მორიგი თავდასხმა – კიდევ ერთი აქტივისტი სცემეს

„მხარი მაქვს ამოვარდნილივით, თავზე მეორე თავი გამომეზარდა, ცოტა მტკივა, ისეთი არაფერია, რაც არ მომირჩება, მგონი თითი მაქვს ამოვარდნილი. ბარიგას მეძახდნენ,“ – ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა საუბრობს და მასზე თავდასხმას იხსენებს. ამ წუთებში მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება. ადგილზე კი სამართალდამცველები იმყოფებიან. „მანქანის უკან იყვნენ დამალულები, აქეთ რომ გადმოვედი, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა, წამაქცია და მერე ფეხით შემდგნენ, მერე გაიქცნენ,“ – ამბობს ყურუა

მეტი...

“საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს”- მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობის, მაგრამ ამისთვის მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს. მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს ცნობები ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და გამოძიებისკენ მოუწოდა. “ღრმად შეწუხებულები ვართ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს და მისი წინ წაწევის ქმედებებს. ვიცით შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამას ვგმობთ და დამოუკიდებელ, სრული და დროული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. და უფრო ფართო კითხვაზე პასუხად ვიტყვი,…

მეტი...

ჩხრეკა დასრულებულია, აბაშიძე დააკავეს

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენმე წუთiა დასრულდა. სამართალდამცველებმა აბაშიძე გამოიყვანეს და პოლიციის მანქანით განყოფილებაშi გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის უცნობია სად გადაიყავნეს ის, თუმცა, როგორც ადვოკატმა განაცხადა ის დააკავეს. ადვოკატის თქმით, მათ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვის შესაძლებლობა არ მისცეს. მეორე ოთახიდან კი გაურკვეველი ნივთები გამოიტანეს, რომელთანაც აბაშიძეს შეხება არც ჰქონია. მისივე თქმით, ჩხრეკას არავინ დასწრებია და არც ადვოკატი შეუშვეს. ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულს უკანონო იარაღის შენახვას ედავებიან. პარალელურად, დაკავებულის ძმა აცხადებს რომ ის იყო სამხედრო მიმართულების ექსპერტი და სახლში ჰქონდა სანადირო თოფი და კიდევ სხვა იარაღი, რომელიც მის…

მეტი...

“პასუხს არავინ გვცემს, ადვოკატს არ უშვებენ“- რა ხდება ბლოგერი სახლთან

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, რომელიც სავარაუდოდ დააკავეს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები იმყოფებიან მის სახლშიც. როგორც აბაშიძის ძმა ამბობს, ოჯახის წევრებს და ადვოკატს სახლში არ უშვებენ. “მეზობელმა დაურეკა ოჯახის წევრს, რომ რაღაც ხდებაო და იქნებ მოხვიდეთო, თორემ ისე საერთოდ ვერ გავიგებდით. პასუხს არავინ გვცემს რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი, არც ორდერი წარმოუდგენიათ. მოვიდა ადვოკატი და მასაც არ უშვებენ. მაჩვენონ მაინც, ჩემს ძმას სიცხე ჰქონდა ბოლო ორი დღეა, ავადაა და მინდა ვნახო, რომ ჯანმრთელადაა. მითხრან სად გადაჰყავთ მაინც. უჩაზე ღია ადამიანი აღარ არსებობს, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც, ღიად სწერდა, ყველამ იცოდა…

მეტი...

„საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას“- პრეზიდენტი

საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. მისი თქმით, საქართველო სინდისითა და ყოველგვარი ღირსებით აღსავსე შევა ევროპაში. „დღეს გაგვიჩნდა მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს…

მეტი...

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია“- ელჩი

საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია – წინ საქართველო, წინ! – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩმა მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ევროპის დღე მიულოცა. სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასდროს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორც შეიძლება მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო. ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს“. წინ…

მეტი...

თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

„საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს. ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. 1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დაფუძნებას.

მეტი...

„პოლიცია სახლში შეუვარდა, არ არეკინებენ ადვოკატთან“, – თბილისში ბლოგერი დააკავეს

ბლოგერი და ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე უჩა აბაშიძე, სავარაუდოდ,  დააკავეს. როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ აბაშიძე პოლიციამ სახლიდან აიყვანეს და  მას ადვოკატთან დარეკვის საშუალებას არ აძლევენ. „უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან. მეტი ჯერჯერობით მეც არაფერი ვიცი. სახლში არის ჯერ კიდევ, პოლიციაც იქაა, არც გამომძიებლის კონტქტი და არაფერი არსებობს. ტელეფონთან წვდომა ისევ არ აქვს. მედია იქაა (ნაწილი გზაში), მხარდამჭერები და მეგობრებიც მიდიან. აბაშიძის 22 “- წერს დოდო ხარხელი სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

„ევროკავშირის გაფართოება საქართველოსთან ერთად, თუ მის გარეშე დამოკიდებულია ქართველ ხალხზე“- ელჩი

„ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ამ წლის ბოლოს გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. „ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენ გელოდებით. გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და…

მეტი...

„კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან რამდენიმე თვეში გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა“- ევროკავშირის ელჩი

„რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ელჩის თქმით, მათ სურთ, რომ საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს. „საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე. შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო მომავლის…

მეტი...

„ვხედავ ძალადობას: ოპონენტების ცემას, დაშინებას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს“- პრეზიდენტი

“ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები , – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, არ აყვება პროვოკაციებს, თუმცა არ დანებდება. „ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, მაგრამ ამას არაფერი აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები. დაბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ, სწორედ ეს არის ამ ძალადობის გამოხატულება.…

მეტი...

სააკაშვილმა საფრანგეთში საქართველოს ელჩს საქციელი მოუწონა

„მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს“- წერს მიხეილ სააკაშვილი. ის ასევე წერს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს ბელორუსს გაუტოლდა. “მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს. ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად. დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის…

მეტი...

„დაშინება, მუქარები, ძალადობა არ არის დემოკრატიის ნაწილი“ – ევროკავშირის ელჩი

„სამწუხაროდ, საქართველოში უკიდურესად ღრმა პოლარიზაციაა, ამას ყოველ საღამოს ტელეეკრანებზე ვხედავთ. მივიღეთ ცნობები დაშინების შესახებ, სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა ხალხთან განხორციელდა მუქარისშემცველი სატელეფონო ზარები. ვხედავთ ძალადობას, ცემას, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მოვლენების ადგილი არ არის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს“ – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა მედიასთან გააკეთა. როგორც პაველ ჰერჩ ინსკი აღიშნავს,  დაშინება, ძალადობა უნდა შეწყდეს. „ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მკაფიო – დაშინების, მუქარის, ძალადობის ნებისმიერი ფორმა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერ გარემოებაში აბსოლუტურად მიუღებელია. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო ის, რაც გენერალურმა დირექტორმა ხერტ იან…

მეტი...

„425 ევროპარლამენტარს სურს ევროკავშირის შესახებ ანა-ბანა აუხსნას“- ევროპარლამენტარი პაპუაშვილს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ  განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია. ევროპარლამენტარი მოუწოდებს პაპუაშვილს,დაასახელოს ის ევროკომისიის წევრი, რომელიც მას ეუბნება, რომ ევროპარლამეტარებს ყურადღება არ მიაქციოს. „გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან, ვინაიდან, 425 ევროპარლამენტარს, რომელთაც ხმა მისცეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას, სურს ევროკავშირის შესახებ ანა-ბანა აუხსნას. თუ ” ქართული ოცნება” ისევ იტყუება, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც პირობა დადეს, რომ რუსულ კანონს არ დააბრუნებდნენ? შეხსენება: ეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაა, რომელიც ევროპარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო ხმების 88,54%-ით. სრული ციფრებით: 425-მა მხარი დაუჭირა, 25 წინააღმდეგ…

მეტი...

