,,იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 7 ნოემბერი რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო. „იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ თემა რუსული იყო. მაგალითად, ამერიკულთან დაკავშირებით არ გაქვს არგუმენტი, ამერიკული კანონია, „ხალხის ძალამ“ თუ ვინც თარგმნა ამას მნიშვნელობა არ აქვს და არგუმენტი არ გაქვს, რა უნდა თქვა? არა, პირდაპირ უნდა თქვა, რომ რუსულია. 2007 წლიდან ეს გოიმური და მდაბიო „ფეიკ“ მესიჯი მუშაობს და ახალი არ არის, ახლა უბრალოდ გააძლიერეს. ვინც არ მოსწონდათ…

მეტი...

საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 2024 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები მიიღება 2023 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით. „2024 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას გასცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა საქართველოში რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების ჟურნალისტზე. აკრედიტაციის მიზნებისთვის ჟურნალისტად მიიჩნევა რეპორტიორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის წევრი, გადამღებ ჯგუფად – ერთი რეპორტიორისა და ერთი ოპერატორისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე ტექნიკური მომსახურების გამწევი პერსონალის სათანადო რაოდენობის წევრისგან შემდგარი…

მეტი...

,,ველი შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან” – რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ეხმიანება. „მადლობა მერ კახა კალაძეს 2017 წელს აზერბაიჯანში ჩვენი პირველი შეხვედრის ფოტოს გაზიარებისთვის! სასიამოვნო იყო თბილისში კვლავ შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა. ველი შემდგომ თანამშრომლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის მერთან“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორაციაში.

მეტი...

პროკურატურამ რესპუბლიკურის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული…

მეტი...

ბათუმში მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა

ბათუმში. ე.წ. ბარცხანის დასახლებაში, მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. შეთხვევის შედეგად, ერთი პირი დაშავდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,ჰამასის” 13 მძევალი თავისუფალია

49-დღიანი ტყვეობის შემდეგ, “ჰამასის” მიერ გატაცებული 13 მძევალი თავისუფალია. ტყვეების პირველი ჯგუფი წითელმა ჯვარმა ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში გადაიყვანა. ასევე, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ დამატებით ისრაელიდან გატაცებული 12 ტაილანდელი გაათავისუფლა. ეს ცნობა ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია. ოფიციალური ცნობებით ტერორისტებს 240 ადამიანი ჰყავთ გატაცებული. დროებითი ზავის პირობების თანახმად ჰამასი 4 დღეში 50 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა. სანაცვლოდ ისრაელმა 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. მათ შორის, 39-მა ისრაელის ციხე დღესვე უნდა დატოვოს. ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დროებითი ზავის მიუხედავად, ომი გრძელდება.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა |

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით იქნება შესაძლებელი.

მეტი...

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები დაკარგავს იურიდიულ ძალას – კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე, იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობები. ,,კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ არსებითად ამაზე შევჯერდეთ, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები. შესაბამისად, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი“, – განაცხადა კობახიძემ.  

მეტი...

,,მთლიანად ვეთანხმები მანიფესტის ტექსტს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გუშინ გამოქვეყნებული მანიფესტის ტექსტს მთლიანად ეთანხმება. ,,გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის. უმაგრესი გამოსვლები იყო ლევან ხაბეიშვილის, გიორგი ვაშაძის, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვების. რაც შეეხება მანიფესტს, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთის მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა,…

მეტი...

ჩინეთი ექვს ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთი ექვს ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს. უვიზო რეჟიმი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, უვიზო რეჟიმით სარგებლობას ამ ქვეყნის მოქალაქეები დეკემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე შეძლებენ. პირობების თანახმად, ისინი საქმიანი ან სამოგზაურო ვიზიტებით ჩინეთში ჩასვლას 15 დღის ვადით შეძლებენ. ცნობისთვის, ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ჩინეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ სინგაპური და ბრუნეი, რომელთა მოქალაქეებს ჩინეთში 15-დღიანი ვიზიტების განხორციელება ბიზნესის, ტურიზმის, ოჯახის წევრების მონახულების მიზნით უვიზოდ შეუძლიათ. 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩინეთმა მოგზაურობის…

მეტი...

