„დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ძალადობისკენ“- პაპუაშვილი

„დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ გარკვეული ენჯეო-ების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს პარლამენტის პიკეტირებისკენ მუწოდებენ.

„მე ვერ ვნახე ვერც ერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის თუ დონორებისა, რომლის დაფინანსებითაც მოქმედებენ ის NGO-ები, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, რომ გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, ვთქვათ, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც თავისთავად უკვე კანონის დარღვევაა“- განაცახდა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამგვარი მოწოდებების მიზანი ძალადობის ინსპირირებაა.

„ერთადერთი მიზანი აქვს ხოლმე ასეთ მოწოდებას, რომ მოახდინონ ძალადობის ინსპირირება და შემდეგ ვხედავთ შედეგები რაც იყო, დაზიანდა 8 პოლიციელი, ყველა მათგანის ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო და ერთს დასჭირდა ოპერაცია და დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას“,- აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები