კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს.ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ  ტრამპთან საუბარი სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგება.

წყაროს თქმით, კიევში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი ფაქტობრივად აკონტროლებს რესპუბლიკელების უმრავლესობას კონგრესში, სადაც უკრაინის დაფინანსების გაზრდის საკითხი დაბლოკილია.

„უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამას აცნობიერებენ, ამიტომ ცდილობენ ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების ორგანიზებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.

მსგავსი თემები