ღაზის სექტორის უმსხვილესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ალ შიფას ჰოსპიტალში მოქმედი ბოლო გენერატორი 11 ნოემბერს გაითიშა და შენობას სასმელი წყალიც მესამე დღეა აღარ მიეწოდება.
მათივე ინფორმაციით, მწვავე ჰუმანიტარული პირობების გამო სამედიცინო დაწესებულებაში 36 ახალშობილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებას 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, თუმცა „ჰამასმა“ საავადმყოფოს მის მიღებაში ხელი შეუშალა.