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი და ერთი კაცი), რომელთაც ბრალად ბიბლიოთეკიდან ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობა ედებათ. ინფორმაციას გამოცემა Journal du Dimanche ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ისინი პარიზის გარეუბანში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში (OCBC) იმყოფებიან. როგორც გამოცემა წერს,რუსი პოეტის ნაწარმოებები ბოლო დროს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პირველი ქურდობა ივლისში, ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და მიიმალა. საუბარია ან გამოცემების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული…

მეტი...

ლიეტუვის პრემიერი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის მთავრობის მეთაური, ინგრიდა სიმონიტე 24 ნოემბერს უკრაინაში ჩავიდა. მან პატივი მიაგო რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას. ,,დღეს კიევში ჩემი პირველი გაჩერებისას პატივი მივაგეთ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ერის ფუნდამენტურ უფლებებს: არსებობდეს და იცხოვროს თავისუფლად. მათ სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ყველას დასაცავად”, – დაწერა მან. მან ასევე, აღნიშნა, რომ გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზაა უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად დახმარება, რათა აღადგინოს მისი სრული ტერიტორიული მთლიანობა და დაამყაროს საერთაშორისო სამართლიანობა.

მეტი...

მეგრული აჯიკისა და წითელი წიწაკის 5 ნიმუშში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა: შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა; დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 13/10/2023 წელი. ვარგისიანობის ვადა 1 წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი:…

მეტი...

,,რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან” – ღარიბაშვილი

ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ამოქმედდა თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. „დღემდე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან;…

მეტი...

,,აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია” – ღარიბაშვილი

,,აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. „სასიხარულოა ჩემთვის მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტი და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალურ პროგრამაში (SPECA) ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტში მონაწილეობა. მაქვს პატივი, საპატიო სტუმრის რანგში მივმართო დღეს აქ შეკრებილ გამორჩეულ საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს…

მეტი...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, გადავადების უფლებით ისარგებლებს პირი, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. ის ამ უფლებით ისარგებლებს სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე. გადავადების უფლებით ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, რომელიც სრულად დისტანციური სწავლების ფორმით არ ხორციელდება. პირს, რომელიც ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სრულად დისტანციური სწავლის გამო, კანონი მისცემს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მისაღები ფორმით…

მეტი...

,,ქართული ოცნების” ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში ოპოზიციის წევრებს ხვდებიან

,,ქართული ოცნების” ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციის წევრებს ხვდებიან. შეხვედრა კანონპროექტს ეხება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა უნდა იყოს შესაძლებელი. მისი ინიციატორი “ევროპელი სოციალისტების” წევრი, ფრიდონ ინჯია იყო. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. ,,ქართული ოცნებიდან” შეხვედრას ესწრებიან – შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე. ოპოზიციიდან, ხათუნა სამნიძე, თინა ბოკუჩავა, რომან გოცირიძე, იაგო ხვიჩია, ნატო ჩხეიძე, მიხეილ დაუშვილი. შეხვედრას არ ესწრება ,,ლელოს” წარმომადგენელი.

მეტი...

როგორია კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფლუენსერი, თი მაჭავარიანი, გამომწერების კითხვის საპასუხოდ, ინფორმაციას ავრცელებს თუ როგორია ახლა დაჭრილი კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. “მადლობა ღმერთს რომ კოსტა ახლა კარგად არის. ძალიან მიხარია. კოსტა დღეს სახლში უნდა გაწერონ და ვფიქრობ, მე დავადგები პირველი კოსტას თუ ის მოვა ჩემთან”,- აცხადებს თი მაჭავარიანი. კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში, ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

მეტი...

