ოჯახში ძალადობის სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულზეა

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულზეა. ბოლო 9 თვის განმავლობაში ძალადობის 6 ათასამდე შემთხვევაა დადგენილი და ძირითად შემთხვევებში მსხვერპლი ქალები არიან. უმძიმესი და მზარდია ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის მონაცემები, მათ შორის  სექსუალური. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკას ასაჯაროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

მეტი...

,,მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი” – ფაშინიანი

მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი , – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” – გამოსვლისას განაცხადა. სომხეთის პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში, მინდა მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ რეკომენდაცია გასცა ევროპის საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მინდოდა, ოფიციალურად მიმელოცა ქართველი კოლეგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ…

მეტი...

..განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს – საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია” – პრემიერი

განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს. კითხვის ავტორმა ახსენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი – ისრაელსა და ჰამასს შორის შექმნილი ვითარება. საქართველო მშვიდობის მხარდამჭერია. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” – კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო გმობს სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ტერორიზმსა და ტერორისტულ აქტებს. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ განვიცდით მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს, კრიზისებსა და ომებს. კითხვის ავტორმა ახსენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი – ისრაელსა…

მეტი...

,,მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე” – ფაშინიანი

,,მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე”. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოსვლისას განაცხადა. „მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ [პრემიერ ღარიბაშვილს] ოფიციალურად მოგილოცავთ, როცა შესაბამის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. მნიშვნელოვანი პროცესია და ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება. საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა. ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.  

მეტი...

ვატიკანში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის ვატიკანში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმით, ქართველ მკვლევარებს, ისტორიკოსებსა და მეცნიერებს ვატიკანის ბიბლიოთეკის ფონდებსა და საცავებში, მიეცემათ კვოტირების გარეშე კვლევითი საქმიანობის ჩატარების უფლება. ვატიკანში დაცულია მასალები მე-15 საუკუნიდან დღემდე. საქართველოს ისტორიის სიახლეებთან დაკავშირებით კვლევების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტები გაციფრულდება და საქართველოს საჩუქრად გადმოეცემა. განიხილება ორიგინალების საგამოფენოდ საქართველოში ჩამოტანის და საჯაროდ გამოფენის შესაძლებლობაც. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი წმინდა საყდარში მ/წ მაისში, რა დროსაც დაიწყო მოლაპარაკებები ორ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობაზე. შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრას ვატიკანში ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა…

მეტი...

,,ოკუპაცია არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა” – ღარიბაშვილი

,,ოკუპაცია არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა”. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვევლობის და არაპროგნოზირებადობის ეპოქაში. უკრაინაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გამოსავალი ჯერ -ჯერობით არ ჩანს. ვხედავთ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და ასევე საქართველოში, რომლის ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ამ კონფლიქტებზე პასუხი არის მშვიდობა და ყველა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს, რათა ერთად მივაღწიოთ მშვიდობას. ამიტომ, მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და გესაუბროთ საქართველოს წარმატების ისტორიაზე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს საქართველოს 20% იყო ოკუპირებული და დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. პირველი ომი,…

მეტი...

,,არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ” – ღარიბაშვილი

არავის არ გაუკეთებია ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. არავის, არც ერთ მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში! ეს გავაკეთეთ ჩვენ, გააკეთა “ქართულმა ოცნებამ.” იქნება ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი. ეს არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში და მათ რეკომენდაციაში წერია, რომ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი. „მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და იმ ჩანაწერით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები…

მეტი...

,,ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, მოკლეს ჩვენი მოქალაქე” – ზურაბიშვილი პარიზის ფორუმზე

,,ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, მოკლეს ჩვენი მოქალაქე”. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ორი დღის წინ ევროკომისიამ გასცა პოზიტიური რეკომენდაცია საქართველოს შესახებ, დღეს კი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა იყო საქართველოში, რომელმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა 85% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ადრე ეს მაჩვენებელი 80% იყო და ის მუდმივად იზრდება. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ 75%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს უსაფრთხოების გამო. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ, რუსებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ის, რასაც ასე მიჩვეულები არიან: მათ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მოკლეს ჩვენი ერთი მოქალაქე…

მეტი...