„დაშინება, მუქარა, მიუღებელია“ – ევროკავშირი

ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოში მიმდონარე პოლიტიკურ პროცესებსა და ძალადობაზე განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს მიუღებელია. „დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება”- აცხადებს ნაბილა მასრალი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი.  

მეტი...

„არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს“ – ევროკავშირის ელჩი

“ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან, პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განვიხილავთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ კანონის არ მისაღებად, რათა შედეგების განხილვა არ მოგვიწიოს“ – ეს განცხაება ევროკავშირის ელჩმა მედიასთან გააკეთა. როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, კანონის მიღებით არ სურს, რომ ქართველი  ხალხი დაისაჯოს. „კანონის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრს სახელმწიფოსთან ერთან, მოუწევთ რეაგირება.  გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ. არ მინდა, რომ…

მეტი...

“კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა მოგვარდება. „მეამაყება, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ამავდროულად, ნამდვილად შეშფოთებული ვარ, ბოლო დროის მოვლენებით, რომლებმაც რაღაცები უსარგებლოდ გაართულა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ წინ წავიწიოთ. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და ევროპული ინტეგრაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდეს, გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასე რომ, უნდა დავეწიოთ,ეს ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რათა ეს მოხდეს. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. მისივე…

მეტი...

სანაპიროზე ავტომობილი დაიწვა – რა ხდება ადგილზე

სანაპიროზე ავტომობილი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სოციალურ ქსელში კადრებს ,,ჩემი ქალაქი მკლავს” აქვეყნებს. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,ძალადობას ქართველი არასდროს მოიწონებს, ასე იქცევა რუსული რეჟიმი” – ბაია პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, ისინი სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ თითოეულ დაზარალებულს, რომლებზეც გუშინ ღამით იძალადეს. ასევე იმ პირებს, რომლებიც აქციებზე ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ,,ადამიანზე მიპარვით, ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს – ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას, წინა კვირებში გამართულ აქციებსა თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეების გამოვლენას”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მეტი...

,,რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაურის და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს. „შემდეგი დაპირებული თემა: რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაური და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო. „უცხოური ძალის ინტერესების გატარება” ეს არის ფაქტის კონსტატაცია მაშინ, როდესაც ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება! არა თუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი დაფინანსებით ისეთივე საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად ქართულ, ეროვნულ…

მეტი...

,,ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს” – საქართველოს ელჩი საფრანგეთში თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ უკვე მიმართა უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება: ,,ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: „ ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა…

მეტი...

სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეაჩერა

სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეაჩერა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანი ბადალიანი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2023 წლის ნოემბერში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტს სომხეთი არ შეუერთდება.

მეტი...

საით მიდიხარ, საქართველო? – ტოივო კლაარი

საით მიდიხარ, საქართველო?, – წერს X-ზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი. ,,დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებსა და ანონიმურ სატელეფონო ზარებს ადგილი არ აქვს. საით მიდიხარ, საქართველო?”.

მეტი...

,,ყოველგვარი ძალადობა – როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, კატეგორიულად მიუღებელია” – კალაძე

,,რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა – როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა – როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, ბულინგი, მაგრამ ნახეთ აქ რა მდგომარეობაა: როდესაც მაგალითად, „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ (რაც კატეგორიულად მიუღებელია), როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს,…

მეტი...

კომუნისტების არ მეშინოდა, არ მგონია, ორჯონიკიძეების, ორახელაშვილების, ფილიპე მახარაძეების ჩინურმა ვერსიებმა შეგვაშინოს – ჯაფარიძე

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, გია ჯაფარიძე, რომელსაც გუშინ სახთან თავს დაესხნენ საავადმყოფოში რჩება. ჯაფარიძე ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება და მოქალაქეები დაუღლელები უნდა იყვნენ. ,,კარგად ვარ, მაგრამ უკეთესადაც ვყოფილვარ, უფრო უკეთესად ვიქნები. ყველგან მაქვს დაზიანება, ტვინის შერყევა მაქვს. დაჟეჟილობა ბევრ ადგილას და ტვინის შერყევა, ეს არის ჯერჯერობით რაც მაქვს. არაფერი, ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის, ეგ არ არის პრობლემა, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, ეს იყო რაღაც ლაჩრული ჩასაფრებით, რასაკვირველია ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამის არ გვეშინია, ისევ იგივეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, ბავშვი ვიყავი, მაგრამ…

მეტი...

ზელენსკიმ ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ოფიციალურად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოფიციალურად დანიშნა. გადაწყვეტილება პრეზიდენტის საიტზე ოფიციალურად გამოქვეყნდა. იქამდე კი ზელენსკიმ ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ზალუჟნი ელჩის მოვალეობის შესრულებას.

მეტი...

გასულ ღამეს DJ გიორგი შენგელიასაც დაესხნენ თავს

გასულ ღამეს თავს დაესხნენ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა. ნიღბიანი ტიტუშკების სამიზნე დიჯეი გიორგი შენგელია გახდა, რომელსაც კლუბიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ: ,,ბევრი მესიჯი მომდის თუ რა მოხდა. მარტივად და მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ სადღაც 1 საათში როცა მოვრჩი დაკვრას. გარეთ მოხდა ეს შემთხვევა. ფრთხილად იყავით. განსაკუთრებით გვიან ღამე თუ მაინც დააპირებთ გასვლას. შეეცადეთ მარტო არ იყოთ”, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ჯაგებში იმალებოდნენ, რომ მივიხედე უკვე მიჰყავდათ” – თვითმხილველი ახალუბნიდან, მწყემსის გატაცებაზე

სოფელ ახალუბანთან რუსების მიერ გატაცებული პირი, 65 წლის ივანე გერკეულია. რუსებმა გერკეული იმ დროს აიყვანეს, როდესაც სოფლის ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. ,,ძროხა ახალი გამოგდებული იყო, ცოტა პური ვჭამოთო და გამოსაგდებად როდესაც მივიდნენ იქვე, ჯაგებში იყვნენ დამალულები და რომ მივიხედე უკან უკვე მიჰყავდათ. ერთი დავინახე. დიდი ჯაგი იყო იმას იყვნენ მოფარებული”, – ამბობს თვითმხილველი გერგეული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გერკეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.

მეტი...

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები. ,,ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს დოკუმენტირების გარეშე. თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ: 1. მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვალდებულია შეისწავლოს, სახელმწიფო ბაზებზე…

მეტი...

საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია – კრამონი

საქართველოში არსებულ სიტუაციას ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. მისი თქმით, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინების ფაქტებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ის სოციალურ ქსელ X-ზე აზიარებს ლევან ცუცქირიძის, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, რომლის ოფისიც დღეს სიძულვილის კამპანიის სამიზნე გახდა და იქ პლაკატები გააკრეს. ,,ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც, რადგან საჯაროდ მოუწოდებს ინდივიდებზე ძალადობისკენ”, – წერს კრამონი.

მეტი...

,,სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ” – არასამთავრობოები

50 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და გუშინ, 8 მაისის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. ისინი ყველა დაზარალებულს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ: ,,ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას – წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა – აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ”. ხელს აწერენ: ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”…

მეტი...

