ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული და განუხრელი არჩევანია” – თეა ახვლედიანი

,,ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული და განუხრელი არჩევანია”. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა და სრულიად საქართველოს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა. „ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული და განუხრელი არჩევანია, რისთვისაც საქართველოს სახელისუფლებო გუნდი უწყვეტად მუშაობს და ახორციელებს სათანადო ძალისხმევას, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს. სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად და უკავშირდება ჩვენს მისწრაფებას და მზადყოფნას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ მათ ახალი შესაძლებლობები…

მეტი...

,,ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს საქართველო, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი” – აშშ-ის ელჩის მიმართვა

,,ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს საქართველო, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი მომავალი”, – ასე მიმართავს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას. ,,დიდი მადლობა, საქართველო. შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მილოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს მიღწევა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსზე და თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადაიდგა. გილოცავთ! მინდა მივულოცო ევროკავშირს იმ გაწეული შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს. ევროკავშირმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ…

მეტი...

,,ესაა ჩვენი პასუხი რუსეთს, ესაა ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

,,ესაა ჩვენი პასუხი რუსეთს, ესაა ჩვენი პასუხი ოკუპაციას”, – ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს და მათ ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს. ,,გილოცავთ, ჩემო თანამემამულეებო, აქ საქართველოში და თქვენ, ვინც საზღვრების მიღმა, დღეს იქ ხართ და იქიდან გვიყურებთ. გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მაცხოვრებელს, რამეთუ, ერთი რამე ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და წინსვლისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლე შესწირეს. ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა.…

მეტი...

,,ჩვენი ხმა ევროპას!” – შეკრება ორბელიანების სასახლესთან

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის აღსანიშნავად, მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან იკრიბებიან. მათ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. შეკრება გუშინ, 7 ნოემბერს, სწორედ ზურაბიშვილმა დააანონსა. ღონისძიებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩია მიწვეული.

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მეტი...

,,საქართველო ევროპაა და ქართველები არიან ევროპელები” – ევროპარლამენტარების განცხადება

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემისთვის რეკომენდაციის გაცემას ევროპარლამენტარების ნაწილი განცხადებით ეხმაურება. ,,საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს დათქმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირთან, ქართველ ხალხთან, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელთან, რომელთან ნებაც აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი.…

მეტი...

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,ყურადღება გამახვილდა გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტურად განხორციელებასა და მიმდინარე პროცესში მოკავშირეების აქტიური ჩართულობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. აღინიშნა საერთაშორისო სწავლებების საქართველოში ჩატარებისა და ერთობლივ წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს ნატოს…

მეტი...

რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, ასევე, კიდევ გადაიდგმება – ოლივერ ვარჰეი

რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭებაზე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ნახეს ახალი დინამიკა ევროკავშირში ჩართულობის გასულ თვეებში და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ,, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მინიჭებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. საქართველოში ჩვენ ვნახეთ პოზიტიური ახალი დინამიკა ევროკავშირში ჩართულობის გასულ თვეებში და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება ნაბიჯები დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის…

მეტი...

შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ის ისტორიული, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს – ირაკლი ღარიბაშვილი

უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი,  ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, „ქართულ ოცნებას“, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ, ეროვნულ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება კოორდინაცია ევროპელ მეგობრებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო მთავრობის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი, შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ მოხარული…

მეტი...

დღეს არის საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და წინ გადადგმული ნაბიჯი – ურსულა ფონ დერ ლაიენი

დღეს არის საქართველოსთვის აღსანიშნავი დღე და წინ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  ჯერ კიდევ რჩება საკითხები რომლებიც შესასრულებელია. „პირველ რიგში ეს არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის. როგორც წესი, როდესაც ჩვენ რეკომანდაციას გავცემთ კანდიდატის სტატუსზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რჩება საკითხები რომლებიც შესასრულებელია, დავალება, რომლიც შესასრულებელია. ეს დეტალურადაა ახსნილი მოხსენებაში და რეკომენდაციებში, მაგრამ ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია საქართველოსთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

ოზურგეთში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ოზურგეთში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. სამართალდამცველებმა კაცი 5 ნოემბერს დააკავეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.  

