პაპუაშვილის უარის მიუხედავად, საპარლამენტო დელეგაციები თბილისში მაინც ჩამოდიან

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენიმე ქვეყნის დელეგაციას საქართველოში ჩამოსვლა სურდა, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, დელეგაციისთვის უარის თქმა მოუწია.

„რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის – მე ვერ შევხვდები, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და მაინც აპირებენ ჩამოსვლას.

„ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის. 13-14 ორშაბათი-სამშაბათი. ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს.  ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა,  მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს“- აღნოშნა პაპუაშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები