ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკის თვითნებური კოცნის გამო ბოდიში მოიხადა

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფური ფოტოს გადაღების დროს, თავის გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს ლოყაზე თვითნებურად აკოცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ფოტომ, სადაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაბნეული ჩანს, სოციალურ ქსელის მომხმარებლების, პოლიტიკოსებისა და ქალთა უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია. „შესაძლოა ეს უსიამოვნო მომენტი იყო. თუ ვინმემ ამაში ცუდი რამ დაინახა, ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე მტკიცებით, თვითმფრინავის დაგვიანების გამო, მან ბერბოკი მხოლოდ ფოტოს გადაღების მომენტში ნახა. „არ ვიცი, რაში იყო პრობლემა. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გულით ვესალმებით“, -აღნიშნა რადმანმა.

მეტი...

რომელი პედაგოგების ხელფასი მოიმატებს 500 და მეტი ლარით

2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონი ლარით გაიზრდება და სხვა უწყებებთან ერთად, მასში აისახება განათლების სამინისტროს დაფინანსების ზრდაც. ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო განათლების ბიუჯეტის ზრდის საკითხს და განაცხადა, რომ 11 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 300%-იანი ზრდა გვაქვს. “რაც შეეხება დამატებითი 700 მილიონი ლარის განაწილებას, როგორც უკვე დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და ჯამში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს. როგორც ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს. რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის…

მეტი...

ტრანსპორტში, კიდევ ერთი, მეოთხე მსჯავრდებული იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია

კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორი ლაშა ამირანაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტრანსპორტში, კიდევ ერთი, მეოთხე მსჯავრდებული იმყოფებოდა, რომელსაც გაქცევა არ უცდია. „კარი ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გააღო, თუმცა ამ შემთხვევაში, სამივე მსჯავრდებულის ქმედება იდენტურია, ისინი დაკავების ადგილიდან გაიქცნენ და აქედან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობა, შესაძლოა, სამართლებრივად არც ჰქონდეს. სამივე მსჯავრდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მესამე ნაწილის ა – ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის, რაც გულისხმობს გადაყვანის ადგილიდან მსჯავრდებულთა გაქცევას ჯგუფურად. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ამ კუთხით დეტალურად და სხვა დეტალები და ფაქტობრივი გარემოებები შემდგომში გახდება ცნობილი. მოგეხსენებათ,…

მეტი...

„ჩვენ მხოლოდ ერთი პუტინი გვყავს“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს ერთ-ერთ მარათონზე პუტინის ორეულის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.  „ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი პუტინი“ – უპასუხა პესკოვმა შეკითხვას. ,,ექსპერტები ვარაუდობენ, სამი-ოთხია. და ვინც დღეს მინინისა და პოჟარსკის ძეგლი ყვავილებით შეამკო, ვინ არის? ჩვენ მხოლოდ პუტინი გვყავს”, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა, მისმა პასუხმა კი დარბაზში აპლოდისმენტები გამოიწვია.

მეტი...

Archer-ის ტიპის 8 საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია

Archer-ის ტიპის 8 საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია. ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,დღეს უკრაინა აღნიშნავს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დღეს. ძალიან კარგი დღეა ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ დაპირებულ შვედურ Archer საარტილერიო იარაღს ახლა ახალი მფლობელი ჰყავს – უკრაინის შეიარაღებული ძალები”, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა. ცნობისთვის, Archer-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე საარტილერიო სისტემაა, რომელსაც ჭურვების გასროლა 50 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება, Archer-ის ტიპის საარტილერიო დანადგარების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.

მეტი...

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირი, ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ძმაა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდებულის, გუჯა თათარაშვილის ძმა, ავთანდილ თათარაშვილი დააკავა. ამ საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ივერი ნატრიაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურის მტკიცებით ბრალდებულმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია საბადრაგო ავტომობილში მყოფ მსჯავრდებულებს, რითაც ისარგებლეს და გაქცევა მოახერხეს.

მეტი...

პატრიარქი კირილი უკრაინაში ეჭვმიტანილად გამოცხადდა

პატრიარქი კირილი ეჭვმიტანილად გამოცხადდა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. უკრაინის საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, ვლადიმერ გუნდიაევი, იგივე პატრიარქი კირილი ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას და უარყოფს ოკუპანტების სამხედრო დანაშაულებს. გამოძიების თანახმად, კირილი რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო წრის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს. ,,პროპაგანდის გასავრცელებლად ის მასიურად იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მის კონტროლს დაქვემდებარებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ თემებს, ასევე უკრაინის რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს. რეგულარულად ავრცელებს კრემლის ნარატივებს ონლაინ ქადაგებების, ან საკუთარი ვიდეო კომენტარების სახით. არაერთხელ მისცა კომენტარები რუსეთის…

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო განგაში და აფეთქებები იყო

დროებით ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო განგაში და აფეთქებები იყო. რუსული მედია ყირიმის ხიდზე და ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ იუწყება. საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, ოკუპანტებმა გადაკეტეს ყირიმის ხიდი. რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი, აქსიონოვი აცხადებს, რომ ქერჩის გემთმშენებლობის ქარხნის მიდამოებში რაკეტების ფრაგმენტები ჩამოვარდა. მსხვერპლი არ არის.

