უკრაინასთან მოლაპარაკების გასაახლებლად რუსეთმა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგაა შესაძლებელი. “რუსეთის შეტევა უკრაინაზე არის იმპერილიალიზმის დაბრუნება ევროპაში. გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მანამ გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადაშოლცმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მომავალში სატელეფონო საუბარს გეგმავს. “მოლაპარაკებები რუსეთისგან გადამწყვეტ ნაბიჯს მოითხოვს. ეს ნაბიჯი უნდა იყოს [უკრაინიდან] ჯარების გაყვანა”, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. უწყების ცნობით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, ხვალიდან დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ. საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

მეტი...

დავით ნარმანიამ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს სემეკის საქმიანობა გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სემეკის საქმიანობის შესახებ ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ მათ გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების ფუნქციონირებაში. დავით ნარმანიამ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების ვალდებულებებისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ლექციის ფარგლებში იუნკერებმა მოისმინეს სემეკის მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული პროექტები და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით,…

მეტი...

მილიონერმა დასახლებაში, სადაც ბავშვობა გაატარა, 99 ოჯახს სახლი აუშენა

მარსელ ლებრუნმა, კანადელმა მილიონერმა, წამოიწყო შესანიშნავი ინიციატივა ადგილობრივი უსახლკარობის პრობლემის მოსაგვარებლად მშობლიურ ქალაქში 99 „პატარა სახლის“ აშენებით. ფრედერიკტონში, ნიუ-ბრუნსვიკში,  მინიმუმ 1,800 ადამიანი განიცდიდა უსახლკარობას გასულ წელს. პრობლემის გადასაჭრელად, მარსელმა გამოყო 4 მილიონი აშშ დოლარი. „არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. უბრალოდ, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ერთ-ერთი გაყიდული ბიზნესიდან მიღებული თანხის ნაწილი ჩემს მშობლიურ ადგილას დამებანდებინა. ვფიქრობ, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქალაქებს ისე, როგორც შეგვიძლია”, – ამბობს ლებრუნი.

მეტი...

ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათივე  ცნობით, 28 წლის მაიორი ისაჩარ ნატანი და 21 წლის შტაბის სერჟანტი იტაი შოჰამი კომანდოს ბრიგადის წევრები იყვნენ. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 44-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, გუშინ ღაზაში მძიმედ დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი.  

მეტი...

,,ძალიან სასაცილონი ხართ, რომ იცოდეთ, ზუსტად თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები”- ალა პუგაჩოვა

ნოემბრის დასაწყისში, მომღერალ ალა პუგაჩოვას რუსეთში რამდენიმე დღით დაბრუნებას დიდი აჟიოტაჟი  მოჰყვა. პუგაჩოვამ რუსეთი რამდენიმე დღეში დატოვა და ლატვიაში ქმართან, მაქსიმ გალკინთან ჩავიდა. „სასაცილო და სევდიანია შეუმდგარი, შურიანი და ჭორიკანა ხროვის ყურება. ძალიან სასაცილონი ხართ. რომ იცოდეთ, ზუსტად თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები, ამ შემთხვევაში ხალხი არაფერ შუაშია, ხალხი სიტუაციის მსხვერპლია. მიყვარს და მეცოდება, თქვენ კი თქვენი ჩემდამი უზრდელური გამონათქვამებით, აბსურდული, გამოგონილი ისტორიებითა და თავხედი ტყუილით ცდილობთ ადამიანებს დამაშოროთ, ვისთვისაც მე ვცხოვრობდი და ვმღეროდი, მსხვერპლად ვწირავდი ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას. როგორც არ უნდა ეცადოთ, ეს არ გამოგივათ. ასე რომ, ნუ…

მეტი...

,,ჰამასის განადგურება და მძევლების დაბრუნება – ეს არის ჩვენი მიზანი”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მიზანი ჰამასის განადგურება და მძევლების გათავისუფლებაა. ,,ჰამასის განადგურება და მძევლების დაბრუნება – ეს არის ჩვენი მიზანი. ისინი [მძევლები] უზარმაზარი სტრესის ქვეშ არიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. მსოფლიო მძევლების გათავისუფლების მცდელობაში უნდა შემოგვიერთდეს. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ მძევლები გათავისუფლდებიან”, – განაცხადა  ნეთანიაჰუმ.

მეტი...

ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ სროლები ღაზის საავადმყოფოში – თეთრი სახლის წარმომადგენელი

„ჩვენ არ გვინდა, ვიხილოთ სროლები საავადმყოფოში, სადაც უდანაშაულო, უმწეო ხალხი, სამედიცინო დახმარების მსურველი ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაჭრილი“, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.  მისი თქმით, აშშ-ს სურს, თავიდან აიცილოს შეიარაღებული დაპირისპირება ღაზის სექტორის საავადმყოფოებში და ამის თაობაზე ისრაელის თავდაცვის ძალებს განუცხადა. „ფრთხილად უნდა ვიყოთ საჯაროდ ამ თემაზე საუბრისას, რადგან ეს, რა თქმა უნდა, დელიკატური და მგრძნობიარე მოლაპარაკებაა, თუმცა თქვენს კითხვაზე პასუხი არის: დიახ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებშიც მონაწილეობენ ისრაელელები, სხვა ქვეყნები და ჩვენ. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე აქტიურად არის ჩართული ამაში,…

მეტი...

როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.  მისი თქმით, განურჩევლად პოლიტიკური ხედვისა, ყველამ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომლებსაც ევროკომისიის რეკომენდაციები მოიცავს. ,,დემოკრატიას თავისი წესები აქვს. ცხადია, სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები განსხვავებულ თემებზე და ისინი წარმოაჩენენ ამ განსხვავებულობას, ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც და უთანხმოებებიც აქვთ, თუმცა ერთიანობა ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე [ევროინტეგრაციაზე], უკიდურესად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს წინსვლისთვის და ვიცი, რომ, როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, იქნება პროგრესი ამ საკითხზე, რაც ყველასგან მოითხოვს ერთობლივ მუშაობას: მთავრობისა,…

მეტი...

აშშ-მა სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში, ირანის ორ ბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა – პენტაგონი

აშშ-ს განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში, ირანის ორ ბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის თქმით თავდასხმები განხორციელდა იმ ობიექტებზე, რომლებსაც იყენებდა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და ირანთან დაკავშირებული ჯგუფები. „დარტყმები განხორციელდა საწვრთნელი ობიექტების, ქალაქების აბუ კამალისა და მაიადინის მახლობლად, შესაბამისად, პრეზიდენტს არ აქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე აშშ-ის პერსონალის უსაფრთხოება და მან მიმართა დღევანდელ მოქმედებებს იმის საჩვენებლად, რომ აშშ დაიცავს საკუთარ თავს, თავის პერსონალს და მის ინტერესებს“,- განაცხადა ოსტინმა.  

მეტი...

ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, არ გამოვა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის გეგმაა რუსეთის ცენტრალური აზიიდან და ამერკავკასიიდან გაძევება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს. ,,ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გამოგვიყვანოს ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. ეს არ იმუშავებს. ჩვენ აქ ვართ ისტორიულად და არსად გავქრებით. და ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს ძალიან კარგად იციან”, – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. მათივე , ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში,  თითქმის სრულად არის გათიშული ელექტროენერგია, ამასთან ერთად საკვებისა და წყლის დეფიციტია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის მუდმივმა დაბომბვამ გაამწვავა გარემოებები და ალ-შიფა, როგორც საავადმყოფო, ვეღარ ფუნქციონირებს.    

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. სამხედრო  ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. ირაკლი ქურციკიძე უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. გარდაცვლილის  თანამებრძოლების ინფორმაციით, ქურციკიძეს სამშობლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ჩამოასვებენ.

მეტი...

ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება – წითელი ჯვარი

წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება. „დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში, რომლებიც ჩარჩენილი არიან, მიუხედავად იმისა, ისინი ცდილობენ ევაკუაციას თუ ადგილზე დარჩენას“,- მოუწოდებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. განცხადებაში აღნიშნულია , რომ საომარი მოქმედებები ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „ჰამასს“ შორის დასახლებულ რაიონებში და საავადმყოფოების გარშემო მიმდინარეობს. „აუტანელი ადამიანური ტრაგედია ვითარდება ჩვენს თვალწინ“, – ნათქვამია  განცხადებაში.  

მეტი...

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე – ზელენსკი

რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მისი  თქმით, უკრაინის ცის ფარი უკვე უფრო ძლიერია შარშანდელთან შედარებით, მას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ბოლომდე ვერ იცავს მთელ ტერიტორიას. „ნოემბრის თითქმის ნახევარი უკვე გავიდა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა, შესაძლოა, გაზარდოს სარაკეტო დარტყმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. რუსეთი ზამთრისთვის ემზადება. უკრაინაში კი მთელი ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული თავდაცვაზე, ყველაფერზე, რაც უკრაინას შეუძლია, გააკეთოს, რათა გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადატანა და…

მეტი...