ბჟანია და გაგლოევი მოსკოვში, 9 მაისის აღლუმს არ დასწრებიან

აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. პრეზიდენტები მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმს არ დასწრებიან. ,,ეხო კავკაზას” ცნობითმ, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ,,ელჩები” – ალხას კვიცინია და ზნაურ გასიევი. ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმს, პუტინის გარდა, მოსკოვში ესწრებოდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის პრეზიდენტები, ასევე სპეციალურად მიიწვიეს ლაოსის, გვინეა-ბისაუს და კუბის ლიდერები. აღლუმს არ დასწრებია სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მოსკოვში გუშინ ჩავიდა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტზე, თუმცა ის აღლუმზე არ დარჩენილა. ღონისძიებაზე არ ყოფილან არც დასავლეთის ქვეყნების ლიდერები. იმყოფებოდნენ მხოლოდ უცხოელი დიპლომატები.

მეტი...

რა გზავნილებით ჩავიდა სი ძინპინი უნგრეთში?!

„ჩვენი უნგრელი მეგობრები ხშირად ამბობენ: „კარგი მეგობარი ოქროზე ძვირფასია“. ახალი ეპოქის ახალ მოგზაურობაში ჩინეთი მოუთმენლად ელის ჩვენს უნგრელ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა დაწერონ მეგობრობის ახალი ისტორიები, გახსნას თანამშრომლობის ახალი თავი და იბრძოლოს ორი ხალხისთვის უკეთესი მომავლისთვის“ – ამ სიტყვებით დაიწყო სი ძინპინმა უნგრული ტურნე. სი ძინპინი უნგრეთში არაერთი გზავნილით ჩავიდა და  მზაობა გამოხატა, სტაბილური განვითარებისთვის. ჩვენმა ორმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს ჩვენი მეგობრობის ტრადიცია და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური საფუძვლები. ძლიერი პოლიტიკური ურთიერთნდობა არის ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების სწრაფი და სტაბილური განვითარების ქვაკუთხედი. უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერა იმ საკითხებზე, რომლებიც მოიცავს ჩვენს…

მეტი...

რუსული კანონის მიღება ევროკავშირის კარს სამუდამოდ ბოქლომს დაადებს – კახა ოქრიაშვილი

რუსული კანონის მიღება ევროკავშირის კარს სამუდამოდ ბოქლომს დაადებს, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი. ,,პრაქტიკულად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში, არანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვექნება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის უკვე გაუქმებულია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც და ის ცხრა მოთხოვნაც, რაც ამ სტატუსთან იყო დაკავშირებული. ქართველმა ხალხმა „ოცნების“ მიერ გაფორმებულ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც თურმე, ყველანაირი ძალადობა „მოსულა“. 2012 წელს “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ძალადობასთან მებრძოლი და ზედმიწევნით სამართლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. გასულმა დღეებმა კი დაამტკიცა, რომ „ოცნება“ არის ძალადობრივი, უსამართლო პოლიტიკური გაერთიანება. „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს…

მეტი...

დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაშია, უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – ენმ

,,ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კლინიკაში რჩება და უტარდება კვლევები. ,,გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, – წერია პარტიის განცხადებაში.

მეტი...

სი ძინპინი ტურნეს უნგრეთში აგრძელებს

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საუკეთესოა ისტორიაში და დაიწყო ოქროს მოგზაურობა“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ტურნეს უნგრეთში აგრძელებს. „ბოლო 75 წლის განმავლობაში ჩინეთი და უნგრეთი დარჩნენ კარგი პარტნიორები მომგებიანი თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ახალ იმპულსს მატებს გლობალური ეკონომიკის აღდგენას. ბოლო 75 წლის განმავლობაში ჩინეთი და უნგრეთი დარჩნენ კარგი მეგობრები და ისწავლეს ერთმანეთისგან. უნგრეთის კულტურის ცენტრი პეკინში წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს. ბუდაპეშტში ჩინეთის კულტურის ცენტრი მალე ოფიციალურად გაიხსნება. უნგრული ენის კურსები მრავალი ჩინური უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაშია“ – აღიშნა სი ძინპინმა. მისივე თქმით, პირდაპირი სამგზავრო ფრენები კვირაში ორნიშნა რიცხვს აღწევს. მიღებულია ზომები ორმხრივი…

მეტი...