მეტი...

,,დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ დამარცხებას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავს” – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტებს ყოველდღე დიდ ზარალს აყენებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს დანებებას და ის გააგრძელებს ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. დანილოვის თქმით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ წარუმატებლობას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავთ. ,,რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს, მერწმუნეთ, ასეთი დამარცხება რუსებს ცხოვრებაში არ უნახავთ”, – თქვა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარიჩნეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი. ,,მტრის თავდასხმის შედეგად დაშავდა 9 ადგილობრივი – 4 მამაკაცი და 5 ქალი. ყველა მათგანს სასწრაფოდ გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარება,” – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ. მისივე თქმით, მთლიანობაში რუსეთმა გასულ დღეს ზაპოროჟიეს ოლქის 26 ქალაქსა და სოფელზე  126-ჯერ მიიტანა იერიში.

მეტი...

„ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“ – ერდოღანი

„ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით“. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ,,ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს”. მისივე მტკიცებით, ნეთანიაჰუმ დაკარგა ისრაელის მოქალაქეების მხარდაჭერა და მას სურს რელიგიური რიტორიკის საშუალებით “ხოცვა-ჟლეტისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს”. შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართულ პროპალესტინურ აქციაზე ისრაელს ,,ომის დამნაშავე” უწოდა.

მეტი...

კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს

,,ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმრის ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, დაკავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა ის სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლის I ნაწილით დააკავეს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მეტი...

პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

,,ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსი, ივერი ნატრიაშვილი, პატიმრობაში დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ, გამოაცხადა. პროცესზე დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ “ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. საბადრაგო ჯგუფის უფროსი კი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

მეტი...

ხობში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხობის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში ცეცხლს აქრობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში დედა და მისი 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მან ბავშვების სახლიდან გამოყვანა მოახერხა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინას 500 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემენ. ოლონგრენი უკრაინაში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ,,უკრაინელებს ბრძოლის გასაგრძელებლად მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, საუბარია საბრძოლო მასალაზე. ამ კუთხით, ჩვენ შევძელით უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი შეგვეთავაზებინა,” – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა. ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში მომავალ წელს გაიგზავნება.

მეტი...

საბერძნეთში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან 32 და 33 წლის მამაკაცები. მათ საცხოვრებელ სახლებში სხვადასხვა ტიპის საკეტების გასახსნელად საჭირო დიდი რაოდენობით იარაღები და მოწყობილობები აღმოაჩინეს. ქართველებმა ქურდობა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩაიდინეს, გახსნილია 15 საქმე. გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც 8 ადამიანისგან შედგება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებმა ჯამში 53 000 ევროზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს და ნაწილი ლომბარდში ჩააბარეს. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ოქრო და ძვირადღირებული სამკაულები, იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, ბრენდული სათვალეები, კატანის ტიპის ხმალი და 3 დასაკეცი დანა. ასევე, მობილური ტელეფონები…

მეტი...

ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პირი. იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვიცეპრემიერმა, მატეო სალვინიმ აღნიშნა, რეგიონში დაახლოებით 48 000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ტოსკანის პრეზიდენტმა, ეუჯენიო ჯანიმ კი განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი წვიმა, ბოლო 100 წლის განმავლობაში.

მეტი...

პაპუაშვილმა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ორი წარმომადგენელი პარლამენტის აპარატიდან გაათავისუფლა

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტიდან ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ორი წარმომადგენელი, ლაშა დიაროვი და გიორგი ხაბურზანია გაათავისუფლა. როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ საპარლამენტო სივრცე დაიცალოს ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან. ,,ერთადერთი მიზანი ჩვენი თანამშრომლების გაძევების ეს არის, რომ საპარლამენტო სივრცე დაიცალოს ყველა ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან. დეპუტატებს ვერ გააგდებენ. ამიტომ, აპარატის თანამშრომლებს, ვინც მეტ-ნაკლებად აქტიური პოზიციით და პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩევა, ამ ადამიანებს დაერივნენ…შიდა რეპრესიები განახორციელა ბატონმა პაპუაშვილმა”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მეტი...

ბლინკენი იორდანიაში იმყოფება – ის არაბული სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში იმყოფება. ის საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს შეხვდება. ბლინკენი გეგმავს იორდანიის მეფესთან შეხვედრასაც. ,,ჩვენ განვიხილავთ არაბულ პოზიციას, რომელიც მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და სიტუაციის გაუარესების შეჩერებას, რადგან იგი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს,” – ნათქვამია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა. “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ის ქვეყანაში მესამედ ჩავიდა.