„აღმოსავლეთის მარგალიტი“ – ვიდეოკადრები შანხაიდან

“შანხაი” – ითარგმნება როგორც “ოკეანეში”. მას  „აღმოსალეთის მარგალიტსაც“ უწოდებენ. ფუსფუსი დილაადრიან, 06:00 საათიდან იწყება. ხალხი უკვე გაფენილია ქუჩებში, ღიაა კაფეები, მაღაზიები, სიცოცხლე ჩქეფს, ხალისია, მოძრაობაა, ქუჩები სავსეა ტურისტებით. კადრები შანხაიდან. ეკა გულუა შანხაის 632 მეტრიანი ცათამბჯენი (ვიდეო) ღამის ცხოვრება „აღოსავლეთის მარგალიტში“ – კადრები შანხაიდან ჩინელი, რომელიც ამტკიცებს, რომ გურულია – რეპორტაჟი შანხაიდან

მეტი...

ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი პოლიციელის მანქანა ააფეთქეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი პოლიციელის მანქანა ააფეთქეს. ,,მარიუპოლში აფეთქება მოხდა. მეტალურგოვის გამზირზე ააფეთქეს საოკუპაციო კორპუსის ერთ-ერთი პოლიციელის მანქანა. დეტალები მოგვიანებით”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ მისივე თქმით, მარიუპოლში პარტიზანებმა დილით განაცხადეს, რომ მათ “საჩუქრები გადასცეს რუსეთის ფედერაციაში პოლიციის დღის აღსანიშნავად”.

მეტი...

ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მძევლების დაბრუნება მოხდეს – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ,,როდესაც საქმე მძევლების დაბრუნებას ეხება, ისრაელის თავდაცვის ძალები უსაფრთხოების აპარატთან ერთად მუშაობს 24 საათის განმავლობაში, სადაზვერვო, ოპერატიულ, სამოქალაქო დონეზე. ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვია არც ერთი შესაძლებლობა და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ პირველ რიგში, მძევლების დაბრუნება მოხდეს. ყველაფერი დანარჩენი არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ვიდეოჩანაწერების სახით ვრცელდება. როდესაც რეალური სადაზვერვო ინფორმაცია გვექნება, პირველ რიგში, მას მძევლების ოჯახებს მივაწვდით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება. ამას დრო დასჭირდება”, –  განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

მეტი...

 ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ანალენა ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრები “ჰამასის” მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებას, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევას შეეხება, რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

მეტი...

უკრაინელები შეინარჩუნებენ და დაიბრუნებენ იმას, რაც მათია – ზელენსკი

,,ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა და ჩვენ ამას გავაკეთებთ – ამაში ეჭვი არ მეპარება,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები შეინარჩუნებენ და დაიბრუნებენ იმას, რაც მათია. ,,ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა და ჩვენ ამას გავაკეთებთ – ამაში ეჭვი არ მეპარება. უკრაინის რწმენა ნიშნავს იცოდე, რომ უკრაინას და უკრაინელებს დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეუძლიათ. შეინარჩუნებენ და დაიბრუნებენ იმას, რაც მათია. როგორც 24 თებერვლის შემდეგ, ეს შეიძლება ერთად გაკეთდეს – მხოლოდ ერთად, ერთიანობით, სახელმწიფოზე ზრუნვით, უკრაინელების გვერდით ყოფნით, სადაც არ უნდა იყვნენ. ხალხის ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ზამთრის პერიოდში, განსაზღვრულ ზონებში ავტომობილთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, კანონმდებლობაში ცვლილებები შედის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა. კანონპროექტები დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სახიფათოა ნისლის, წვიმის, თოვლის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, როდესაც ხილვადობა შემცირებულია. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელიც არ არის აღჭურვილი შესაბამისი საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. განსაზღვრულ ზონებში ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით…

მეტი...

თბილისის საავტომობილო გზების განტვირთვის მიზნით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მომზადდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე,  დიდი გაბარიტების მქონე (M3, N2 და N3 კატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ  დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით. ასევე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის/დროის დარღვევით მიწოდება პირველივე შემთხვევაში…

მეტი...

შალვა პაპუაშვილმა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესახებ რეგლამენტში ცვლილების პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი წარადგინა. პროექტის მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. შალვა პაპუაშვილის  განცხადებით, 2017 წელს, საჯარო სამსახურის რეფორმის დროს შემოღებული იქნა კოეფიციენტები და დადგინდა ამ კოეფიციენტების ზედა ზღვარი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის, პარლამენტის წევრებისთვის. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება ავტომატურად არ ასახულა პარლამენტის წევრების ანაზღაურებაზე, ვინაიდან, იმისათვის, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეიცვალოს, ცვლილება უნდა შევიდეს რეგლამენტში. იმ მომენტში კი, პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილება არ შეიტანა და შესაბამისობაში არ მოიყვანა პარლამენტის…

მეტი...

უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადბეით, უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ერმაკი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ და ომის დროს არჩევნების ჩატარებას აიძულებენ. ,,უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან ამას მთელი რიგი პრობლემები აფერხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ომთან”, – აცხადებს ერმაკი.  

მეტი...

ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მსხვერპლის შესამცირებლად მეტი რამ უნდა გაკეთდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. მისი თქმით, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს. „ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავლობაში. გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი მათთვის და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დახმარება. ამ მიზნით, განვაგრძობთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას“, –  განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

მეტი...

,,კიევი შორს არის ევროკავშირისგან”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ბლოკში გაწევრიანებაზე მისი თქმით,  “კიევი შორს არის ევროკავშირისგან”. ,,მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უნგრეთის უარი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ბიზნეს შეთანხმების საგანი. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული თანხების საკითხთან, რომელიც უნგრეთს აქვს უფლება მიიღოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

ამ კვირაში ღაზიდან 203 უკრაინელი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ კვირაში ღაზიდან 203 უკრაინელი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ ღაზიდან 160, მოლდოვიდან კი 9 მოქალაქის ევაკუაცია მოახერხა. ამ კვირაში 203 უკრაინელი მოქალაქე გადავარჩინეთ”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს. მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის…

მეტი...

,,ქალბატონი სალომე არ იშლის მაინც ჯიუტობას, აგრძელებს მოგზაურობებს, დასვენებებს”- ირაკლი ზარქუა

,,ქალბატონი სალომე არ იშლის მაინც ჯიუტობას, აგრძელებს მოგზაურობებს, დასვენებებს, ახლობლების მონახვებს,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს. ,,ქალბატონი სალომე არ იშლის მაინც ჯიუტობას, აგრძელებს მოგზაურობებს, დასვენებებს, ახლობლების მონახვებს, საფრანგეთშია ხშირად და მაგიტომ. თუმცა ლეგიტიმაცია არ აქვს, თქვენ იცით, ის არღვევს კონსტიტუციას და შესაბამისად ჩვენი მხრიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მხრიდან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ქალბატონი სალომე, ბოლო 2 წელია გადაბარგდა რადიკალების ნარატივზე”,- განახადა ირაკლი ზარქუამ.

მეტი...

პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა. ,,გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. გაკვეთილის მსვლელობისას, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ და ერთმანეთს პირად გამოცდილებას…

მეტი...

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა

“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ვერ დაჯდა. თვითმფრინავი უკან, მოსკოვში დაბრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი იძულებული გახდა დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნებულიყო, რადგანაც სანავიგაციო მოწყობილობების პრობლემა შეექმნა.

მეტი...

იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც…ზოგი კონდახით მირტყამდა, ზოგი ხელით – ლევან დოთიაშვილი

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულმა და გუშინ გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ,,გზაში კი რაღაცა იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე”, – განაცხადა დოთიაშვილმა. დამიზნებით გვესროდა, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში – ლევან დოთიაშვილი

მეტი...

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოწმეთა ჩვენებებით და იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა – დარახველიძე

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება, შეიკრიბოს, დავადგინოთ ადამიანები, ვინც კირბალში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს. „ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი და მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან დიდი ტკივილი. ტრაგიკულ მოვლენა მოხდა; მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე და ერთი ადამიანი გაიტაცეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ერთი მოქალაქე, რომელიც იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში, მომხდარიყო მისი გადმოცემა და გათავისუფლება…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, მისი მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრებაზე . „ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი უკვე თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. 18 ოქტომბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, თორემ საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი…

მეტი...