უკრაინა გასულ წელთან შედარებით უკეთ არის მომზადებული ზამთრისთვის – საზღვაო ძალების სპიკერი

უკრაინის საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელის, დიმიტრი პლეტენჩუკის განცხადებით, ზამთარი უფრო ადვილი იქნება უკრაინისთვის. მისი თქმით, უკრაინა  შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით მოემზადა და რუსეთს აღარ აქვს ის რესურსი, რაც ჰქონდა ომის პირველ წელს. ,,ამიტომ, ეს ზამთარი ჩვენთვის უფრო ადვილი უნდა იყოს, ვიდრე წინა. მაგრამ არ არის საჭირო დასვენება, არ არის საჭირო საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებების იგნორირება. რაკეტის საფრთხე სერიოზულია. და თუ ვსაუბრობთ “კალიბრის” რაკეტებზე, მაშინ რუსებს აქვთ ლოგისტიკური ხარვეზი. მათ გემები გადაიტანეს ნოვოროსიისკში, მაგრამ რაკეტები დარჩა სევასტოპოლში”, – განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.  

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 24-27 ნოემბერს – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-27 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს. 24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 26 ნოემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 27 ნოემბერს იწვემებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22…

მეტი...

,,სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება“ – გიორგი ამილახვალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას. რეალურად კი, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება დამის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა. მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება – ეს გახლავთ…

მეტი...

რუსეთმა ხერსონში საბავშვო ბიბლიოთეკა დაბომბა

24 ნოემბერს დილით რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ხერსონის რეგიონალურ საბავშვო ბიბლიოთეკას. ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, განადგურდა წიგნების კოლექცია. ,,საბავშვო ბიბლიოთეკა. დილის ექვსი საათი. ჭურვის პირდაპირი დარტყმა. ბარბაროსებმა გაანადგურეს ხერსონის წიგნების კოლექცია, რომელიც წლების განმავლობაში ახარებდა ყველაზე პატარა მნახველებს და მათ მშობლებს,” – წერს პროკუდინი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

 პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალის ცხედარი ბინაში იპოვეს, მას ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. ,,დილის 4 საათის შემდეგ კაცმა პოლიციას შეატყობინა, რომ ბინაში, სადაც რამდენიმე უცხოელი იმყოფებოდა, კისრის არეში დაჭრილი ქალის ცხედარი იპოვა”, – აცხადებს პოლიციის პრეს ოფიცერი იერუშოვში. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ცხედარი ნახეს, დამნაშავეც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.

მეტი...

კიევში ექიმებმა ბავშვის გულიდან ნაღმის ფრაგმენტი ამოიღეს

კიევში ექიმებმა ხერსონში სროლის ქვეშ მოხვედრილი ოთხი წლის გოგონას გულიდან რუსული ნაღმის ფრაგმენტი ამოიღეს. კარდიოქირურგის ბორის თოდუროვის თქმით, გოგონას ოპერაცია გულის ინსტიტუტში ჩაუტარდა. მისი თქმით, ფრაგმენტი ნეოდიმის მაგნიტის გამოყენებით ამოიღეს. „რუსული ნაღმის ფრაგმენტი უკრაინელი გოგონას გულში. ხერსონში ოთხი წლის ბავშვს ცეცხლი გაუხსნეს. სასწაული იყო, რომ გადარჩა”, – აღნიშნა ექიმმა.  

მეტი...

თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება

თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს. პროგრამა მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსური წახალისების გაცემას გულისხმობს. მასში შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ…

მეტი...

ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს

ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს.  ამერიკული ბაზების წინააღმდეგ რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არ დაზიანებულა ინფრასტრუქტურა. აშშ-ს და საერთაშორისო ძალებს თავს დაესხნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ორ ადგილას. სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმა ასევე განხორციელდა ერაყში, ბაღდადის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე და ერბილის აეროპორტის განლაგებულ ბაზაზე.  

მეტი...

,,ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  მთლიანად ეთანხმება “ლელოს” დერუსიფიკაციის კონცეფციას. მისი თქმით,  იწონებს კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს. ,,მთლიანად ვეთანხმები “ლელოს” მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა. რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. “გამარჯვების კოალიციამ” უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს”, – წერს…

მეტი...

