ჯინპინგი – ვიეტნამიდან 18 კილომეტრში და მოსწავლეების ულამაზესი წარმოდგენა (რეპორტაჟი ჩინეთიდან)

ჯინპინგი მდებარეობს იუნანის პროვინციაში, ჰონგჰეს პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში. ის დედაქალაქ კუნმინგიდან 477 კილომეტრშია. მას სამხრეთით ესაზღვრება ვიეტნამის ლაი ჩაუს პროვინცია და ვიეტნამისგან ყოფს მთები და მდინარეები.  ჯინპინგში ცხოვრობს წითელთავიანი იაოს უმცირესობა, რომლებიც დაქორწინების შემდეგ თავზე წითელ ქუდს ატარებს. ის მოიცავს 3677 კვადრატულ კილომეტრს. აქ არის ეროვნული ღია ნავსადგური, რომელოც მდებარეობს  18 კილომეტრში ვიეტნამის ფენგტუს საგრაფოდან. ჯინპინის ოლქი არის უმცირესობის ავტონომიური საგრაფო, რომელშიც უმცირესობები რეგისტრირებული მოსახლეობის 87.4%-ს შეადგენს. ჯიპინგის ოლქში თაობების განმავლობაში 9 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. ესენი არიან მიაო, იაო, დაი, ჰანი, ი, ჰანი, ჟუანგი, ლაჰუ და ბულანგი, შესაბამისად. ჯინპინის ოლქის მთავარი…

მეტი...

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ჩამოვიდა. მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად გაეცნობა 2024 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებს.

მეტი...

„ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა

„ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა. დღეს დაგეგმილია ათი მძევლის გათავისუფლება, კიდევ ათი მძევალი კი უკვე ხვალ დატოვებს ღაზის სექტორს. პარალელურად, ისრაელის ციხეები დღეს და ხვალ 60 პალესტინელმა უნდა დატოვოს. სამშვიდობო ზავის გახანგრძლივების მიუხედავად ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის ხმა მაინც ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი. „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ზავი ისრაელმა დაარღვია და მათ საპასუხო ცეცხლის გახსნა მოუხდათ. ცნობისთვის, ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან 53-ე დღეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია რთულია. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ანკლავის მცხოვრებლებს…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. ,,ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს (ბაბუაჩემი მიშა სააკაშვილი, თბილისის მედინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გორიდან იყო) ორივეს დავიწყება ურჩია. ქ-ნო სალომე, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს – მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია. ოღონდ ის სტალინზე გიჟდება და მთელს რუსეთში ძეგლებს უდგამს და ვეზიზღები მე, მუდმივად რა სხვადასხვა გამოსვლებში, ყველანაირ ცოდვებში მადანაშაულებს. მე, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა ქართველ ერთან ერთად, რომ თქვენ მყარად იყოთ ისტორიის სწორ მხარეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ნიკა გელენიძე ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული 30 წლის ნიკა გელენიძე, ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს​. ის უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ადგილობრივებმა გააცილეს. ცნობისთვის, გელენიძე დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოტანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ქართველი გმირის უკრაინიდან გადმოსვენება მეგობრებმა და თანამებრძოლებმა უზრუნველყვეს. ნიკა გელენიძე სოხუმიდან დევნილია.

მეტი...

ფინეთი რუსეთთან დარჩენილ ბოლო სასაზღვრო გამშვებ პუნქტსაც ხურავს

ფინეთი რუსეთთან დარჩენილ ბოლო სასაზღვრო გამშვებ პუნქტსაც ხურავს. გადაწყვეტილება ძალაში ოთხშაბათს გვიან ღამით, 30 ნოემბრიდან შევა. ცნობილია, რომ სასაზღვრო პუნქტი 30 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე დაიხურება. მიზეზი კი ქვეყანაში რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდაა. მანამდე ფინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება. ცნობისთვის, ფინეთის მთავრობამ 18 ნოემბერს, შაბათს, ღამით, რუსეთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, ოთხი საგუშაგოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

მეტი...

მინისტრის განცხადება რაჭის თემაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობისნლიცენზიის გაუქმების საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება სამართლებრივი პროცესის შემდეგ მიიღო. მინისტრმა ჟურნალისტებთან შემდგომ პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაჭაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების შექმნაზე მუშაობა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა ჩაერთონ პროცესში, ითანამშრომლონ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოემსახუროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და, რა თქმა უნდა, რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას. ,,გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა მთელი რიგი სამართლებრივი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მაისის თვიდან დაიწყო.…

მეტი...

„სიყვარულის წვნიანი“ ხიდის სუფრაზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთის პროვინციიდან

„ხიდის სუფრა“ სწორედ ასე ჰქვია ტრადიციას, რომლითაც ქალაქ მანცი-ში სტუმრებს ხვდებიან. ეს ქალაქი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ყველა პროვინციას საკუთარი კულტურა, ისტორია, ტრადიცია და სამზარეულო გააჩნია. შესაბამისად, პირველი, სადაც სტუმარი მიჰყავთ და საკუთარი თავის წარმოჩენას იწყებენ, სწორედ სამზარეულოა. ამ ქალაქში კი რადიკალურად განსხვავებული, ეროვნული სამზარეულო დავაგემოვნე, რომელიც არსად მინახავს და არსად გამიგია. დეტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი დახურულია – გიორგი ვაშაძე

ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი დახურულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა თავისი ხელმოწერით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ძალიან მკაფიო გახადა და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. „გამარჯვებისთვის ბრძოლას სრულიად ახალი სტრატეგიით დავიწყებთ და არჩევნებში ყველა ერთად გავიმარჯვებთ, რომელიც გეოპოლიტიკური რეფერენდუმია, რათა საქართველომ განაგრძოს სწრაფი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში წერია, რომ ნიკა მელია პარტიაში არ ირიცხება. ლევან ხაბეიშვილის ნაბიჯში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ – პოლიტიკა არის ზუსტად სიმბოლოების ხელოვნება, რითაც მკაფიო უნდა გახადო შენი გზავნილი. ლევან ხაბეიშვილმა თავისი ხელმოწერით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ძალიან მკაფიო…

მეტი...

ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გასაპროტესტებლად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე დაშვების გასაპროტესტებლად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტერიალს არ დაესწრება. „უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უწყების  განცხადებაში. როგორც განცახდებაშია ნათქვამი, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია. „რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით, სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარედ ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა რუსეთის მხრიდან წესების ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი გახდა. ამას გარდა, რუსეთს, უკვე 500 დღეა, უკანონოდ ჰყავს დაკავებული ეუთო-ს სამი…

მეტი...

,,სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება“- გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე და პედაგოგთა ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, რაც აუცილებლად აისახება ახალ სახელფასო პოლიტიკაში. დღეს სწორედ ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გრძელდება ახალ ინიციატივებზე მუშაობა. „2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500…

მეტი...

ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცადებით, ღაზაში მკურნალობის გარეშე დაავადებებისგან შესაძლოა, მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე დაბომბვისგან. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თავშესაფრების შემოწმებისას გამოვლინდა გავრცელებული დიარეა და რესპირატორული ინფექციები ბავშვებსა და ჩვილებში. მათივე ინორმაციით, დაავადებულები მკურნალობას ვერ იღებენ. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება ან დიაბეტი, ასევე ვერ იღებენ მკურნალობას. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მუდმივი რეჟიმის მოწოდებით გამოდიან.

მეტი...

ვაზისუბანში კაცს მანქანა დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბანში – შუახნის კაცს ცემენტის მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად კაცი დაიღუპა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული.

მეტი...

ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირშიგაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს – მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ევროპული კანონებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა, არამედ ეს პროცესი მოითხოვს გარდაქმნებს ქვეყნის საზოგადოებაში. ,,უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს,” – განაცხადა მეცოლამ.

მეტი...

უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე კიდევ უფრო მეტი თავდასხმები იქნება – სტოლტენბერგი

ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე უფრო მეტი თავდასხმები იქნება – ამის შესაებ ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ უფრო დაუჭირონ მხარი უკრაინას. ,,ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ სიტუაციას უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ საბრძოლო ოპერაციებს ფრონტის ხაზის გასწვრივ. ჩვენ ვხედავთ უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების ტალღებს უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. და ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უკრაინის ქალაქებზე უფრო მეტი თავდასხმები იქნება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ უფრო დაუჭირონ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

ომის დაწყების შემდეგ პირველად, სერგეი ლავროვი ნატო-ს წევრ ქვეყანაში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი  ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალზე გეგმავს დასწრებას. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნატო-ს წევრებმა რუსეთს თავიანთი ქვეყნების თავზე ფრენა აუკრძალეს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასასვლელად ლავროვს თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცე გაუხსნა. ,,ნებართვა მიენიჭა ჩრდილოეთ მაკედონიის მოთხოვნით “ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და ექვემდებარება გამონაკლისს ევროკავშირის სანქციების გამოყენებისგან. რეჟიმი მის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ნებართვა „არ…

მეტი...

როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი – დიმიტრი ხუნდაძე

„ასარჩევია მშვიდობა და განვითარება ან ომი და ნგრევა. ბოლო 11 წელია საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“,  მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ავტორი მაწვნის ქილებთან ერთად საზღვარს კვლავ ქვეყანაში დესტრუქციის მოსაწყობად  კვეთს, ხოლო  სააკაშვილის ბიძა, რომელიც ქართველთა ლანძღვით გამოირჩევა, ისევ ომზე საუბრობს. „ამერიკაში ალასანიას სალექციო კურსი ომსა და რევოლუციებზე იმის დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 წლის შემდეგაც იმავეს ფიქრობს და იმავეს…

მეტი...

ჭიათურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ჭიათურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. „პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან შეიქმნა კრიზისი პოლიტსაბჭოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრომლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთი წევრი.

მეტი...

თუ საზოგადოებამ იცის, როგორი მომავალი უნდა, მაშინ ის მიაღწევს თავისას – სალომე ზურაბიშვილი

,,მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში. ,,მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში. იქიდან წამოწყებული ყველა…

მეტი...

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ნოემბერს, რუსთავში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მ. ლ.-მ,    გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის ე. მ.-ს მიმართ, მათივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობა განახორციელა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია. მისი თქმით, პარტია გადასულია დაშლის ბოლო ეტაპზე და ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა, უკვე სააშკარაოზე გამოვიდა. „ღიმილის მომგვრელია, რა ფორმით მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესები და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინაც ზეპირად და სახელდახელოდ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის მიერ. ამდენი თვის მუშაობის, კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ბოლო ფაზის მთავარი საკითხი. ამაზე მიდის…

მეტი...

29 ნოემბერს გაიმართება, კონფერენცია -თემაზე “საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით”

29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართება, სამეცნიერო კონფერენცია -თემაზე “საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით.” კონფერენციის ორგანიზატორები არიან – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი. სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან: გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, გენერალ-ლეიტენანტი, დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი, ჯონი ფირცხალაიშვილი, პოლკოვნიკი, გიორგი დანელია, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ირაკლი ბუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ელგუჯა მეძმარიაშვილი. კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე;

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანის აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. უწყების ცნობით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

 არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ – ირაკლი კობახიძე

 არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იცავს იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული აქვს. „ჩვენ გარკვეული პოლიტიკა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ. ამ პოლიტიკის ფარგლებში იდება ნებისმიერი გარიგება. სადმე გადახვევა თუ იქნება, ნებისმიერმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, მაგრამ გადახვევა თუ არ არის, პრეტენზიებსაც ვერ ექნება საფუძველი. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიცავთ იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

უკრაინაში უამინდობის გამო 10 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა

უკრაინაში უამინდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. მონაცემებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს. მსხვერპლია ოდესის, ხაროვის, ნიკოლაევის ოლქებში და კიევში. ნიკოლაევის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა. ოდესაში, სადაც ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო, ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამაშველო სამსახურების დახმარება 2 500-მდე ადამიანს დასჭირდა. გზების ნაწილზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს. მარიანა ბუდანოვა საავადმყოფოშია. წყაროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხანგრძლივი გაუარესების შემდეგ ბუდანოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს და  მკურნალობის კურსი უკვე მთავრდება. ის  კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. წყაროს ცნობით, ქალს ორგანიზმში ისეთი მძიმე მეტალები აღმოაჩნდა, რომლებიც ყოველდღიურობაში არ გამოიყენება, რაც სავარაუდო მოწამვლაზე მიუთითებს.  

მეტი...

ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა – თინა ბოკუჩავა

„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა პლენარული სხდომის დროს, როდესაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უკიდურესად ამორალური, უხამსი სიძულვილის ენა გამოიყენა ქალი ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ. მისივე შეფასებით, ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს, როდესაც „ქართული ოცნების“ მამაკაცი დეპუტატები ძალადობას, სიძულვილის ენას არ ერიდებიან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ. „ეს პარლამენტისთვის უდიდესი სირცხვილია და ამგვარი ამორალობა არ უნახავს საქართველოს პარლამენტს ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი. სამარცხვინოა და მეტიც, ეს არის დანაშაულის წახალისება ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა…

მეტი...

ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს – გურამ მაჭარაშვილი

ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო. მის ხმას ევროპა ვერ გაიგებს. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სჯობს, დროზე მოეგოს გონს და გაჩერდეს. „მის ხმას მხოლოდ ნიკა გვარამია გაიგებს, რომლის ხმა გაიგო და ციხიდან გამოუშვა. მის ხმას გაიგებს რადიკალური ოპოზიციაც, რომელიც მის დღის წესრიგშია. მის ხმას ხმას ვერც ქართველი ხალხი და ევროპა ვერ გაიგებს. სჯობს, დროზე მოეგოს გონს და გაჩერდეს, სულ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და შეირგოს. სალომე ზურაბიშვილს ემიგრანტები არ უშველის. სჯობს,…

მეტი...

მართლა პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში, დაუჭამიათ ერთმანეთი – ირაკლი კობახიძე

მართლა პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში, დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტად დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი. „რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს, აქეთ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშლება“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

ოდესის ოლქში უამინდობის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა

ოდესის რეგიონში უამინდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 5 ადამიანამდე გაიზარდა. სულ მცირე 19 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იმუშავებს, ვიდრე არ აღდგება ნორმალური სიტუაცია. ამჟამად ციკლონის ეპიცენტრი ინაცვლებს ჩრდილოეთ ოლქებისკენ – ყველგან მზად ვართ დასახმარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უამინდობის გამო თითქმის 1500 დასახლება 17 რეგიონში გათიშულია. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მაშველებს, მძღოლებსა და ეროვნულ გვარდიელებს, რომლებმაც ქარბუქის დროს ხალხის დახმარება გაუწიეს.

მეტი...

თუ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, ეს ჩვენი დამარცხება იქნება – პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს, ეს მათი დამარცხება იქნება. ,,თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ეს წელი წარმატების საფუძველია, მომავალი წელი კი უფრო რთული იქნება. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინას მივცეთ ყველაფერი, რაც მას სჭირდება სუვერენიტეტის აღდგენისა და საზღვრებზე კონტროლის დასამყარებლად. ნებისმიერი ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება”, – განაცხადა პაველმა.

მეტი...

რუსები ავდეევკაში 6 მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ – ომის კვლევის ინსტიტუტი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ,,რუსი ოკუპანტები ავდეევკაში ექვსი მიმართულებით ახორციელებენ შეტევას. მძიმე ბრძოლები მიდის, მაგრამ [რუსები] წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა ნოვობახმუტოვკას აღმოსავლეთით (ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით 13 კმ) 30-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.  

მეტი...

ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა. ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში უმრავლესობა მოპოვებული ოპოზიცია, აცხადებს, რომ მორავიეცკის მთავრობის დამტკიცება არის ფარსი, რომლის მიზანია ხელისუფლების გადაბარების გაჭიანურება. პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელიც ქვეყნის სათავეში 2015 წლიდანაა, არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატები ვერ მოაგროვა და დიდი ალბათობით, პარლამენტში მისი მთავრობა ნდობას ვერ მოიპოვებს. „ჩვენ ვიცავთ ტრადიციას იმ მთავრობის დამტკიცებით, რომელიც ჩამოყალიბებულია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუდის არჩეული კანდიდატის მიერ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ მინისტრების დამტკიცებისას. პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭიროა 231 ხმა. დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფრომის“ ხელმძღვანელობით, ოპოზიციური პარტიების ალიანსმა 248…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში უზრუნველყო გადაუდებელი საგამოძიებო  მოქმედებების ჩატარება, რის შემდეგაც ჩვენს მიერ ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა სამართალდამცავი,”- ნათქვამია უწყების მიერ…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში 9 მოვაჭრეს დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, 11 მოვაჭრის მიმართ დაწყებული საკითხის შესწავლა დაასრულა. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას,  ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს “ინვესტ ინ ჯორჯიას” და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი…

მეტი...