ოზურგეთში, ერთ-ერთ ჯიხურში, ხანძარი იყო

ოზურგეთში, ერთ-ერთ მცირე ზომის ჯიხურში, ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

ექიმების რეკომენდაციის შემდეგ, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძე  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ადასტურებს. მისი თქმით,  ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. „გიდასტურებთ დასკვნებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

ორბანის თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს. „ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა  ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაცია და მიიწვიონ კიევი წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად.  ასეთი გადაწყვეტილება ბლოკის 27 წევრის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.  

მეტი...

დამიზნებით გვესროდა, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში – ლევან დოთიაშვილი

დამიზნებით გვესროდა, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში” – ამის შესახებ ოკუპანტების მიერ გატაცებულმა და გუშინ გათავისუფლებულმა ლევან დოთიაშვილმა განაცხადა. დოთიაშვილის თქმით, გზაში მის მიმართა შეურაცხყოფას და დარტყმას ჰქონდა ადგილი. ,,თავიდან მოვიდა თუ არა გამაფრთხილებელი გაისროლა, იმის მერე ვისაუბრეთ. დამიზნებით გვესროდა, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა. მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარები თამაზზე, ხერხემლის არეში. ერთი თქვა დამჭრაო და მოგარტყა დიმიტრიჩ მეთქი და კიო. მერე გადავედი მანქანიდან, გადავიყვანე, ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და წამიყვანეს ტყის მიმართულებით,“ – განაცხადა დოთიაშვილმა.

მეტი...

,,ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი”- ლევან დოთიაშვილი

,,ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად”, – ამის შესახებ ლევან დოთიაშვილმა  განაცხადა. ამ დროისთვის დოთიაშვილი დამატებით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის. ,,ყველა მაგ მოლოდინში ხართ, ჩემს პასუხს ელოდებით, რა მოხდა და რა არა. ცოტა ხანი, 1-2 საათი მაცადეთ, წამოვდგები ფეხზე და მოგცემთ [ინფორმაციას]”, – განუცხადა დოთიაშვილმა ფორმულას. რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

მეტი...

ერაყსა და სირიაში აშშ-სა და კოალიციის ჯარებზე თავდასხმის შედეგად 56 ადამიანი დაშავდა

პენტაგონის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში 46-ჯერ დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, თავდასხმების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა. ,,17 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-სა და კოალიციის ძალებს თავს დაესხნენ მინიმუმ 46-ჯერ. მათ შორის, 24-ჯერ ერაყში და 22-ჯერ სირიაში, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს – ალუდა ღუდუშაური

მისი გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართველმა ხალხმა ყველაფერი კარგად იცის და ისე, როგორც არასდროს, ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ France 24-თან მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი თქმით,  საერთოდ არ არის საინტერესო, რას იტყვის და რას არ იტყვის სალომე ზურაბიშვილი. „სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა შეფასების გაკეთება. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია. ყველა იყო ბედნიერი, ამაყი, გახარებული, ერთმანეთს ვულოცავდით ქართველი ხალხი ევროკომისიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სამართლიან შეფასებას და ხედავდით, როგორი სახეებით იყვნენ ისინი.…

მეტი...

,,მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება”- სალომე ზურაბიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია ეს  გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: –  რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  Radio France info-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზუდენტს კითხვა დაუსვეს ”ამ უკანასკნელ თვეებში ევროკავშირის დროშები აღმართული იყო საქართველოს დიდი ქალაქების მოედნებზე, თბილისში, შეიძლება პარალელის გავლება მაიდანთან, იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში 2014 წელს?”. ,,ჩვენ მაიდანი უკვე დიდი ხნის წინ გვქონდა, საქართველო პროდასავლურ და პროევროპულ არჩევანს დღეს არ აკეთებს. ის დიდი ხანია რაც გაკეთდა, მნიშვნელოვანია, რომ…

მეტი...

მადრიდში ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დაჭრეს

ესპანეთში,  მადრიდში  ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალეხო ვიდალ-კუადრასი დაჭრეს. 78 წლის პოლიტიკოსს 9 ნოემბერს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სახეში ესროლა. თავდამსხმელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. პოლიცია 2 ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებიც დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლით გაიქცნენ. ესპანური მედიის  ინფორმაციით, ვიდალ-კუადრასი, რომელსაც ტყვიამ ყბაში გაუარა, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.  

მეტი...