მეტი...

მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიმტკიცემ და ყველა სიტუაციაში გონიერებამ, მოგვცა საშუალება, ღირსებისა და სიმართლის დაცვით გვევლო ამ რთულ გზაზე – მდინარაძე

მინდა, ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა და მიღწეული შედეგების აღიარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მასშტაბური და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით! ,,დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა! მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, მიუხედავად პირდაპირი საბოტაჟისა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისათვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში…

მეტი...

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის  განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სამთავრობო გუნდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის  რეჟიმში მუშაობდა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ,,ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ…

მეტი...

გილოცავ, საქართველო, ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება – ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ ბრიუსელიდან ეხმაურება. ,,გილოცავ, საქართველო! ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ველით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში,” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი X-ის პირად გვერდზე.

მეტი...

მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, ეკუთვნის ჩვენს ხალხს – პრემიერი

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა მიულოცა თითოეულ მოქალაქეს და ხაზი გაუსვა, რომ ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის  ხალხს. „ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, მე ასე ვიტყოდი, ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება…

მეტი...

ეს არის ისტორიული დღე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის – ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ისტორიული დღე. „ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ…

მეტი...

„გილოცავთ ყველა ქართველს!, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”- აშშ-ის საელჩო

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.  

მეტი...

,,ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე”- რობერტა მეცოლა

,,ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუტის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით წერს. ,,მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე არიან. ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ბოსნია ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი პირობები დაკმაყოფილდება,”- წერს რობერტა მეცოლა.

მეტი...

,,ევროკავშირის კარი ღიაა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ,,ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”,- წერს ბორელი.

მეტი...

გულითადად ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას – პაველ ჰერჩინსკი

კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა, ბოლო წლებში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკავშირის ელჩი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. „გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ, მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის…

მეტი...

,,მიხარია ქართველ ხალხთან ერთად, გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ,,მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, მე გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები,” – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

,,სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

“საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი რადგან ნამდვილად ნაბიჯები იდგა გადადგმული,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში. ,,სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც წარსულში გაიცა და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა.

მეტი...

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა. სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. ,,სააგენტო საჯარო და კერძო სექტორს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობისაკენ მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების კონფისკაციას შესაბამისად უპასუხებს – პესკოვი

რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების კონფისკაციას შესაბამისად უპასუხებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ და ევროპა მუდმივად მუშაობენ რუსული აქტივების უკანონოდ ჩამორთმევის მიზნით. ,,ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სასამართლო და იურიდიულ ხარჯებს მათთვის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ასეთი გადაწყვეტილებებით ისარგებლებს. ეს იქნება ისეთი ზომები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეეფერება ჩვენს ინტერესებს,- განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანია „მამედი“ თვითნებურად დადგენილი მაღალი ტარიფის მომხმარებლისთვის დარიცხვის გამო 150 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 150 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შეუსაბამო ქვითრის წარდგენა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის, სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა. სემეკის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებელს თვითნებურად არიცხავდა იმაზე მაღალ ტარიფს, ვიდრე სემეკის მიერ არის დადგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია დაჯარიმდა და დაევალა, მომხმარებლისთვის უკან დაებრუნებინა ზედმეტობით დარიცხული თანხები. თუმცა, შპს „მამედმა“ კვლავ გააგრძელა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა.…

მეტი...

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს – ”სიენენის” კვლევა

„სიენენის“ კვლევის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს. გამოკითხვის თანახმად, ტრამპის რეიტინგი 49%-ს, ბაიდენის კი 45%-ს შეადგენს. კვლევაში მონაწილეთა 28% მიიჩნევს, რომ აშშ-ში საქმე კარგად მიდის. კითხვაზე, აქვს თუ არა ჯო ბაიდენს გამძლეობა და საზრიანობა, პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს, დადებითი პასუხი 25-მა პროცენტმა გასცა. კვლევის მიხედვით, 35 წლამდე ამომრჩევლებს შორის 48% მხარს უჭერს დონალდ ტრამპს , ხოლო 47% ჯო ბაიდენს.  

