„შესაძლოა, ინვესტორისთვის გლდანის ტბის ჩამორთმევა მოგვიწიოს“ – კახა კალაძე

გლდანის თეთრი ტბა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მერიამ, შესაძლოა, ინვესტორს აღნიშნული ადგილი ჩამოართვას. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია, შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა, ეს ტბა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო გაყიდული, დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა, იქ არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. ჩვენ ვერ დაველოდებით, რას იზამს ინვესტორი და ამ საკითხის მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ ეკონომიკურ სამინისტროსთან ერთად, თუ რატომ გასხვისდა, არ ვიცნობ კონტრაქტს და არ ვიცი რა ვალდებულებებით გასხვისდა ტერიტორია, შესაძლოა, ადგილის ჩამორთმევა მოგვიწიოს. არ ვიცნობ…

მეტი...

ლუგელას ხეობაში გაჩენილ ხანძარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

სამეგრელოში, ლუგელას ხეობაში გაჩენილ ხანძარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ეს გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღეს. ისინი ღაზის სექტორში “ისრაელის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციას” აპროტესტებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამინისტრო აღნიშნავს, რო შეშფოთება სიტუაციის შემდგომ ესკალაციასთან დაკავშირებით იზრდება, რაც “პოტენციურად საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მშვიდობას”. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი ელჩის დაბრუნება ,,ომის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებაზე” იქნება დამოკიდებული.

მეტი...

,,პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ” – ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

,,პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს და ავერსის კლინიკიდან გაქქცეულ სამ პატიმარს მიმართავს. ,,გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. გამოძიების და ოპერატიული ღონისძიებების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მეტ დეტალებზე…

მეტი...

თბილისში სასაწყობო სივრცე დაიწვა

თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე ერთსართულიანი სასაწყობო სივრცე დაიწვა, სადაც ავტომობილების ზეთები ინახებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ერგნეთში 7-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში მოლაპარაკებები ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ინციდენტების პრეცენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფორმატში, მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებზე თითქმის 7 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ოფიციალური თბილისის მოთხოვნა ტყვეობაში მყოფი 7 მამაკაცის გათავისუფლება იყო. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე გააპროტესტა ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე სულ 3 ჯერ, მათ შორის ერგნეთში დაფიქსირდა. რაც შეეხება სროლებს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარეობს, სუსის მაღალჩინოსანმა არ დაადასტურა და თქვა, რომ მსგავსი ადგილზე არაფერი ხდება.

მეტი...

ჩრდ. კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა უკრაინის ომში გამოსაყენებლად

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა უკრაინაში გამოსაყენებლად. ინფორმაციას გამოცემა AFP ავრცელებს. მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის პარლამენტის დახურულ სხდომაზე, სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს (NIS) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა აგვისტოს შემდეგ რუსეთს იარაღი მინიმუმ 10-ჯერ გაუგზავნა. “NIS-მა აღმოაჩინა, რომ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი იყო გადატანილი. ანალიზის მიხედვით, ეს საკმარისი იქნება უკრაინაში რუსეთის ომის დაახლოებით ორი თვის განმავლობაში” – განუცხადა კორეის ეროვნული ასამბლეის წევრმა იო სანგ-ბუმმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა რუსეთის რეჟიმს შეიარაღება გაუგზავნა, რამდენიმე კვირის წინ, თეთრმა სახლმაც გაავრცელა. ვაშინგტონის ინფორმაციით, ერთი…

მეტი...

,,ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები არსებობს, რადგან ქვეყანამ ამისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 12 პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული. ასევე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები. „საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებული. იყო დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ასევე, შესრულებულია. გვჯერა,…

მეტი...

„ავერსის“ კლინიკაში, საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

„ავერსის“ კლინიკაში, საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ მოახერხეს პატიმრებმა გაქცევა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

გაბრიელ სალოსის გამზირზე ხანძარია

გაბრიელ სალოსის გამზირზე ხანძარია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ძლიერი დაკვამლიანება ჩანს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას გაუჩნდა ცეცხლი.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი არის კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი – გიორგი ვაშაძე

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კოჭლი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად გადასადგმელი აქვს ნაბიჯი, თუ უნდა, რომ გაემიჯნოს „ქართულ ოცნებას.“ „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად გადასადგმელი აქვს ნაბიჯი, მას თუ უნდა, რომ გაემიჯნოს „ქართულ ოცნებას“, ასე უნდა გააკეთოს. ევროპულ რეზოლუციებშია ეს მიმართვები სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში. „ალდეს“ რეზოლუციაშია შეტანილი ჩვენი ეს მიმართვა, რომ მან შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. პირადი საუბრის დროს, როცა სალომე ზურაბიშვილი შეხვდა მაკრონს, ზუსტად ვიცით, რომ ამ საკითხზე იყო საუბარი და სალომე ზურაბიშვილი როცა არ იწყალებს მიხეილ…

მეტი...

