპაში, უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში”- მიხეილ სააკაშვილი

,,დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში, მაგრამ ევროპა ძალით წაგვათრევს მაინც ევროპაში, უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. ,,საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში, იმ ბანაკში აღმოჩენილი პოლიტიკურად სადაც არის ჰამასი, რუსეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ევროპა ძალით წაგვათრევს მაინც ევროპაში, უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ახლა ყველაფერი უფრო ნათელი გახდა, შავი და თეთრი ნათელი გახდა, ბოროტი და სიკეთე ნათელი გახდა, ასე ნათელი არ ყოფილა ეს არასოდეს”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

თუ შიგნიდან გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც გააკეთოთ – მიხეილ სააკაშვილი

,,თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთიანობის მომხრეა ყოველთვის ყველაფერში. ,,მინდა, გითხრათ შემდეგი რამ, მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები, თუ ეს საქართველოს ინტერესს ეხება. მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება, ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გარეთ,…

მეტი...

,,რატომ უნდა ვიყო მე საპატიმროში?, ისინი რესტორნიდან რესტორანში დაიარებიან”- მიხეილ სააკაშვილი

,,რატომ უნდა იყვნენ თქვენი დედები უცხოეთში და რატომ უნდა იყვნენ თქვენი მამები ჩამოშორებული ოჯახებს, რატომ უნდა ვიყო მე საპატიმროში? ეს ერთი და იგივე უსამართლობის ნაწილია, ისინი რესტორნიდან რესტორანში დაიარებიან, დასრიალებენ,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით მიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, პოლიტპატიმარია. ,,მინდა ვუთხრა ევროკავშირის სამიტს ჩემ მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობა. რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტპატიმარი, რაც ხდება ჩემს თავს არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილია, რომელიც ხდება ჩვენი სამშობლოს თავს, იმიტომ, რომ დრეს უსამართლობა ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გადალახვა…

მეტი...

სანამ რუსეთი უკრაინას არ დატოვებს, მოლაპარაკების წარმოებას აზრი არ აქვს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, სანამ რუსეთი უკრაინას არ დატოვებს, მოლაპარაკების წარმოებას აზრი არ აქვს. ,,რუსეთმა უკრაინა უნდა დატოვოს, სანამ ეს არ მოხდება, სანამ ის [რუსეთი] ამის გასაკეთებლად მზად არ იქნება, აზრი არ აქვს რაიმე მოლაპარაკების წარმოებას”, – განაცხადა კულებამ.

მეტი...

საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც – 10%-იანი ზრდა არის ჩადებული – ირაკლი ღარიბაშვილი

2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი.  27 მილიარდ 800 მილიონ ლარში  გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც და ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის ჩადებული. „ზემოაღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტშიც არ იცვლება. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი.  27 მილიარდ 800 მილიონ ლარში  გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის…

მეტი...

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ – პრემიერი

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ, ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. „მომდევნო წელს პენსიონრებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 პენსიონერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ პენსიონრებს გავუზარდეთ 500 ლარამდე, 2012 წელს იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,-  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

მივიღეთ გადაწყვეტილება, სათამაშო ბიზნესს გადასახადები გავუზარდოთ – ირაკლი ღარიბაშვილი

2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა,  ასევე, 25 წლამდე მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში.   ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესიდან დამატებით 400 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.   „გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგენთ ახალ ინიციატივას, რომელიც ახლა მინდა, რომ საზოგადოებას გავაცნო. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის  განაკვეთები უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %- ით, დღეს მოქმედი 2%-ის  ნაცვლად. ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს. აქვე მინდა ერთის მხრივ გაკვირვება გამოვხატო, მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი…

მეტი...

ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი – პრეზიდენტი

გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას. “გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გუშინ ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს და ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.

მეტი...

,,ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსია“- პუტინი სანქციების ახალი პაკეტის შესაძლო დაწესებაზე

ვლადიმერ პუტინი ეხმაურება დასავლეთის გეგმას, რომ შესაძლოა, რუსეთში წვრილმანი საქონლის შეტანა აიკრძალოს. მისი თქმით, ევროპის დიდი ქალაქებიდან რუსეთში ბაღლინჯოების ექსპორტის უფრო მცირე შანსი იქნება. „ალბათ რაც ნაკლები ნაგავი, მით უკეთესი. ევროპის დიდი ქალაქებიდან აქ ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ცნობისთვის, რამდენიმე ევროპული ქალაქი, მათ შორის პარიზი, ბოლო თვეების განმავლობაში ბაღლინჯოების გამრავლების საწინააღმდეგო ზომებს იღებს.  

მეტი...

არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ასე რომ, საგანგაშო არაფერია – კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

„არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხებოდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, თავად პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ყველა თვალსაზრისით მძიმე იქნება, გარდა ამისა, გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს. „არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია.…

მეტი...

