ევროკავშირი ღაზის სექტორში ბრძოლებში “მნიშვნელოვანი პაუზების” მოწოდებით გამოდის

ევროკავშირი მოწოდებით  გამოდის, ღაზის სექტორში ბრძოლაში “მნიშვნელოვანი” პაუზების შესახებ, რომ საწვავის მიწოდების საშუალება არსებობდეს საავადმყოფოების მუშაობისთვის.

ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა, განაცხადა, რომ “ღაზას სექტორში საავადმყოფოების ნახევარზე მეტმა შეწყვიტა მუშაობა,  პირველ რიგში საწვავის ნაკლებობის გამო”.

,,ეს პაუზები უნდა იყოს მნიშვნელოვანი.  უპირველეს ყოვლისა, ისინი უნდა გამოცხადდეს განხორციელებამდე დიდი ხნით ადრე, რათა ორგანიზაციებს შეეძლოთ მოამზადონ მათ გამოსაყენებლად. მეორე, ისინი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული დროში”, – განაცხადა ლენარჩიჩმა.

მსგავსი თემები