მეტი...

თავდამსხმელებმა ნეიმარის ქალიშვილის გატაცება სცადეს

საშინელი მომენტი ფეხბურთის სუპერვარსკვლავის ნეიმარის ოჯახისთვის – სამი მამაკაცი, გავრცელებული ინფორმაციით, შეიჭრა მისი პარტნიორის, ბრუნა ბიანკარდის, სან-პაულოში სამშაბათს დილით. უცხოური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები ნეიმარისა და ბრუნას შვილს, ერთი თვის მავის ეძებდნენ, თუმცა ბავშვის გატაცება ვერ მოახერხეს, რადგან სახლში მხოლოდ ქალის დედ-მამა დახვდათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეიმარი და ბრუნა, იმ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, მაგრამ მისი მშობლები იმყოფებოდნენ, როდესაც თავდამსხმელები სავარაუდოდ რეზიდენციაში შევიდნენ. მოხსენებებში ნათქვამია, რომ ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა და კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა ბრუნას მშობლები დააკავეს და აიღეს ძვირადღირებული ნივთები, როგორიცაა საათები, დიზაინერული ჩანთები და სამკაულები.

მეტი...

9 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველიში ყველგან გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, მაღალმთაში შესაძლოა თოვლჭყაპიც აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში –  თბილისში უმეტესად უნალექოდ. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ნოემბრის დღის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი + 27 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის…

მეტი...

23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. ,,გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ ერთობლივი, წარმატებული, ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა არაერთ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც…

მეტი...

ლიკვიდირებულია “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს ღაზის სექტორზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას”ჰამასის” იარაღის წარმოების აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მუჰსინ აბუ ზინა მოკლეს/ მათივე ცნობით,  მუჰსინ აბუ ზინა “ჰამასის” იარაღის წარმოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და  სპეციალიზებული იყო სტრატეგიული იარაღისა და რაკეტების წარმოებაში. უწყებაში აღნიშნავე, რომ “ჰამასის” ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო რაზმზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც მისი რამდენიმე წევრი დაიღუპა.

მეტი...

დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის გაზაფხულზე გამორიცხავს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის. ,,ახლა, ომის დროს, როდესაც ამდენი გამოწვევაა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში მსუბუქად და მხიარულად გადატანა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რასაც უკრაინისგან მხოლოდ რუსეთი ელის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ბლოკს არ ქმნიან – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ბლოკს არ ქმნიან. მისი თქმით, ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. „ზოგიერთი დასავლური აგრესიული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენ სამხედრო ბლოკს არ ვქმნით. რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები არის სტრატეგიული ურთიერთქმედების მაგალითი, რაც ნდობასა და პატივისცემაზე არის დაფუძნებული“, – განაცხადა შოიგუმ.  

მეტი...

ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას – The Guardian

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ეტაპზე გადავა. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ნიკოლა პოპესკუმ განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი მისი ქვეყნისთვის ისტორიული ეტაპი იქნება. ,,ეს იქნება ნამდვილად ისტორიული მიღწევა და ნამდვილად ისტორიული შანსი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოლდოვა გაიმყარებს ადგილს ევროკავშირში”, – განაცხადა პოპესკუმ. 1200 გვერდიანი მოხსენება დღეს გამოქვეყნდება და მისი რეკომენდაციები ევროკავშირის ლიდერებს დეკემბერში საბოლოო ხელმოწერისთვის გაეგზავნებათ.

მეტი...

ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს – ”პოლიტიკო”

კარგი ამბებია თბილისისთვის – ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბებიან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ. ამასთან, გამოცემა იუწყება, რომ  უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს.

მეტი...