,,კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად”- ქალი დეპუტატები ლაიენს მიმართავენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სჯერათ, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან  დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის  კეთილდღეობისთვის. „ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90% საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობასსტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ისტორიულად, ისევე როგორც თანამედროვე დროს ქართველმა ხალხმა არაერთხელ…

მეტი...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს. უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, სპეციალური სამსახური მუშაობს, მაგრამ ძალიან სწრაფი შედეგები მოსალოდნელი არ არის. „მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ფრაზასთან – „უსაფრთხოების სამსახური არაფერს აკეთებს“. უსაფრთხოების სამსახური მუშაობს. სხვა საქმეა, ყველას რომ სურს ძალიან სწრაფი შედეგი, ისე, რომ ეს დღეს მოხდეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.  

მეტი...

ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, რეალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა ის მოთხოვნები, რაც იყო დასახელებული – 12-პუნქტიანი გეგმა და დამატებითი მიმართულებები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, რადგან თუ რომელიმე ქვეყანას…

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა  ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა  ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა. ლევან ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით. „ფილმში „თოჯინები იცინიან“ არის სევერიან წივწივაძე, მუდმივად რომ სათამაშოებზე ლაპარაკობს, ხომ იცით? ეს არის ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა: „ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება, პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“.მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“.

მეტი...

დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ – გურამ მაჭარაშვილი

დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ, დარწმუნებული ვარ, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მოცემის საბოტაჟირებისთვის თავად ოპოზიცია იბრძოდა. „კანდიდატის სტატუსის მოცემის საბოტაჟირებისთვის თავად ოპოზიცია იბრძოდა, რაზეც თავად ისაუბრა. დიდია ალბათობა, რომ სტატუსს მოგვცემენ, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მათ რადიკალიზმისთვის აღარ გამოადგებათ. ოპოზიციის ნაწილი, ვინც ბრიუსელში დადიოდა აშავებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციას არასამთავრობო სექტორმა გადაასწრო, რომელთაც პირდაპირ აღიარეს, თურმე საქართველოში დემოკრატიის ნიშნები არ არის, დემოკრატიული ინსტიტუტების არ მუშაობს, მაგრამ საქართველოს სტატუსი მაინც მიეცითო. სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორის…

მეტი...

რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა შეიძლება მაშინ, თუ უკრაინა მიიღებს გარანტიებს არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც – არესტოვიჩი

რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინა მიიღებს გარანტიებს არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ამაზე საუბარი იყო მალტაზეც. „რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ უკრაინა მიიღებს გარანტიებს. მათ შორის პრეზიდენტიც ამბობს, რომ ჯერ უნდა მივიღოთ გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებისგან და არა მხოლოდ დასავლეთისგან. ამაზე საუბარი იყო მალტაზეც და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მოლაპარაკებები. გარანტიების გარეშე არანაირი აზრი არ აქვს. გარანტიების მოცემითაც კი, არ არსებობს გარანტია, რომ პუტინი ბოლომდე შეასრულებს ამ…

მეტი...

ღაზაში “ჰამასის” კიდევ ერთი მეთაური მოკლეს

ღაზაში “ჰამასის” კიდევ ერთი მეთაური მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მუსტაფა დალული,  ტერორისტული დაჯგუფების საბრა თელ ალ-ჰავას ბატალიონის ლიდერი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა მუსტაფა დალულის მოკვლა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის დახმარებით შეძლეს. მათივე ცნობით, დარტყმები განახორციელეს “ჰამასის” ობიექტებზე.  

მეტი...

ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის – პრემიერი

ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო და მსოფლიო დგას. „ამ თარიღს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებლის − სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ფასეულობებისადმი, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა. დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი…

მეტი...

შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის – რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. ,,დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო…

მეტი...

ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის ვანებიც აღარ უშველის – მაჭარაშვილი

ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის ვანებიც აღარ უშველის. ვანები მათ იმაში უშველით, რომ არჩევნების პირწმინდად წაგებას შეაგუებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას არაფერი უშველის, გარდა იმისა, რომ ტაქტიკა შეცვალოს. „ელექტრონულ არჩევნებს ხან აგინებენ, ხან ამბობენ, რომ დემოკრატიის შუქურაა, ხან დამანგრეველია დემოკრატიისთვისო. მათი რეალური განცდაა, რომ არჩევნები წააგეს და უნდათ, ხან ემიგრანტებს ჩაებღაუჭონ, ხან რადიკალიზმის სხვა სეგმენტი შემოაგდონ. ოპოზიციას არაფერი უშველის, გარდა იმისა, რომ ტაქტიკა შეცვალოს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოებასთან. საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად, ლანძღვა-გინებით არ უნდა იყვნენ დაკავებული. ელექტრონული…

მეტი...