კირბალთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა

სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ…

მეტი...

,,ლომისის ტაძარზე სცადეს შესვლა და სანთლის დანთება, ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა” – კირბალის გამგებელი

,,ლომისის ტაძარზე სცადეს შესვლა და სანთლის დანთება, ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა”. ამის შესახებ სოფელ კირბალის გამგებელმა განაცხადა და რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა. ,,სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სასაფლაოს ზემოთ არის ლომისის ტაძარი, სადაც სცადეს, რომ შესულიყვნენ, სანთელი დაენთოთ. ამის შემდეგ მოხდა რაც მოხდა, კონკრეტული დეტალები ნამდვილად არ ვიცი”, – თქვა მან.

მეტი...

,,რუსეთი მტერი, ოკუპანტი და მკვლელია” – ლევან ხაბეიშვილი

,,რუსეთი მტერი, ოკუპანტი და მკვლელია”. ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას. ,,რუსულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა ერთი მოქალაქე და ერთიც დააკავეს – რეალურად მოკლეს და გაიტაცეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა. ასევე, გატაცებულია ერთი ადამიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. რუსეთი მტერია, ოკუპანტი და მკვლელია”, – წერს ხაბეიშვილი.

მეტი...

,,არა სისხლიან ოკუპაციას!” – დღეს, 21:30 საათზე, პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა

,,არა სისხლიან ოკუპაციას!” – ამ სახელწოდებით დღეს, 6 ნოემბერს, 21:30 საათზე პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს. ,,არა სისხლიან ოკუპაციას! დღეს რამოდენიმე ხნის წინ, სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება ნულოვლად რეაგირებს… ჩვენი, ყველა ქართველის ვალია დავიცვათ საქართველო სისხლიანი რუსეთისგან!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მეტი...

,,სოფელ კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს” – ღარიბაშვილი

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქზე”, სოფელ კირბალთან მომხდართან დაკავშირებით წერს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის…

მეტი...

,,რუსეთი მტერია! მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს” – გახარია

,,რუსეთი მტერია! მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს”. ამის შესახებ Twitter-ზე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია წერს და რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მოკვლას ეხმაურება. ,,რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია”, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს

ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს. დაკავებულია 3 პირი. საგამოძიებო უწყებამ მომხდარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პროკურატურის ცნობითვე, ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს. “სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1 ნოემბერს დააკავეს. მათ…

მეტი...

ქართული პროდუქცია შანხაიში – რეპორტაჟი ჩინეთიდან

დღეს, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მეორე დღეა. შანხაიში საქართველოს რამდენიმე კუთხეა წარმოდგენილი. ქართული დროშა ფრიალებს როგორც სოფლის მეურნეობის პავილიონში, ისე ტანსაცმელების სექციაში. ბუნებრივია, საქართველოს მთავარ სავიზიტო ბარათია ქართული ღვინო. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქართული პროდუქცია მსოფლიომ გაიცნოს. გამოფენა ოთხი თემატური განყოფილებისგან შედგება: მწვანე და ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საყოფაცხოვრებო პროდუქტები, სილამაზე და ყოველდღიური საჭიროებები, მოდა და სამკაულები, ასევე სპორტული საქონელი. გამოფენაში მონაწილეობდა Fortune 500-ზე მეტი კომპანია და ინდუსტრიის წამყვანი საწარმო. ვიდეორეპორტაჟი შანხაიდან. ეკა გულუა

მეტი...

,,შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება. მისივე თქმით, ”ჰამასი” განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად. ,,ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს. ჩვენ ასევე ვებრძვით ყველაზე სასტიკ მტერს, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ გვინახავს და რომელიც ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადის: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

მეტი...

რუსეთმა ხერსონის რაიონში საწარმო დაბომბა

რუსეთმა ხერსონის რაიონის სოფელ ზელენივკაში საწარმო დაბომბა. დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაზიანდა კერძო სახლები და ფერმის შენობები. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ევროკავშირის მიზანი უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობაა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის მიზანია უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი. ,,რადგან ომი გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ასევე უნდა ვეცადოთ, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ [უკრაინელების] წინსვლის გზაზე, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას მხარს მანამ დავუჭერთ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ჩვენი მიზანია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა [უკრაინაში] და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი. არავის უნდა მშვიდობა უკრაინელებზე მეტად”, – განაცხადა ლაინმა.

მეტი...

,,ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა”- პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტი და სამი იურიდიული პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პირები – მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტი და იურიდიული პირები – “გრინსერვის +”, “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“ და  ,,მშენექსპერტი“ დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა  და შპს ,,გრინსერვისი +“-ს  შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს…

მეტი...

ევროკავშირი ღაზის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 25 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ღაზის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 25 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ,,ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ევროკავშირი საერთო ჯამში, 100 მილიონ ევროს დახარჯავს”, -განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილად” წარმომადგინოს, პუტინის თამაშს თამაშობს – სააკაშვილი

,,ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამია. მისი თქმით, სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა. ,,ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მიმართულებას და ძალიან…

მეტი...

პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს, რევაზ იასაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, ბადრაგმა რამდენიმე პატიმარი „ავერსის“ კლინიკაში კვლევებისთვის აიყვანა, საბადრაგო მანქანაში არსებული ე.წ. საკნის კარი გასაღებით არ ჩაკეტა და გასაღები საბადრაგო ჯგუფის უფროსს არ გადასცა. რის შემდეგაც პატიმრებმა კარის საკეტის გახსნა და საბადრაგო მანქანიდან გაქცევა მოახერხეს. თავად ბრალდებულის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.  

მეტი...

ბავშვი, რომელზეც სექსუალურად იძალადეს თავშესაფარში გადაიყვანეს

მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც 22 წლის  კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მეზობლებისა და ოჯახის წევრების თქმით, არასრულწლოვანი “გაცილებით უფროსი”, 15 წლის ეგონათ. 22 წლის კაცი, პოლიციამ უკვე დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

მეტი...

კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა. კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს – ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა. შეგახსენებთ, 1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.  სამივე მათგანი გაქცევიდან რამდენიმე საათში, თბილისთან ახლოს დააკავეს.  

მეტი...

ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი  სამსახურებრივ გულგრილობაში ცნო დამნაშავედ. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.  

მეტი...

ჩინელი, რომელიც ამტკიცებს, რომ გურულია – რეპორტაჟი შანხაიდან

ჩინეთის საერთაშორისო ომპორტზე არაერთი ქართული სექციაა წარმოდგენილი. არაერთი ქართული ოდა ვნახე ტრადიციული ორნამენტებით გამორმებული.  რა თქმა უნდა ქართული დროშა ყველგან ფრიალებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ქართულად მოსაუბრე ჩინელმა მიიქცია, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ის გურულია. ვნახოთ, ვინ არის ჩინელი ქართველი. ეკა გულუა შანხაიდან  

მეტი...

ომის წაგება მთელი მსოფლიოსთვის მარცხი იქნება – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი მარცხი იქნება. ,,თუ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოვიგებთ, ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი მარცხი იქნება. თუმცა მჯერა, რომ პარტნიორების დახმარებისა და ჩვენი ძალების წყალობით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა კულებამ.  

მეტი...

ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას, თუ მოითხოვდა, უნდა მოეცა სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები – პაპუაშვილი

ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუ მოითხოვდა, პარალელურად, უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ  „ოპოზიციური მედია ავრცელებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით ინფორმაციას, თითქოს კანდიდატის სტატუსზე მთავარი დათქმა იქნება, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?“. „რთულია, ჟურნალისტის განცხადებებზე სერიოზულად კომენტარი გააკეთო, თუმცა ჩვენ ვხედავთ მცდელობას ოპოზიცის და რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან. ჩვენ ვნახეთ სერგი კაპანაძის სტატია, სად ის პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ უნდა დუადგეს პირობა რუსეთისთვის…

მეტი...

,,არ ვართ მზად, დავუთმოთ ჩვენი თავისუფლება ტერორისტ პუტინს და ამიტომ ვიბრძვით”- ზელენსკი

,,ჩვენ არ ვართ მზად, დავუთმოთ ჩვენი თავისუფლება ტერორისტ პუტინს და ამიტომ ვიბრძვით,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.  ,,მაშინაც კი, როდესაც თავს ძლიერად ვგრძნობთ, გვაქვს ბევრი ენერგია – ეს არ არის ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ფასი ძალიან მაღალია. ომს მიჰყავს საუკეთესოები ჩვენს შორის, ყველაზე დიდი გმირები, საუკეთესო კაცები, ქალები, ბავშვები. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად, დავუთმოთ ჩვენი თავისუფლება ტერორისტ პუტინს და ამიტომ ვიბრძვით,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ვითარება დღეს ნამდვილად რთულია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია – ზელენსკი

„ნამდვილად, დღეს სიტუაცია არის რთული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ   NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუშუ განაცხადა. მისივე თქმით,  „ისინი ფიქრობდნენ, რომ დაგვაშამათებდნენ, თუმცა ეს არ მომხდარა“. მისი თქმით, ახლა პირიქით, ინიციატივა უკრაინის ხელშია. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა,  ეს არის ხანგრძლივი ომი. „24 თებერვალს, როდესაც რუსეთი შეიჭრა ჩვენს ქალაქებში, ქვეყანაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ოჯახებში, თავს დაგვესხა ყველა ჩვენგანს, მსოფლიომ მოგვცა სამი დღე. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელსაც ნამდვილად სჯეროდა ჩვენი, თქვა ერთი თვე, სხვებმა თქვეს, რომ ეს მოხდებოდა ძალიან სწრაფად, თუმცა ახლა ჩვენ გესაუბრებით თქვენ, გავიდა…

მეტი...

