უკრაინამ კიდევ 94 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 59 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ისინი იდენტიფიცირებისთვის სამართალდამცავებსა და სამედიცინო ექსპერტებს გადაეცემა. ,,დღეს მოვახერხეთ უკრაინის 94 დამცველის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება”, – აცხადებენ საკოორდინაციო შტაბში. მათივე ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკრაინამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მოწინააღმდეგე მხარესაც გადასცა.

მეტი...

რუსეთმა სამ რეგიონზე ახალი უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა დაიწყო

რუსეთმა უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმები დაიწყო კიევის, პოლტავასა და ჩერკასის რეგიონებზე, რამაც გააძლიერა თავდასხმები უკრაინის დედაქალაქზე რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ. ,,მტრის უპილოტო საფრენი აპარატები მრავალ ჯგუფად იყო გაშვებული და სხვადასხვა მიმართულებით შეუტიეს კიევს. ამავდროულად მუდმივად ცვლიდნენ მოძრაობის ვექტორებს”, – განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი პოპკომ. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 10 ირანული წარმოების შაჰედი კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები კიევში და ქალაქის გარეუბნებში.

მეტი...

თოვისა და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვისა და ლიპყინულის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას სავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში…

მეტი...

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილერმა გაიმარჯვა

არგენტინელებმა ახალ პრეზიდენტად ულტრამემარჯვენე აუტსაიდერი, ხავიერ მილერი აირჩიეს. დათვლილი ხმების მიხედვით, მილერმა გადამწყვეტ, მეორე ტურში თითქმის 56% მოიპოვა. ახალმა პრეზიდენტმა მემარცხენე მეტოქეს, სერხიო მასას მოუგო, რომელმაც ხმების 44% მიიღო. რადიკალური ულტრამემარჯვენეს გამარჯვებას პოლიტიკური მიწისძვრა უწოდეს. აშშ-ს ყოფლმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ “ხავიერ მილერი არგენტინას კვლავ დიდებულს გახდის”. ბრაზილიის ყოფილმა ლიდერმა ჯაირ ბოლსონარომ კი განაცხადა, რომ “იმედი კვლავ გაბრწყინდება სამხრეთ ამერიკაში”.

მეტი...

ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა

ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა ისრაელის მხრიდან მოხდა, ჭურვი კი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. „ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, – განაცხადა ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ. ინდონეზიის საავადმყოფოს თანამშრომელმა, მარვან აბდალაჰმა კი განაცხადა,რომ “ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის მოშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ”.

მეტი...

ემანუელ მაკრონი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ესაუბრა. საუბრისას მათ ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება. ,,ორმა სახელმწიფოს მეთაურმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ორივე მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებაა, განსაკუთრებით კი უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება”, – აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი. პრეზიდენტები ასევე, შეთანხმდნენ, რომ “ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა” კონფლიქტის შეჩერების ფუნდამენტურ გზას წარმოადგენს.

მეტი...

,,2024 წლის 1-ელ იანვრამდე ლიცენზიის გარეშე აშენებულ სახლებს მეპატრონეებს დაუკანონებენ” – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგომ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა, ამნისტია გავრცელდება და მოქალაქეებს საკუთრების დაკანონების შესაძლებლობა ექნებათ. “არჩევნები ტარდება დაახლოებით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ხან ადგილობრივი თვითმმართველობის, ხან უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსი. თუ გავყვებით მაგ ლოგიკას, არცერთი გადაწყვეტილება აღარ უნდა იყოს მიღებული, რომ არავინ ჩათვალოს რომ ეს არის გამიზნული შემდეგი არჩევნებისთვის. ეს არის სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე. რაც შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის იქნებიან ისეთი ადამიანებიც ხმას აძლევენ არა ქართულ ოცნებას, არამედ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას,…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო…

მეტი...

,,მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა”- პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ,,ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე  დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბრალდებულს  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს. ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია პროკურატურის მეირ…

მეტი...

„დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ დადგა ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში. „ჩვენ წელს მაისში განვაცხადეთ, რომ კომპანიას – „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” ერთი წლის განმავლობაში უნდა წარმოედგინა მართვის გეგმა და სხვა კვლევებზე ინფორმაცია. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა რეაგირება და განცხადებაც გავრცელდა, რომ ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ოქმიც იქნა შედგენილი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ. მას შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდა სააგენტოს მხრიდან, სამინისტროს მხრიდან და ჩემი…

მეტი...

იაპონია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად დამატებით 160 მილიონ ევროს გადასცემს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, იაპონია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად დამატებით 160 მილიონ ევროს გადასცემს. დენის შმიგალი დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კიოტო ცუჯის, შეხვდა. ,,მადლობელი ვარ იაპონიის დელეგაციის დღევანდელი მისიისთვის, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში,” – განაცხადა შმიგალმა.

მეტი...

„დღეს ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“- ოთარ შამუგია

„დღეს ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე დეტალურად ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამის უწყებას გაგზავნილი აქვს შესაბამისი წერილები და გამოთხოვილია ინფორმაციები. არსებობს ყველა წინა პირობა იმისა, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად. „სააგენტოს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრულად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული იმ ადამიანებისთვის, ვინც…

მეტი...

,,მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. მისი  თქმით, სრულად იწონებს და მხარს უჭერს პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობას. ,,მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს ორივე მხარემ აღიარა, ასევე, ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი.…

მეტი...

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შეუძლებელია“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა. „პირველ რიგში დავიწყებ ლიცენზიის გაცემის პროცედურით. მინდა განვაცხადო, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის მარტში, საჯარო აუქციონის წესით იქნა გაცემული ლიცენზია, რომელშიც გაიმარჯვა კონკრეტულმა კომპანიამ – „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ”. ამ პროცესს თან სდევდა, რა თქმა უნდა, გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები. აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე და სხვა საშუალებებით ინფორმაცია გავრცელდა. პროცესი იყო აბსოლუტურად საჯარო და იმ არსებული კანონმდებლობის…

მეტი...

მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის, ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი – სააკაშვილი

საქართველოს მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. „საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გვავიწყებენ ამას და ლამის ბოდიშის მოხდას გვაიძულებენ აფხაზებისთვის. ნურას უკაცრავად, არაფერი ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი. რა თქმა უნდა, უნდა აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

მეტი...

რუსეთმა უკრაინელი მომღერალი ჯამალა ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი მომღერალ ჯამალაზე (სუსანა ჯამალადინოვა) ძებნა გამოაცხადა.  ამის შესახებ ინფორმაციას “მედიაზონა” ავრცელებს, როგორც  აღმოჩნდა, რომ ის ძებნილთა სიაში ოქტომბრის შუა რიცხვებში შეიყვანეს რუსული მედიის ინფორმაციით, მომღერალს ბრალად “რუსული არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელება” ედება.  

მეტი...

ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავისი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი – მიხეილ სააკაშვილი

შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ქალებმა თავისი შვილები უნდა ატარონ. „დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავისი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არაბის. არსებობს ამაში სხვა ქვეყნების გამოცდილება“, – განაცხადა სააკაშვილმა

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება. ,,ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ,  მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა. ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ხვალ „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“- მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხვალ „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს „საქართველოს დაცვის აქტს“, ცხრაპუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას. “ლელოში” გვჯერა, რომ დროა მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს “ლელო” აცხადებს 9 პუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი, საქართველოში რუსეთისა და რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით… ხვალ “ლელოს” საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს საქართველოს დაცვის აქტს, 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში: ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება – სავიზო რეგულაციის…

მეტი...

მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს – ირაკლი კობახიძე

ყველაფერი ყოველ ჯერზე დაიწყო ამ ქალი დეპუტატების უზრდელობით, უზრდელია და უზრდელობს სხვადასხვა რამეა, მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება, არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან უბრალოდ რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას. „ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას – პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას, კვოტების დისკრედიტაციას და ა.შ. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები, სრულად შევაფასოთ ხოლმე ის ინციდენტები, რომლებიც ხდება. როდესაც გამოდის ქალი…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის მზად არის აღნიშნული პარტიის კოორდინაციისთვის და პოლიტიკური საბჭოდან გარიყულების დასაბრუნებლად. თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პარტიას 2012 წლიდან მოსახლეობა შესაბამის პასუხს სცემს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. „დიდი პრობლემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, გახლეჩილია და არ აქვს ხალხის ნდობა. როგორ შეიძლება, იმ პოლიტიკურ გუნდს დაუჭირო მხარი, რომლის წევრებიც ხალხს აუპატიურებდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ და ა.შ. ხალხი მათ 2012 წლიდან შესაბამის პასუხს სცემს და ასე იქნება 2024 წელსაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები მხოლოდ პირადი…

მეტი...

,,არ ვიცნობ…”- კოსტა სანიკიძე პირველ კომენტარს აკეთებს

მსახიობი კოსტა სანიკიძის თავდასხმის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით,  ბრალდებულს არ იცნობს და, ამ ეტაპზე, მომხდარის გახსენება უჭირს. ,,არა, ცნობით, არ ვიცნობ… ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი მერე შეიძლება ისეთი რამ დაწერო, რომ გულმა დამარტყას უარესად… ვერ გეტყვი,” – ამბობს კოსტა სანიკიძე “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას. ამ ეტაპზე კოსტა სანიკიძე პალატაში იმყოფება.

მეტი...

ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით- კახა კალაძე

„2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები“ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის წყარო მიხეილ სააკაშვილია. მისივე თქმით, დასასრულებელია დედაქალაქში მიმდინარე არაერთი რეფორმა და პროექტი. „ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, საზოგადოებას ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას, ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს – კობახიძე

ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, საზოგადოებას ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას, ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე თეა წულუკიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კახა კალაძე განიხილება. „სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ რაღაც საკუთარი ფანტაზიები გაშალოს ხოლმე. დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, როცა არის ხოლმე შესაბამისი დრო, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით…

მეტი...

ზურაბიშვილს თუ სურს, სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს, შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამო, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს. „სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მაშინ ღრმად ვერ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა – მიხეილ სააკაშვილი

მეტი...

 სალომე ზურაბიშვილი თუ გადადგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ – კალაძე

სალომე ზურაბიშვილი თუ გადადგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს, როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში, გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, გააკეთო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თავის ხალხს. ხომ არ ჰგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს შეცდომები, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას, არა, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ რაც შეუძლიათ ყველაფერს იყენებენ სიძულვილისთვის, შანტაჟისთვის, ბულინგისთვის, ეს არის…

მეტი...

სარაკეტო იერიში ხერსონზე – არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსეთმა ხერსონზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სარაკეტორასაც მსხვერპლი მოჰყვა. ,,დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაზიანებულია მანქანები და შენობები. რუსეთის არმიამ ხერსონში კერძო სატრანსპორტო კომპანიის ავტოსადგომს გაუხსნა ცეცხლი”, – განაცხადა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს – ზელენსკი

ომი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავნებდეთ და ამას არც გავაკეთებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანები ომს აღიქვამენ როგორც ფილმს და ელიან, რომ ხანგრძლივი პაუზები არ იქნება. ,,რატომღაც ადამიანები ამას [ომს] აღიქვამენ როგორც ფილმს და ელიან, რომ ხანგრძლივი პაუზები არ იქნება, რომ ვითარება ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, რომ ყოველდღე სიურპრიზები იქნება. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის, ეს არ არის ფილმი. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს არის ყოველდღიური მძიმე შრომა. ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს,…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ 23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული – ლევან ხაბეიშვილი

20 წელი გადის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაამარცხეს კორუფცია, ჭაობიდან შექმნეს სახელმწიფო, ქვეყანა მიდიოდა წინ ძალიან დიდი ნაბიჯებით, მათ შორის ევროპული ოჯახისკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. „ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ წინა სასამართლო სხდომაზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის, ცხადია, ეხებოდა ნიკა მელიას. დარწმუნებული ვარ, მანიფესტი, რომელიც საჯაროდ თქვა პრეზიდენტ სააკაშვილმა, რომ იქნება, მივესალმებით. ვუერთდებით „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ისეთ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ.…

მეტი...

დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მლაშეში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართა

მიმდინარე წლის, 18 ნოემბერს, დუშეთის, საცხენოსნო კლუბის ” 300 არაგველის” და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, ტარიელ ჩიხაშვილის პირადი ჩართულობით, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ მლაშეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ( 8 კმ. 5 წრე) გაიმართა. დოღში მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით, 14 მუნიციპალიტეტიდან იღებდნენ მხედრები. პირველი ადგილი, მხედარმა – დავით ფერაძემ დაიკავა, ხარაგაულიდან. მეორე ადგილი ერგო გიორგი ცინცაძეს ჩოხატაურიდან, ხოლო მესამე ადგილი – მირზა აფციაურს გუდამაყრიდან. გაიმართა ასევე, შერეული ჯიშის ცხენების დოღი, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი – სოსო რამიშვილი ჩოხატაურიდან, II მეორე ადგილი – ჯაბა…

მეტი...

საქართველოს ეკონომიკა უნდა გადავიდეს ევროზე – მიხეილ სააშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ სჭირდება. ,,პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, ეს არის პირველი, რომ გავაუქმოთ, დავხუროთ ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი გამოიყენება მანიპულაციებისთვის, იმისათვის, რომ “ნაკოლს” იძლევიან ბანკებზე. პრაქტიკულად ივანიშვილს აქვს ყველაზე დიდი ბანკი ერთ-ერთი და ამავე დროს აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია ნებისმიერ დროს აგიწიოთ ან დაგიწიოთ ვალუტის კურსი, აკეთოს ამაზე ფული. სამაგიეროდ, სრულიად არაპროგნოზირებადია ინფლაცია, ხალხი ვერ გეგმავს თავის შემოსავლებს და გასავლებს, აღარავის აღარ ჰყოფნის ხელფასი, ეს უნდა ერთხელ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა – მიხეილ სააკაშვილი

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში  – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ერთვება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა  ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ ლე მონდისთვის მიცემულ ინტერვიუში. ,,რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა…

მეტი...

მინდა, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის წინ გითხრათ, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები – სააკაშვილი

მე მინდა, დღეს სწორედ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის წინ გითხრათ, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან დიდი ცვლილებები, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ერთვება. ,,ახლა სრულდება ვარდების რევოლუციის 20 წელი და მე კარგად მახსოვს, როდესაც ჩავჯექით წალენჯიხის ავტობუსში, იყო ბევრი ეჭვი, რომ იქნებოდა თუ არა ბევრი ხალხი, წამოგვყვებოდა თუ არა გზაზე ხალხი, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე ავტობუსი ვიყავით. მერე ქუთაისში გავჩერდით და ავკრიფეთ 5-6-ჯერ მეტი, მერე თბილისში დაგვხვდა გაცილებით მეტი. აჭარაში ხალხმა გააკეთა ეს ცვლილება, რაც გააკეთა. მე მინდა, დღეს სწორედ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის წინ გითხრათ,…

მეტი...

ღაზაში ჰამასის 3 მეთაურია ლიკვიდირებული – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში ჰამასის 3 მეთაურია ლიკვიდირებული. თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა გაანადგურეს შენობა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი სხვადასხვა მიზნით, მათ შორის იარაღის საწყობად იყენებდა.    

მეტი...

22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი – თოვლი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ლოიდ ოსტინი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ახლახან ჩავედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად. დღეს აქ ვარ მნიშვნელოვანი გზავნილის გადასაცემად – როგორც ახლა, ასევე მომავალში აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს ოსტინი.

მეტი...