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა 17 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. „ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია ერთიანობა სერბეთის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენ მრავალი ზეწოლის ქვეშ ვიქნებით, როგორც კოსოვოსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის გამო, ისე სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების გამო“, – განაცხადა ვუჩიჩმა. „როიტერი“ წერს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვუჩიჩს მისცემს დამატებით დროს და შესაძლებლობას, გადაავადოს კოსოვოს კავშირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.  

მეტი...

,,ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო”- თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ირაკლი ბერაიასთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. მისი თქმით, ირაკლი ბერაიას სასამართლოში თავის მართლება მოუწევს. „გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაციაზე, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, სახალხო დამცველს მივმართოთ. ასევე ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო. ირაკლი ბერაიას სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება მოუწევს. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ეს კაცი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას…

მეტი...

„ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება, არანაირი „ნაცრისფერი ზონა“- ზელენსკი

„ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება. არანაირი „ნაცრისფერი ზონა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. მისი თქმით, ევროპას სჭირდება ევროკავშირი. „ევროკავშირის საზღვრები ევროპის კონტინენტის საზღვრები იქნება. არანაირი „ნაცრისფერი ზონა“. ჩვენს პოლიტიკურ თაობას შეუძლია ამის უზრუნველყოფა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ ასეთ განსაკუთრებულ მომენტს. ევროპას სჭირდება ევროკავშირი. დაე, უკრაინული ოპტიმიზმი ევროკავშირთან მიმართებაში ემსახურებოდეს უფრო სტაბილურ მომავალს მთელი ევროპისთვის. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მიმდინარე წელს მივაღწიოთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, – წერს ზელენსკი.  

მეტი...

პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში,  ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხნენ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას  – 810 300 ამერიკულ დოლარს, 110 ევროს და 6500 ლარს დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით…

მეტი...

დასვენება ცაში – რეპორტაჟი პროვინციიდან

სოფელი გაოჟაი გუიჯოუს პროვინციის შემადგენლობაშია. აქ   მოსახლეობა 1023 ადამიანს შეადგენს. სულ აქ არის 320 სახლია. მისი  ბუნებრივი უპირატესობებია: მაღალ ეკოლოგიურ გარემოში. აქ ტყით დაფარვის მაჩვენებელი დაახლოებით 70% -ს შეადგენს. მას მიიღებული აქვს ტიტული “პროვინციული ცივილიზებული სოფელი”, “პროვინციული ეკოლოგიური სოფელი” , „ურბანული ეკოლოგიურად ცივილიზებული სოფლები“ ​​და სხვა. სამრეწველო უპირატესობებს რაც შეეხება, სოფელს აქვს კულტურული რელიქვიები და ძეგლები, როგორიცაა ცინგ დინასტიის „ჯარისკაცთა თავშესაფრის გამოქვაბული“ და ათზე მეტი კერძო ფერმის სახლი. აქ მოყავთ თეთრი ჩაი,  მარწყვი, ჩილის სოუსი. აქვს 700-ზე მეტი მაღალი ხარისხის თეთრი ჩაის ქარხანა. ამავე სოფელში მდებარეობს დასასვენებელი ზონა ბანაკების სახით. …

მეტი...

თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან, პატიმრები გაიქცნენ

თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკიდან სამკურნალოდ მიყვანილი რამდენიმე პატიმარი გაიქცა. როგორც ირკვევა, კლინიკად გაქცეულია 3 პატიმარი. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა – ნათელაშვილი

საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება, ევროკავშირის მიმართულებით წინსვლას ვერაფერი დაუდგება. „ვიდრე ოლიგარქის აჩრდილი ტრიალებს ხელისუფლების სიახლოვეს, არავითარი ევროპერსპექტივა ჩვენს ქვეყანას არ ექნება. რამდენიმე კვირა დარჩა ვითარების გამოსასწორებლად, რათა კომპასი გასწორდეს. ამისთვის საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა; დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს; ოლიგარქმა დაშალოს თავისი კრიმინალური პარტია, „ქართული ოცნება“ და თავად ივანიშვილმა ფიზიკურად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამ დარჩენილ კვირებში ეს თუ მოხერხდება, მაშინ…

მეტი...