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, რადაში მისი სიტყვით გამოსვლა იგეგმება. ,,ველოდებით მის გამოსვლას პარლამენტში,” – წერს დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი Telegram-ზე. ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა.

მეტი...

პორტუგალიის სანაპიროსთან დანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავი ჩაიძირა – არიან დაღუპულები

პორტუგალიაში, ფორმოზას სანაპიროსთან, დანიის დროშის ქვეშ მცურავი ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პორტუგალიის ეროვნული საზღვაო ადმინისტრაცია (AMN) ავრცელებს. ოთხივე გარდაცვლილი იდენტიფიკაციისთვის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი საზღვაო პოლიცია და მაშველები, ასევე, პორტუგალიის საჰაერო ძალები იყვნენ მობილიზებულნი.

მეტი...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

ზელენსკი ორშაბათს, ან სამშაბათს ისრაელში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მომავალ კვირას ეწვევა. „ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება“, – ამბობს ისრაელის განათლების მინისტრი იოავ კიში. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი თელ-ავივში ორშაბათს, ან სამშაბათს ჩავა.

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინას 500 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. ,,უკრაინელებს სჭირდებათ მხარდაჭერა ბრძოლის გასაგრძელებლად. ამ შემთხვევაში საუბარია საბრძოლო მასალაზე. ამ კუთხით ჩვენ შევძელით უკრაინას შევთავაზოთ დახმარების ახალი პაკეტი”, – თქვა ოლონგრენმა. მისივე თქმით, დახმარება უკრაინაში მომავალი წლის შუა რიცხვებამდე გაიგზავნება. დახმარების პაკეტიდან დაახლოებით 260 მილიონი ევრო საარტილერიო ჭურვებზე დაიხარჯება, ხოლო 240 მილიონი ევრო ტანკებისთვის საბრძოლო მასალაზე.

მეტი...

მაჰმუდ აბასის ვიზიტი მოსკოვში გადაიდო

პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ვიზიტი მოსკოვში გადადო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა განმარტა, ვიზიტი პალესტინის მოთხოვნით გადაიდო. მაჰმუდ აბასი რუსეთში 15 ნოემბერს უნდა ჩასულიყო. ბოგდანოვის თქმით, პალესტინამ ვიზიტის გადადების მიზეზად, რეგიონში არსებული მდგომარეობა და ომი დაასახელა.

მეტი...

ზელენსკიმ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების (SSO) მეთაური შეცვალა. ვიქტორ ხორენკოს ნაცვლად, თანამდებობაზე პოლკოვნიკი სერგეი ლუპანჩუკი დაინიშნა. ,,დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით იქნება ბევრი მიღწევა და ბევრი გამარჯვება. და ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით გამარჯვებას“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ხორენკო სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოსტზე 2022 წლის 25 ივლისს დაინიშნა.

მეტი...

ფლორენციაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფლორენციაში, ქურდობისთვის 68 წლის იტალიელი და 36 წლის ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სანტა მარია ნოველას სადგურზე  მათ 66 წლის კანადელ ტურისტს ზურგჩანთიდან საფულე ამოაცალეს. პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ნაქურდალი ნივთი კი მეპატრონეს დაუბრუნდა.

მეტი...

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ნოემბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

6 ნოემბრამდე კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. დედაქალაქში – თბილისში ღამის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,…

მეტი...

,,დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში” – ზურაბიშვილი

,,დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში”. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ,,თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ…

მეტი...

დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე 3 ნოემბრიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ერედვის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და ხატაეთის ქუჩების გამოყენებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ხატაეთის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინისა და…

მეტი...

ღაზის სექტორში მძევლების მოსაძებნად დრონებს იყენებენ

ღაზის სექტორში ,,ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლების მოსაძებნად დრონებს იყენებენ. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატ რაიდერმა განაცხადა, ფრენები 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ,,მძევლების გამოყვანის მცდელობების მხარდასაჭერად, აშშ ღაზის თავზე უიარაღო უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს ახორციელებს. ასევე, აწვდის რჩევებსა და დახმარებას ჩვენს ისრაელელ პარტნიორებს, როდესაც ისინი მძევლების გამოყვანის მცდელობებზე მუშაობენ”, – განაცხადა რაიდერმა. მანამდე სხვადასხვა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ღაზის სექტორის თავზე ამერიკული სადაზვერვო დრონები დაფრინავენ. საუბარი იყო MQ-9 Reapers-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებზე.

მეტი...

ნეპალში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 129 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა, 140-მდე პირი კი დაშავდა. თუმცა, ეს მონაცემები შესაძლოა გაიზარდოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გასულ ღამეს, ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში, დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიმდე იგრძნობოდა.

მეტი...