ვაზისუბანში, კორპუსში ხანძარი იყო

თბილისში, ვაზისუბანში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მე-10 კორპუსის მესამე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავი დაშავებულა. რამ გამოიწვია ცეცხლი, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქე ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

ბუდაპეშტი საქართველოს მოქალაქე ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს.  მედიის ინფორმაციით,  საუბარია დაახლოებით 65 ადამიანზე, რომლებიც უნგრეთში უკანონოდ შეიყვანეს და ჯგუფი მათ გადაყვანას გერმანიაში გეგმავდა. მიგრანტები თურქეთისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. გამოძიების თქმით, 26 წლის თურქეთის მოქალაქე და 32 წლის საქართველოს მოქალაქე ბუდაპეშტში საცხოვრებლის მართვაში მონაწილეობდნენ. მიგრანტების განცხადებით, ისინი თავდაპირველად, ოქტომბრის დასაწყისში, ორ ბინაში იყვნენ. მათივე თქმით, თურქეთის მოქალაქე კაცმა მათ ტელეფონები წაართვა, ქართველმა კი ბინაში ჩაკეტა.  

მეტი...

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

მეტი...

კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ტოპ სპიკერები ეწვევიან

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით,  2023 წლის 16-18 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გლობალური კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი – უილიამ ე. კოვაჩიჩი; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD – ტერესა მორეირა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი – ორი შვარცი. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება – 20-მდე ქვეყნის დელეგაციის მიღება და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირის სტუმრობა. სამ დღიანი კონფერენციის ფარგლებში  9 თემატური სესია გაიმართება, სადაც 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დარგის…

მეტი...

ქარელის სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი 2011 წელსაა დაბადებული და სტუმრად იმყოფებოდა ბებიასთან. დაკავებულია 22 წლის ბიჭი.

მეტი...

,,სააკაშვილს ხაბეიშვილი არ უგულისხმია, სახელი და გვარი არ იცის? თუ უნდოდა, იტყოდა, რომ ხაბეიშვილი არ მოსწონს”- მანჯგალაძე

სააკაშვილს ხაბეიშვილი არ უგულისხმია, სახელი და გვარი არ იცის? თუ უნდოდა, იტყოდა, რომ ხაბეიშვილი არ მოსწონს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც  მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. საუბარია სააკაშვილის პოსტზე, სადაც წერს: „მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“. „მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის ტყვეობაშია და პატიმრობაში არ უნდა იყოს. არ ვიცი, ესა თუ ის პოსტი რატომ იწერება. მიხეილ სააკაშვილს ციხის პირობებთან შედარებით, მედიასთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს და არ გაუჭირდება ბრჭყალები ახსნას და გახსნას, თუ რას გულისხმობს.…

მეტი...

რადიკალურ ოპოზიციას მიზანი ჰქონდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელი შეეშალა, ახლა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო – იონათამიშვილი

რადიკალური ოპოზიციის მიზანი იყო, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. ახლა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და სასოწარკვეთაში არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მთელი ეს პერიოდი შევა, როგორც ქართული ოპოზიციის შავი ლაქა. „ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად პოზიტიური უნდა იყოს, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს ერთიანობის ჩვენება თანაბრად სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს ისტორიაში მთელი ეს პერიოდი შევა, როგორც ქართული ოპოზიციის შავი ლაქა, რადგან რადიკალურმა ოპოზიციამ, ერთადერთი, რაც აჩვენა, არის დაბალი ზნეობრივი სტანდარტი. რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა,…

მეტი...

საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები ეწვევიან

2023 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. ამისშესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ…

მეტი...

,,ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა”- ვოლოდიმირ ზელენსკი ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ შეტევას ეხმაურება. მისი თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ,,ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მეგობრებს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავარია დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ ის განმეორდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა 128-ე ცალკეულ სამთო თავდასხმის ბრიგადას…

მეტი...

გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებით სარგებლობს. დაკავებული ბადრაგის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას ედავება საგამოძიებო უწყება საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელს. შეგახსენებთ, 1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. წყარო:პრაიმტაიმი

მეტი...

გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციები ისრაელი-“ჰამასის” ომის შეწყვეტას მოითხოვენ

გაეროს ყველა ძირითადი სააგენტოს ხელმძღვანელები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აჟღერებენ მოწოდებას “დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის” შესახებ. განცხადებაში ნათქვამია “საკმარისია”. „თითქმის ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო უყურებს განვითარებულ ვითარებას ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე შოკში და საშინელებაში დაღუპულთა და დანგრეული ადამიანების სპირალური რაოდენობის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მათ შორის UNICEF, WHO, მსოფლიო სასურსათო პროგრამა – ისევე როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორიცაა Save the Children – აღწერეს ორივე მხარის მხრიდან სიცოცხლეების “საშინელ” დანაკარგს და მოითხოვეს ჰამასის მიერ 7 წლის განმავლობაში აყვანილი მძევლების უპირობო გათავისუფლება. ,,თუმცა, ღაზაში კიდევ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის საშინელი მკვლელობა…

მეტი...