,,გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი”- ალუდა ღუდუშაური

,,გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. „რა მომავალი უნდა ჰქონდეთ, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, ჩვენს ქვეყანას თავს რა უბედურება დაატეხეს. უფრო მეტიც, მათ ჩვენი ხალხისთვის ბოდიში არ მოუხდიათ და თავს დამნაშავედ არ გრძნობენ. ნაცვლად ამისა, იკრიბებიან, მასკარადს აწყობენ. რა ეზეიმებათ, ამ უბედურებს? მართლა მაინტერესებს, რას ზეიმობენ, როცა ქართველმა ხალხმა მათი მმართველობა შეაფასა როგორც ისტორიის სირცხვილი, მწამებლებისა და ქვეყნისთვის უბედურების მომტანი პოლიტიკური ძალა. თავის დროზე, ეს ბოროტები ქვეყანას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოასხდნენ…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ გახლეჩისგან მხოლოდ ის გადაარჩენს, თუ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გააუქმებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები დემოკრატიისა და განსაკუთრებული კონტრასტის მაგალითს უნდა აჩვენებდნენ. „სამწუხაროდ, გუშინ რაც მოვისმინე, თურმე „ვარდების რევოლუციის“ თარიღი მნიშვნელოვანი იმის გამო ყოფილა, რომ პარტიიდან რამდენიმე ადამიანი გაერიცხათ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგან ოპოზიციური პარტიები დემოკრატიისა და განსაკუთრებული კონტრასტის მაგალითს უნდა აჩვენებდნენ. პარტიიდან ადამიანების გარიცხვის მომენტი თუ მართლა დადგება, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისგან“ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა. გარიცხვები „კომუნისტური პარტიიდან“ გვახსოვს, რაც დემოკრატიული თვალსაზრისით, პარტიისთვის დიდი პრობლემაა. ეს პარტია…

მეტი...

2023 წლის მესამე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 592 მილიონი ლარი დახარჯეს – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის…

მეტი...

„ჰამასთან“ ხანმოკლე ზავის შემდეგ, ინტენსიური ბრძოლები, სულ მცირე, ორი თვით კიდევ განახლდება – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით,  „ჰამასთან“ ხანმოკლე ზავის დასრულების შემდეგ, სამხედროები განაახლებენ ინტენსიურ ბრძოლას, სულ მცირე, ორი ​​თვით. „უახლოეს დღეებში რასაც ნახავთ, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. თქვენგან რასაც ვითხოვთ ამ შესვენების დროს, არის ორგანიზება, მომზადება, გამოძიება და მზადყოფნა ბრძოლის გასაგრძელებლად. გაგრძელება აუცილებლად იქნება, რადგან ჩვენ ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ გამარჯვებით“, – განაცხადა გალანტმა.  

მეტი...

ნატო ევროპაში ჯარების ლოჯისტიკის გამარტივებას ითხოვს

ნატო-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატი აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში, პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში. “ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ მშვიდობიან პერიოდში, მზად არ იქნება კრიზისის ან ომის შემთხვევაში”, – განუცხადა ”Reuters”- ს ნატოს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის (JSEC) ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სოლფრანკმა. მისივე თქმით, ალიანსმა სწრაფად უნდა გადაიყვანოს ჯარები თავისი ბაზებიდან აღმოსავლეთ ფლანგზე სასურველ პუნქტში. ,,ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე [ნატოს კოლექტიური თავდაცვის ქარტიის] მე-5 მუხლის გამოყენებამდე”, – განაცხადა გენერალმა.

მეტი...

დევიდ ქემერონი დღეს პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი დღეს პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. დევიდ ქემერონის განცხადებით, ქვეყანა დამატებით 30 მილიონ ფუნტს გამოყოფს ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, მოხმარდება გაერო-სა და სხვა სააგენტოების მხარდაჭერას მოხმარდება, რათა უზრუნველყონ მოქალაქეთა დახმარება, მათ შორის თავშესაფარი და სამედიცინო საჭიროებები.    

მეტი...

ქართველმა ემიგრანტმა პოლონეთში და მოკლა

მარნეულელმა კაცმა პოლონეთში და მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ცხედარი ბინაში მცხოვრებმა ასევე საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ. დამნაშავეზე ძებნაა გამოცხადებული. მკვლელობის მოტივი უცნობია.

მეტი...

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმები შეწყვეტილია. გავრცელებული ცნობით, ტყვეობაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ადგილობრივი დროით ოთხ საათზე გაათავისუფლებენ.  

მეტი...