ხელფასი, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს – ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს

ხელფასი, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს, – ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს. ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს რამდენიმე კითხვას უსვამს. „მინდა, ოპოზიციას, კონკრეტულად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ხალხს, აინტერესებთ პარტიის მხარდამჭერებს: კონკრეტულად, რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში; 1. იმის ფონზე, რომ არ შედგა არავითარი მუშაობა 12 პუნქტთან დაკავშირებით, 12 პუნქტიდან შესრულებულია მხოლოდ სამი, ევროკომისიის დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება, ანუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ვერაფერი გაკეთდება – ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები, ანუ იძულებითი დემოკრატიზაციის მცდელობა…

მეტი...

ღაზის სექტორის დატოვების შესაძლებლობა ყოველდღიურად ორმაგი მოქალაქეობის მქონე 500 ადამიანს მიეცემა

ღაზის სექტორის დატოვების შესაძლებლობა ყოველდღიურად ორმაგი მოქალაქეობის მქონე 500 ადამიანს მიეცემა. BBC-ის კორესპონდენტს პალესტინელმა მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ პირველ რიგში ღაზის სექტორს დატოვებს სერიოზულად დაჭრილი 88 ადამიანი დატოვებს. შემდეგ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. ამ დროისთვის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 7000 ადამიანი იმყოფება.

მეტი...

,,ირაკლი ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა”- მამუკა მდინარაძე

,,ირაკლი ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა, არ არის მარტივი ამბავი”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”მეორე მხრიდან ამ დროს, ათასჯერ უარეს შეურაცხყოფაზე ბოდიშის მოხდა კი არა სინანულის ნატამალიც არ გვინახავს”. ,,როდესაც ადამიანს აღმოაჩნდება იმდენი ვაჟკაცობა, რომ მიხვდება ძალიან გადააჭარბა, ამას არ ვდავობ, არ შეიძლება იმის თქმა, რაც თქვა გუშინ, მაგრამ ამის შემდეგ, მიუხედავად ასეთი ნათქვამისა, მას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა, არ არის მარტივი ამბავი. ისე რომ გამწარდები და ემოციურად იმ დონეზე მიხვალ ისეთ რაღაცას იტყვი, რაც…

მეტი...

,,მე რა მაქ საბოდიშო?!”- ალუდა ღუდუშაური

,,მე რა მაქ საბოდიშო?! ”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით,  ანი წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა. ,,მე რა მაქ საბოდიშო?!  ანი წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას. არაფერი სექსისტური განცხადება არ ყოფილა. აბსოლუტურად,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

მეტი...

არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე – ზელენსკი

არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე, არავის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა. „თაიმი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მიმდინარეობისას აწყდება. სტატიის ავტორის, საიმონ შუსტერის თქმით, აშშ-ში უკრაინის დახმარებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მცირდება და ზელენსკის ბოლო ვიზიტმა მოსალოდნელი შედეგები ვერ გამოიღო. „ომით დაღლილობა ტალღასავით მოდის. თქვენ ხედავთ ამას აშშ-ში, ევროპაში. და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი მათ ცოტა დაღლილობა ეწყებათ, მათთვის ეს ხდება როგორც შოუ: „მე ვერ ვუყურებ ამ გამეორებას მეათედ“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის გუნდის სხვა წევრი კი…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით”- კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის CBS-თან ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ,,სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც “მტრის ენაზე ლაპარაკობენ”. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის წინაპირობას გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი და ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის”, – წერს კარასინი.

მეტი...

როდესაც დეპუტატის გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მექნება რეაგირება – შალვა პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი ეთიკის გარკვეულ ზღვარზე სიარულისგან, ხანდახან გადამეტებებით, რაც საერთო კონტექსტით არის განპირობებული. სამწუხაროდ, ისეთი წრეა, სადაც რთულია შემდეგ ტყუილ-მართალის გარკვევა და მიდის ურთიერთბრალდებები. მე, ჩემი მხრივ, როდესაც გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მექნება რეაგირება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, გუშინ, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას გამოსვლის დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ბერაიას გუშინდელ გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რაც  კრიტიკას შეეხებოდა და ამ ნაწილს უმრავლესობის  წევრები იზიარებენ, თუმცა, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული, გარკვეულწილად ეთიკური…

მეტი...

ექსტრემალური სპორტი პირველი ათასმეტრიანი ხიდიდან

პირველი ათასმეტრიანი ხიდი მთის კანიონზე ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში,  პრეფექტურის დონის ქალაქი ანშუნში მდებარეობს.  ხიდის სიგრძე 2237 მეტრია, სიმაღლე – 370 მეტრი. ბალინგის ხიდი არის დაკიდული ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე ბალინგის ხეობას. ხიდმა  ქალაქ კუნმინგსა და გუიანგს შორის ერთსაათიანი მანძილი 4 წუთამდე შეამცირა. მას ექსტრემალური სპორტის დატვირთვაც აქვს. ერთ-ერთია „ბამჯი ჯამფინგი“. ასევე, დაბალ სიმაღლეზე „დაივინგი“, სიმაღლეზე სრიალი და სწრაფ დაღმართზე დაშვება. „ბანჯი ჯამპინგი“ კი გინესის რეკორდებშია შეტანილი, როგორც ყველაზე მაღალი ნახტომი 370 მეტრის სიმაღლიდან. ხიდის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და მოძრაობა 2009 წელს გაიხსმა.  მშენებლობის ჯამურმა ინვესტიციამ კი 1,48 მილიარდი იუანი…

მეტი...

,,ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს”- ირაკლი კობახიძე

,,ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული ხარვეზები აქვთ”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. ,,ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. თუკი ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიას სწორედ პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ… ამ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული ხარვეზები აქვთ”,- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

დავით ნარმანიამ სემეკში ISO 9001:2015 სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სემეკისთვის მინიჭებული ISO 9001:2015 სტანდარტის ფარგლებში, კომისიის საქმიანობის ხარისხის შესრულების ძირითადი მაჩვენებლებისა და რისკების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, სემეკის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. „სემეკი 2020 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ სემეკის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კომისიაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. სემეკს გააჩნია საერთაშორისო დონის ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის…

მეტი...

,,კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!”- ელისაშვილი ბერაიას

“კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!”, – ამ სიტყვებით  პარლამენტის სხდომაზე “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას მიმართა. „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას. პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა. ,,დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის”- თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია  ”ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს. პლენარული სხდომაზე აქუბარდიამ შალვა პაპუაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ირაკლიბერაია თანამდებობას არ იმსახურებს. ,,ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით – ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, ის არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ მაგრამ დისკრედიტაცია მან რაც წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ, ეს მოუბრუნდა მას და ამით მან…

მეტი...

,,ირაკლი ბერაიამ მოიხადა ბოდიში, მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში”- შალვა პაპუაშვილი

,,ირაკლი ბერაიამ მოიხადა ბოდიში. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და როგორმე ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არ ახსენდება ოპოზიციიდან არავინ, ვისაც აქამდე ბოდიში მოეხადა. ,,რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ბატონმა ირაკლიმ, მე მგონი, ძალიან ცხადად განაცხადა ამასთან დაკავშირებით, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, შინაარსობრივი ნაწილი, რაც შეეხებოდა კრიტიკას, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი მან თქვა, რომ რა თქმა უნდა, იმის ფონზე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი შეიძლება…

მეტი...

ხმაური პარლამენტში – ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ბერაიას გადადგომას ითხოვენ

ხმაური პარლამენტში – ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ბერაიას გადადგომას ითხოვენ.  

მეტი...

ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია როცა იქნება, დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია. „ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა განსხვავებული კუთხით და ჩვენი პასუხი არის ერთი – მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს და შესაბამისად, არც ის არის გამონაკლისი. როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, იგი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი იქნება რეკომენდაცია, ის დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ის არის მსჯავრდებული პატიმარი, მათ შორის კლინიკა „ვივამედშიც“,…

მეტი...

ეგვიპტიდან ღაზაში დაახლოებით 80 სასწრაფო დახმარების მანქანა შედის

ეგვიპტიდან რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზაში  დაახლოებით 80 სასწრაფო დახმარების მანქანა შედის, რათა დაჭრილ პალესტინელ პაციენტებს საჭირო დახმარება გაუწიონ. ღაზის  საავადმყოფოს დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ პაციენტების უმეტესობას ქირურგიული ჩარევა სჭირდება საოპერაციო ოთახებში. აღნიშნული პროცედურა,  ამჟამად ანკლავში არ არის ხელმისაწვდომი.

მეტი...

სარაკეტო თავდასხმას ხერსონის ოლქზე – არის მსხვერპლი

რუსეთმა, გუშინ ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა ხერსონის ოლქის სოფელ ჩაიკინეზე. თავდასხმას 58 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე პროკუდინის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი. ხერსონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სოფელ ჩაიკინეს მიმართულებით, ჯამში 30 რაკეტა 31 ოქტომბრის 10:00 საათზე გაუშვეს, ხოლო სამიზნეებს ოლქის დასახლებების საცხოვრებელი უბნები, სერვისის სადგური და საწყობები იყო.

მეტი...

ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს – პრემიერი

ჩვენი მთავრობის ხედვაა, ძვირფასო მეგობრებო, უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და რომელიც  იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებსა და მათ ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ციხე არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში. „ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა…

მეტი...