,,კონტრიერიშის ჩავარდნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან კონფლიქტი აქვს” – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინული ჯარის კონტრიერიშის ჩავარდნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან კონფლიქტი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, არესტოვიჩმა ესპანურ El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც არესტოვიჩი აცხადებს, უკრაინელი სამხედროები უკმაყოფილოები არიან ხელისუფლების არაკომპეტენტურობით და იმით, თუ როგორ გამოიყენება დასავლეთის დახმარება.

„პრეზიდენტის განცხადებები სულ უფრო ემოციური ხდება, რაც გამოწვეულია იმ კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით ისმის. ზელენსკიმ თავისი კომპეტენციის ზღვარს მიაღწია, ამიტომ ცვლილებებია საჭირო, პრეზიდენტი ვერ შეიცვლება, ამიტომ აუცილებელი იქნება არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

მსგავსი თემები